კობახიძე: ახალი სტატუსიდან გამომდინარე, აუცილებლად მომიწევს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა

ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე, აუცილებლად მომიწევს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა, ბუნებრივია. ეს სტატუსთან არის არსებითად დაკავშირებული. რა თქმა უნდა, მომიწევს ადგილზე ვითარების გაცნობა, მათ შორის, დღეს გვქონდა საუბარი საპარლამენტო განხილვის დროს იმ განსაკუთრებულ საჭიროებებზე, რომლებიც აქვს გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას. ბუნებრივია, ამით უნდა დავინტერესდეთ და მათ შორის ადგილზე ვიზიტიც იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გადაიჭრას მათ წინაშე […]
მდინარაძე კობახიძეს: არ მინახავს შენზე უღალატო, პატიოსანი და სამშობლოს მოყვარული ადამიანი

თავს უფლებას მივცემ და ორნაირად მივმართავ ირაკლი კობახიძეს – ერთი როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში იქნებოდა, თქვენობით, ყველა ეტიკეტის დაცვით ვეტყვი, რომ ბატონო ირაკლი, თქვენ ხართ პროფესიონალი და ამ სიტყვაში ყველაფერს მოვიაზრებ, იმ თვისებებს, რომლებიც პრემიერმინისტრობისთვის საჭიროა. უდავოდ იმსახურებთ ნდობას თქვენი წარსულიდან, აწმყოდან და თქვენი სავარაუდო, უდავო მომავლიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, თქვენ იქნებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული […]
კობახიძე: ივანიშვილის რჩევები უკიდურესად მნიშვნელოვანია, ის არის გროსმაისტერი პოლიტიკაში

რა თქმა უნდა [რჩევებს მივიღებ], სტატუსის მიხედვითაც, თქვენ იცით, როგორია ჩვენი საწესდებო ჩანაწერი, ბიძინა ივანიშვილი არის არამხოლოდ ჩემი, როგორც პარტიის ერთერთი წარმომადგენლის, არამედ, ზოგადად პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. მისი რჩევები არის თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანი. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიტყვი – პოლიტიკაში ის არის ნამდვილი გროსმაისტერი. მას შეუძლია წინასწარ გათვალოს 10-15-20 სვლა, ასეთია […]
ოპოზიციის წარმომადგენლები უპრეცედენტოდ აკადემიურები იყვნენ დღეს, რათა ირაკლი კობახიძის დონემდე ასულიყვნენ, მაგრამ, ამაოდ – თვალშისაცემი სიშორეა მათ შორის

ოპოზიციის წარმომადგენლები უპრეცედენტოდ აკადემიურები იყვნენ დღეს, რათა ირაკლი კობახიძის დონემდე ასულიყვნენ, მაგრამ, ამაოდ – თვალშისაცემი სიშორეა მათ შორის „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს, განცხადებით ეხმაურება. როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, ირაკლი კობახიძე მაღალი დონის და სტანდარტების მქონე პოლიტიკოსია, რაც სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, კიდევ ერთხელ […]
საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძე დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძე დაამტკიცა 84 მომხრე და 10 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძე დაამტკიცა და ნდობა გამოუცხადა მთავრობას. Previous: ოპოზიციის წარმომადგენლები უპრეცედენტოდ აკადემიურები იყვნენ დღეს, რათა ირაკლი კობახიძის დონემდე ასულიყვნენ, მაგრამ, ამაოდ – თვალშისაცემი სიშორეა მათ შორის
ვის შეცვლის თორნიკე რიჟვაძეს? – ,,ის პირველი იქნება, ვინც კლანებს შორის ომს შეეწირება”

ლევან ჯავახიშვილი დიდი არეულობა ,,ქართულ ოცნებაში” – როგორც ,,ალიას” წყარო უყვება, ირაკლი კობახიძის გაპრემიერებას პირველი აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე შეეწირება. წყაროსვე თქმით, რიჟვაძის ადგილას მისი აპარატისვე ხელმძღვანელი, ჯაბა სურმანიძე ინიშნება. ,,ალიას” წყარო უყვება – ,,ირაკლი კობახიძე დიდი ხანია თავის დროს ელოდება და რიჟვაძე ყველაზე დაბალი ღობეა ამ კლანურ დაპირისპირებაში. მაგით დაიწყება შიდა ომი და […]
ხელოვნური ინტელექტი ჰონგ კონგელ თაღლითებს $25 მლნ-ის მოპარვაში დაეხმარა

ჰონგ კონგში მულტინაციონალური კომპანიის თანამშრომელმა, თავისი მენეჯერის მოთხოვნით, ვიდეოკონფერენციის დროს, $25 მლნ-ის ტრანზაქცია განახორციელა. როგორც გაირკვა, შეხვედრის დანარჩენი მონაწილეები ხელოვნური ინტელექტის მიერ იყვნენ შექმნილები და ვიდეოკონფერენციას არ ესწრებოდნენ. ამის შესახებ BFMTV საუბრობს. ბრალდებულის კოლეგის თქმით, ვიდეოკონფერენციის დროს მის გარდა ყველა ადამიანი ყალბი იყო, მაგრამ უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ვიდრე ცხოვრებაში. ბრიტანელი მენეჯერისგან ელექტრონული ფოსტით მიღებული მოსაწვევის […]
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის „ფეისბუქ-პოსტზე“ – თვითონ ტოვებს თანამდებობას დეკემბერში და ალბათ, საკუთარ თავს გულისხმობს

თვითონ ტოვებს თანამდებობას დეკემბერში და ალბათ, საკუთარ თავს გულისხმობს, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შემდეგ კითხვას: ხომ არ თვლით, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული „პოსტი“ თქვენ მოგიძღვნათ. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, FACEBOOK-ის პირად გვერდზე ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და პოლიტიკოსის, ნიკო ნიკოლაძის თხზულებიდან ამონარიდი გამოაქვეყნა, სადაც საკადრო ცვლილებებზეა საუბარი. […]
იაგო კაჭკაჭიშვილი – ეს არც არის სამთავრობო ცვლილება, ამას ვუყურებ, როგორც გადაადგილებას საჭადრაკო დაფაზე, რათა მას ვინც მართავს, ცოტა მოწყენილობა გაუქარვდეს და შექმნას ილუზია, რომ რაღაც ხდება

ბიძინა ივანიშვილს მოსწყინდა ამდენი ხნის განმავლობაში მთავრობის თავმჯდომარის ყურება და გაერთო – გადააადგილა პრემიერ-მინისტრის ფიგურები,- ასე შეაფასა სოციოლოგმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ირაკლი კობახიძის წარდგენა. ის მიიჩნევს, რომ პრემიერის ჩანაცვლება მნიშვნელოვან ცვლილებებს არ გამოიწვევს. „არ ვფიქრობ, რომ ამ ცვლილებას რამე სერიოზული ინსტიტუციური ან პროგრამული საფუძველი აქვს, ან საშინაო ან საგარეო […]
ბექა ლილუაშვილი ირაკლი კობახიძეს – თქვენ არცერთ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევას არ იმსახურებთ

ბატონო ირაკლი, ივანიშვილი თქვენზე უკეთესს კანდიდატს პრემიერ-მინისტრად ნამდვილად ვერ შეარჩევდა იმის საჩვენებლად რა დაემართა და რად იქცა „ქართული ოცნება” დღეს,- ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. პარლამენტის წევრის შეფასებით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ყველაზე უუფლებო პრემიერი იქნება. „გისმენდით სამთავრობო პროგრამაზეც, დაპირებებზეც და ამითაც […]