კობახიძე დებატზე: თუ რამეში დაგვარწმუნებენ, პოზიციას გადავხედავთ, არ ვართ ხისტები, უხეშები

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრა და ირწმუნება, დებატების მიზანი “საზოგადოებისთვის სიმართლის გაგებაა”. ის ამტკიცებს, რომ დებატებისას თუ რამეში დაარწმუნებენ ქართული ოცნების წარმოადგენლებს, “პოზიციას გადახედავენ”. “დებატების მიზანია, რომ სიმართლე გავაგებინოთ საზოგადოებას. ჩვენ ვსაუბრობთ მონოლოგის რეჟიმში, დღესაც ვსაუბრობთ ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით ბრიფინგის ფორმატში. დებატებს აქვს განსხვავებული დატვირთვა და დებატების პირობებში კიდევ […]

სახალხო დამცველის აპარატი – დაუშვებელია პროტესტის გამოხატვისას არასრულწლოვნები გახდნენ გაკიცხვისა და მუქარის ობიექტები – მოვუწოდებთ საგანმანათლებლო დაწესებულებს დაიცვან ბავშვის უფლებები

სახალხო დამცველის აპარატი მიმდინარე დღეებში სკოლებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნებს აქვთ ფუნდამენტური უფლება, გამოხატონ საკუთარი აზრი და მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან აქციებში. მათივე განცხადებით, დაუშვებელია პროტესტის გამოხატვისას არასრულწლოვნები გახდნენ გაკიცხვისა და მუქარის ობიექტები. სახალხო დამცველის აპარატი საგანმანათლებლო დაწესებულებს მოუწოდებს, დაიცვან ბავშვის უფლებები, უზრუნველყონ ერთი მხრივ უსაფრთხო და მშვიდი სასწავლო გარემო და მეორე მხრივ […]

ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაში პოლიციაა მისული

ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, აქტივისტ ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაში პოლიციაა მისული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად ღლონტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზნით იმყოფებიან სამართალდამცველები აქტივისტის ბინაში.

სამოქალაქო პლატფორმა „მშვიდობისათვის“ – კატეგორიულად მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმა

კატეგორიულად მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმა „მშვიდობისათვის“ განცხადებაშია აღნიშნულია. პლატფორმა მმართველ გუნდს მოუწოდებს, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა დაასრულოს და პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოში დააბრუნოს. „ჩვენ, სამოქალაქო პლატფორმაში მშვიდობისათვის გაერთიანებული სამოქალაქო ორგანიზაციები და ექსპერტები, ვაპროტესტებთ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ავიაციის საერთაშორისო ტრენინგცენტრ IKAROS-ის დირექტორს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტად მყოფ ავიაციის საერთაშორისო ტრენინგცენტრ IKAROS-ის დირექტორს, გეორგე პროუმისს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, დავით გურგენიძემ და გეორგე პროუმისმა ავიაციის სფეროში ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ ლიცენზირებული ერთობლივი სწავლებისა და პროფესიული მომზადების კურსების განხორციელების შესაძლებლობებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ […]

მამუკა ხაზარაძე – აბსურდია არალეგიტიმურ, თვითმარქვია პრემიერთან დებატების გახსნა – არალეგიტიმურ „რუსულ ოცნებასთან“ ერთადერთი სალაპარაკო საკითხია, როდის ჩაინიშნება ახალი არჩევნები

აბსურდია არალეგიტიმურ, თვითმარქვია პრემიერთან დებატების გახსნა – არალეგიტიმურ “რუსულ ოცნებასთან” ერთადერთი სალაპარაკო საკითხია, როდის ჩაინიშნება ახალი არჩევნები, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. “არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დებატების გახსნა არალეგიტიმურ, თვითმარქვია პრემიერთან, რომლის პოლიტიკამაც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვიტა. რაც მთავარია, მოიპარა არჩევნები და მიიტაცა […]

ცოტნე ანანიძე – მომიტინგეებო, გადადით ევროკავშირის საელჩოსთან და მოითხოვეთ მოლაპარაკებების გახსნა! ჩვენ რომ გვიწყობთ აქციებს, ჩვენც გვინდა ევროინტეგრაცია

მომიტინგეებო, გადადით ევროკავშირის საელჩოსთან და მოითხოვეთ მოლაპარაკებების გახსნა! – წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი “ქართული ოცნებიდან”, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებასაც სურს ევროინტეგრაცია, რასაც მიაღწევს კიდეც. „მომიტინგეებო, გადადით ევროკავშირის საელჩოსთან და მოითხოვეთ მოლაპარაკებების გახსნა! ჩვენ რომ გვიწყობთ აქციებს, ჩვენც გვინდა ევროინტეგრაცია და მივაღწევთ კიდეც”, – წერს ცოტნე ანანიძე.

“ძალიან ბევრის მოთმენა უწევთ ამ ბიჭებს…”- გენო პეტრიაშვილი პოლიციელებზე

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა გენო პეტრიაშვილმა “იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პოლიციელებს ძალიან ბევრის მოთმენა უწევთ. როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, პოლიციელებზე ძალადობა დაუშვებელია. “დღეს ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი საქმით უნდა იყვნენ დაკავებულები, დგანან… არ ვიცი, რა შეიძლება დავარქვათ ამას. უბრალოდ მინდა, ერთი რაღაც თქვა: მე მჯერავს, რომ ამ ადამიანებს ატყუებენ, შეცდომაში შეჰყავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც შემდეგ სხედან საკუთარ ოფისებში და […]

არცერთი ობიექტური შემფასებლისთვის არავითარი კითხვები არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს, გარკვეული ძალები მაინც ახერხებენ სპეკულირებას ამ თემით, რაც დიდხანს ვერ გაგრძელდება

არცერთი ობიექტური შემფასებლისთვის არავითარი კითხვები არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს, გარკვეული ძალები მაინც ახერხებენ სპეკულირებას ამ თემით, რაც დიდხანს ვერ გაგრძელდება არცერთი ობიექტური შემფასებლისთვის არავითარი კითხვები ამ არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არავითარი საფუძველი სპეკულაციებისთვის არ არსებობს. „რეალურად, არცერთი ობიექტური შემფასებლისთვის არავითარი […]

ანკარაში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური სხდომა გაიმართა

ანკარაში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური სამმხრივი სხდომა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა. „სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ურთიერთობებში არსებული საერთო პრიორიტეტები, რეგიონში მიმდინარე უსაფრთხოების გამოწვევები, სამმხრივი თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, საერთაშორისო ორგანიზაციებში კოორდინაციის მნიშვნელობა და სამ ქვეყანას შორის თავდაცვისა […]