“ძალიან ბევრის მოთმენა უწევთ ამ ბიჭებს…”- გენო პეტრიაშვილი პოლიციელებზე

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა გენო პეტრიაშვილმა “იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პოლიციელებს ძალიან ბევრის მოთმენა უწევთ.

როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, პოლიციელებზე ძალადობა დაუშვებელია.

“დღეს ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი საქმით უნდა იყვნენ დაკავებულები, დგანან… არ ვიცი, რა შეიძლება დავარქვათ ამას.
უბრალოდ მინდა, ერთი რაღაც თქვა: მე მჯერავს, რომ ამ ადამიანებს ატყუებენ, შეცდომაში შეჰყავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც შემდეგ სხედან საკუთარ ოფისებში და იმ დავალებას ასრულებინებენ ახალგაზრდებს, რაც ძაან გულსატკენია.

მინდა, პირველ რიგში, ვთქვა, რომ ჩვენი გუნდის ყველა წევრი ემიჯნება იმ ძალადობას, რაც ერთეულ მომენტებში დაფიქსირდა, მაგრამ ამავე დროს შემიძლია, ვთქვა ის, რომ დაუშვებელია ყოვლად პოლიციელებზე ძალადობა, ის, რაც ვნახეთ, ძალიან ბევრი ფაქტები იყო ამის შესახებ. პოლიციელები არიან ჩვენი გმირები, რომლებიც იცავენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას და არავის აქვს ამის უფლება, თუნდაც თმის ღერი მაინც ჩამოუვარდეს ჩვენს გმირ ადამიანებს, ეს ყოვლად მიუღებელია და ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას…

ჩემი საკუთარი სისხლი და ხორცი, უახლოესი ადამიანები დგანან და იცავენ, აი, ამ ადამიანების ღირსებას, ჩვენი მომავალი თაობის, და შემიძლია ვთქვა, [მომიტინგეები] პირდაპირ მიდიან და წარმოუდგენელი სიტყვებით ახდენენ ამ ადამიანების ე.წ. ბულინგს, შეურაცხყოფას და ძალიან ბევრის მოთმენა უწევთ ამ ბიჭებს და, პირიქით, ცდილობენ, კომუნიკაციაში შევიდნენ, მოეფერონ, მაგრამ ის ერთეული გადაცდომები, რაც ხდება არის ყოვლად… ვეღარ შეძლეს ალბათ ამ ადამიანებმა ამ ყველაფრის მოთმენა, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია და ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ გაუფრთხილდნენ ჩვენს პოლიციელებს, ჩვენს ღირსეულ ადამიანებს,“ – აღნიშნა პეტრიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია