პაატა კვიჟინაძე – ჯოხის დარტყმით, ან შელოცვით, ან მთავრობის ცვლილებით სიღარიბე და უმუშევრობა არ დაიძლევა, უნდა გავაგრძელოთ ეკონომიკური ზრდა

ჯოხის დარტყმით, ან შელოცვით, ან მთავრობის ცვლილებით სიღარიბე და უმუშევრობა არ დაიძლევა, ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ქვეყნის განვითარებისთვის უნდა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე და სამთავრობო პროგრამაზე იმსჯელეს. პაატა კვიჟინაძე საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა. კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს […]

ირაკლი კობახიძე – სათანადო პასუხისმგებლობით გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ ამოცანის გადასაჭრელად, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას

სათანადო პასუხისმგებლობით გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ ამოცანის გადასაჭრელად, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან პარლამენტს და პოლიტიკურ გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახლო მომავალში მყისიერად შეუდგება სამუშაოს შესრულებას. „მადლობას გადავუხდი პარლამენტს, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მხარდაჭერისთვის. ბუნებრივია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება, თან თვისობრივად საქმიანობის […]

შალვა პაპუაშვილი – ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებით იწყება ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც მეტად განამტკიცებს ჩვენს სუვერენიტეტს, მშვიდობას და ეროვნულ უსაფრთხოებას

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებით იწყება ჩვენი ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს სუვერენიტეტს, მშვიდობას და ეროვნულ უსაფრთხოებას, მოსახლეობისთვის გააჩენს ახალ შესაძლებლობებს სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის გზაზე, გააძლიერებს პრაგმატულ და შედეგზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას, ხელს შეუწყობს ევროპულ ოჯახში საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი […]

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 100 ადამიანი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 100 ადამიანი დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. “კიდევ 10 უკრაინელია სახლში, უკრაინაში. ეროვნული გვარდია, მესაზღვრეები, უკრაინის შეიარაღებული ძალები. უმრავლესობა – მარიუპოლის მცველები. ყველანი – ჩვენები, ყველანი – კვლავ მშობლიურ მიწაზე. ყოველ მამაკაცზე და ქალზე ვმუშაობთ და არ გავჩერდებით მანამ, სანამ ყველას არ დავაბრუნებთ! ჩვენი გუნდი, […]

ქუთაისში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის ძეგლი ყვავილებით შეამკეს

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან სანიკიძემ, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ბასილაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს დავით აღმაშენებლის ძეგლი და პატივი მიაგეს დიდი მეფის ხსოვნას. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. „8 თებერვალი საქართველოს ყველაზე დიდებული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. „დავითობა” ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნებოდა ქუთაისში, რადგან […]

ანა წითლიძე – 2024 წელს „ქართული ოცნება“ დასრულდება, მე ამის მჯერა

9 პუნქტიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებია და ბატონო ირაკლი, ძალიან კარგად იცით, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვერ იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იქნება. 2024 წელს „ქართული ოცნება“ დასრულდება, მე ამისი მჯერა და საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ მაღალანაზღაურებადი სამუშო ადგილები და დასაქმების ღირსეული პირობები, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი […]

“ახალი სტატუსიდან გამომდინარე, აუცილებლად მომიწევს” – კობახიძე საოკუპაციო ხაზთან ჩასვლაზე

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მისი ახალი სტატუსიდან გამომდინარე, საოკუპაციო ხაზთან ჩავა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა. ამის შესახებ მან 8 თებერვალს, პარლამენტში მისი პრემიერად დამტკიცების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის პასუხად ისაუბრა. “ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე, აუცილებლად მომიწევს [საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა]. ბუნებრივია, ეს სტატუსთანაა არსებითად დაკავშირებული. რა თქმა უნდა, მომიწევს ადგილზე ვითარების გაცნობა. საპარლამენტო განხილვის დროს […]

კობახიძის თქმით, პრემიერის რანგში მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში შედგება

ახლადდამტკიცებული პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში, 20-21 თებერვალს შედგება. ამის შესახებ მან პარლამენტში, 8 თებერვლის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ისაუბრა. “უკვე დაგეგმილია ვიზიტები, 20-21 თებერვალს დაგეგმილია ვიზიტი ბრიუსელში. ეს ეხება, როგორც ევროკავშირს, ასევე, ნატოს. დღის წესრიგიც უკვე გაწერილია, შესაბამისად, პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდება”, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – რაც ყველამ შენიშნა, იყო განსხვავებული ტონი ოპოზიციის მხრიდან – მადლობას გადავუხდი ყველა დეპუტატს, მათ შორის ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც საქმიანად მიუდგნენ – გააზრებული მაქვს პასუხისმგებლობა და შესაბამისად ვიმოქმედებ

მთავრობის მეთაურობა არის სერიოზული გამოწვევა, ბევრად უფრო განსხვავებული, ვიდრე ეს შეიძლება იყოს საპარლამენტო თანამდებობის დაკავება – გააზრებული მაქვს ეს პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად ვიმოქმედებ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დასკვნით სიტყვაში განაცხადა. კობახიძემ 2-დღიანი მოსმენის შეჯამებისას მადლობა გადაუხადა ყველა დეპუტატს, მათ შორის ოპოზიციონერ დეპუტატებს. როგორც მან განაცხადა, საჭიროა უფრო მაღალი პოლიტიკური […]

ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში 20-21 თებერვალს ბრიუსელში შედგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი პირველი ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში 20-21 თებერვალს, ბრიუსელში განხორციელდება. როგორც მან მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტი შეეხება ევროკავშირს და ასევე ნატოს. „უკვე დაგეგმილია ვიზიტები, 20-21 თებერვალს დაგეგმილია ვიზიტი ბრიუსელში, ეს ეხება როგორც ევროკავშირს, ასევე, ნატოს. დღის წესრიგიც უკვე გაწერილია, შესაბამისად, პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდება“, – განაცხადა კობახიძემ.