ანკარაში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური სხდომა გაიმართა

ანკარაში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური სამმხრივი სხდომა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა. „სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ურთიერთობებში არსებული საერთო პრიორიტეტები, რეგიონში მიმდინარე უსაფრთხოების გამოწვევები, სამმხრივი თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, საერთაშორისო ორგანიზაციებში კოორდინაციის მნიშვნელობა და სამ ქვეყანას შორის თავდაცვისა […]
ბორჯომის მერია – ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია დასკვნით ფაზაშია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია დასკვნით ფაზაშია. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს ღობეების და ჭიშკრების რაბილიტაცია. გარე განათების სისტემისა და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია კი უკვე დასრულდა. „სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული პროექტი ბორჯომის, როგორც საკურორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების […]
პრემიერი – დებატებისთვის მზად ვართ! ვნახოთ, რა აქვთ სათქმელი – თუ ისინი რამეში დაგვარწმუნებენ, მზად ვართ, ჩვენს პოზიციას გადავხედოთ, მაგრამ თუ დაინახავენ, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა, კეთილი ინებონ და აღიარონ

დებატების ფორმატისთვის მზად ვართ! ვნახოთ, რა აქვთ სათქმელი – თუ ეს ადამიანები რამეში დაგვარწმუნებენ, მზად ვართ, ჩვენს პოზიციას გადავხედოთ! – ასე უპასუხა პრემიერ – მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. ამ კონტექსტში კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ თუ მეორე მხარე დაინახავს, რომ სიმართლე “ქართული ოცნების“ მხარეს არის, ეს თავადაც აღიარონ. „ჩვენ დებატების […]
“ჩემთან პოლიციაა მოსული” – ჯგუფ “დაიტოვეს ადმინი ილია ღლონტი

ფეისბუქჯგუფის “დაიტოვეს” ადმინი ილია ღლონტი წერს, რომ მის სახლში პოლიცია მივიდა. ამის შესახებ მან ინფორმაცია ჯგუფშივე გაავრცელა. მისი სახლიდან პირდაპირი ეთერია გაშვებული. პოლიციამ ილია ღლონტს დადგენილება ჩააბარა და მის სახლში ჩხრეკა დაიწყო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჯგუფი “დაიტოვე” საპროტესტო აქციების კოორდინირებისთვის აქტიურად გამოიყენება. ჯგუფი შეიქმნა გაზაფხულზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისთვის, როდესაც მოქალაქეები თბილისში რეგიონებიდან ჩამოდიოდნენ. […]
19 ამერიკელი დიპლომატი ივანიშვილისთვის და მისი გუნდისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს –

“ჩვენ, საქართველოს მეგობრები, მათ შორის, ამერიკელი დიპლომატები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოში ან/და მუშაობდნენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, საქართველოს მთავრობის მიერ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას მკაცრად ვგმობთ. ჩვენ ასევე გვიჭირს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გაგება, შეაჩერონ ევროკავშირთან მოლაპარაკებები ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელმძღვანელობენ “ქართული ოცნების” დე ფაქტო ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც […]
“საპოლიციო ძალების სისასტიკე სასწრაფოდ უნდა დასრულდეს, ევროკავშირმა პროევროპელებს მხარი გარკვევით უნდა დაუჭიროს“ – როთი

„6 დღის განმავლობაში მამაცი ქართველები რეჟიმის მიერ კონსტიტუციის დარღვევას წინააღმდეგობას უწევენ. ევროკავშირი არა უფრო მისაღებ ვარიანტს, არამედ ყველა ქართული ინსტიტუტისთვის ვალდებულებას წარმოადგენს. საპოლიციო ძალების სისასტიკე სასწრაფოდ უნდა დასრულდეს. ევროკავშირმა პრეზიდენტსა და პროევროპელებს მხარი გარკვევით უნდა დაუჭიროს“, – წერს მიხაილ როთი.
“ეს ნეიტრალური ადამიანი ახლა ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ეს უსამართლობა არავის შეეხოს” – რას ჰყვება ადამიანი, რომელიც აქციაზე რამდენიმე წუთით იყო მისული

მე ბოლოჯერ დავიჯერე სამართლიანობის, პოლიციას არ შევწინააღმდეგებივარ, გავყევი ჩვეულებრივ, ვიდეოშიც ჩანს. როდესაც გავცდით პარლამენტს და კამერებს, შემომცხეს ცხვირში. მომდიოდა სისხლი, არ გადავყავდი კლინიკაში. 2 დღე ვიყავი ხან პოლიციაში, ხან იზოლატორში, ვყვიროდი უკვე, რომ ექიმი მჭირდებოდა. დამცინოდნენ, რა გაყვირებსო… მანქანაში ვიჯექი საათებით, სასაცილო რაღაცეები ეწერათ ბრალდებაში, ხელს არ ვუწერდი, ეს ცუდად მყოფი ადამიანი მანქანაში ამომხუთეს… ძალიან […]
რეანიმაციაშია, უგრძელდება მედიკამენტური ძილი, სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია – ექიმი აქციაზე დაშავებულ 22 წლის ახალგაზრდაზე

აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭი კვლავ რეანიმაციაში რჩება – ინგოროყვას კლინიკის ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, ახალგაზრდას უგრძელდება მედიკამენტური ძილი, სასიცოცხლო პარამეტრები კი სტაბილურია. „22 წლის ბიჭთან დაკავშირებით გრძელდება მედიკამენტოზური ძილი. სასიცოცხლო პარამეტრები ამ ეტაპისთვის სტაბილურია. მას თვალის კაკლების მთლიანობა აქვს შენახული, თუმცა დაზიანების მხარეს მიმდინარეობს ოფთალმოლოგების დაკვირვება. ამ ეტაპზე მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, იმყოფება მედიკამენტოზური […]
კობახიძე მე-6 დღეა მოძალადე ძალოვნებს მადლობას უხდის

ირაკლი კობახიძე მე-6 დღეა მადლობას უხდის მოძალადე პოლიციელებს, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან აქციის მონაწილეებს. “მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბატონ მინისტრს ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის და პროპორციული ქმედებისთვის”, – განაცხადა მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. თითქმის ერთი კვირაა საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. განსაკუთრებით მასშტაბურია თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები, რომელთა დასარბევადაც შსს […]
კობახიძე: ქარდების გამო დანიგანს “ქარდიგანი” დაარქვეს, მოფერებით, ხუმრობით

თქვენ ხედავთ აბსოლუტურად კომიკური სახეც კი მიიღო საელჩოს კონკრეტულმა ქმედებებმა. ისინი დებენ ე.წ. ქარდებს საელჩოს გვერდზე. ამის გამო ხუმრობით რობინ დანიგანს “რობინ ქარდიგანი” დაარქვეს. ეს, რა თქმა უნდა, მოფერებით, ხუმრობით, არის უწყინარი ხუმრობა, იქიდან გამომდინარე, რომ სიტყვა “ქარდიგანი” ქართულად ჟაკეტს ნიშნავს.