“დაიტოვეს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილო ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა

“დაიტოვეს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილო ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა და ჩხრეკას აწარმოებს. პოლიციელები აცხადებენ, რომ გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ჩხრეკას აწარმოებენ, “ჯგუფური ძალადობის ორგანიზების” და “არეულობისაკენ მოწოდების” მუხლებით მიმდინარეობს. პოლიციელები აცხადებენ, რომ ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მოსამართლის განჩინება არ აქვთ.
კუნძულ გრენლანდიაზე ნუუკის საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა

გრენლანდიის აეროპორტების ადმინისტრაციამ გამოაცხადა ახალი, ნუუკის (Nuuk) საერთაშორისო აეროპორტის გახსნის შესახებ. ახლახან დანიის სამოქალაქო ავიაციისა და რკინიგზის სამსახურმა ჩაატარა საცდელი ფრენების სერია და აეროპორტში ასაფრენი ბილიკი გახსნა. პირველი კომერციული რეისი უკვე შეასრულა Air Greenland-მა – Airbus A330neo თვითმფრინავი კოპენჰაგენიდან კუნძულზე ჩაფრინდა.
თბილისში დემონტრანტები შესაძლოა გაკვირვებულები დარჩნენ იმის ცოდნით, თუ რამდენად გრძელი იქნება მათი გზა ევროკავშირისკენ – The Economist

საქართველოში პუტინის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს დასავლეთი უღალატებს თუ გადაარჩენს? – ამ სათაურით სტატიას The Economist-ი აქვეყნებს. „ყოველ ღამით, საქართველოს დედაქალაქის, თბილისის ქუჩებში შიშსა და იმედს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. 28 ნოემბრის შემდეგ, ყოველ საღამოს დემონსტრანტები იკრიბებიან და ხელკეტებით აღჭურვილ პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევენ, მოითხოვენ, რომ მთავრობამ მისი ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული მცდელობა განაახლოს და გაყალბების გარეშე ახალი არჩევნები ჩაატაროს. […]
“აშშ-ს გარეშე ქვეყნის განვითარება გაგვიჭირდება”- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული ათობით პროექტი, რომელზეც საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის ფარგლებში მუშაობდა, ამ ეტაპზე დაპაუზებულია. “ათობით პროექტი დაპაუზდა, ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ქვეყნის განვითარება გაგვიჭირდება.”- აცხადებს ამირან გამყრელიძე.
“მინდა მწუხარება გამოვთქვა” – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე პრესკონფერენციაზე რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და მწუხარება გამოთქვა, რომ ევროპამ ძალადობა, რომელსაც აქციის მონაწილეები ახორციელებენ პოლიციელების მიმართ არ დაგმო. “მინდა მწუხარება გამოვთქვა, რომ ევროკავშირმა და არც ერთმა ბიუროკრატმა არ დაგმო ის ძალადობა, რასაც დღეს აქციის მონაწილეები ახორციელებენ პოლიციელების მიმართ. ასევე ჩვენი მოსახლეობაც ფარისვლურად იქცევა, თუ ძალადობა პოლიციის მიერ ხორციელდება ამას გმობენ, მაგრამ თუ […]
“დაიტოვეს” ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა

“დაიტოვეს” ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა. ამის შესახებ თავად ილიამ დაწერა ჯგუფში. როგორც პოლიციელები ამბობენ, ღლონტის სახლიდან ელექტრონული მოწყობილობები უნდა ამოიღონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.
“გასაჯაროვდეს, რა გაზით ხდება დემონსტრანტების დაშლა” – სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება

“გასაჯაროვდეს, რა გაზით ხდება დემონსტრანტების დაშლა” – 16:00 საათზე, სამედიცინო დაწესებულებების წინ, საქართველოს ყველა რეგიონში, თეთრხალათიანთა აქციები ჩატარდება.: · 1. ვემხრობით საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას · 2. შეწყდეს დემონსტრანტების ჯანმრთელობის დაზიანება · 3. ვგმობთ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას და ა.შ
,, მართლა არ მეგულება სადმე იმაზე მეტი ევროპა, ვიდრე ეხლა რუსთაველზეა. ათენის ყალიბის ევროპა!” – ქეთევან ენუქიძე

,,შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე: ,,ზოგადად, პანდემიები და ომები რომ ცივილიზაციის განვითარების ფუნდამენტია, ვიცით… სევდიანი ამბავია, მაგრამ ასეა. თავის დაცვა და გადარჩენა ინსტინქტია, რომელმაც ყველა სხვა უნარი განავითარა. ეხლაც, ამ მძიმე ამბავმა, რომელიც აუცილებლად სინათლის გამარჯვებით დასრულდება, უკვე მოიტანა რამდენიმე ძალიან საგულისხმო და სასიკეთო რამ: 1. წავლენ არა მხოლოდ ქოცები, არამედ მკაფიოდ შეიცვლება ოპოზიციის მდგომარეობაც; […]
“სახეზეა წამება მოსახლეობის წინააღმდეგ” – საია

სახეზეა წამება ჩადენილი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი და სისტემატიური თავდასხმების სახით – ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებაშია ნათქვამი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებების დარღვევებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევს მონიტორინგს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი შეიძლება […]
,,კარგია რომ ეკა ბესელიამ ინანა…” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,კარგია რომ ეკა ბესელიამ ინანა, რომ თავის დროზე მერაბ ტურავას დაუჭირა მხარი, ოღონდ ის გამოაცხადა წინა “რეჟიმის” მიერ დევნილად. კარგი რა ეკა ხომ არ ბნელა მართლა? მერაბ ტურავა იყო შევარდნაძის დროის სუპერ კორუმპირებული მოსამართლე, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ სამართლიანად გააგდეს და “რეჟიმმა” კი არა, არამედ დემოკრატიულად არჩეულმა მთავრობამ, რომელმაც არჩევნებით […]