მომავალში, მე და მიხეილ სააკაშვილი არასდროს არ ვიქნებით ერთ პარტიაში – ნიკა მელია

“მომავალში, მე და მიხეილ სააკაშვილი არასდროს არ ვიქნებით ერთ პარტიაში”- განაცხადა ნიკა მელიამ 8 თებერვალს გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას. “ვუსურვებ, რომ პოლიტპატიმარი ამ ქვეყანაში აღარ არსებობდეს. არ ვარ მე მის (მიხეილ სააკაშვილის) პარტიაში. მე და მიხეილ სააკაშვილი არ ვიქნებით არასდროს ერთ პარტიაში მომავალში. გულწრფელი პასუხია, მაგრამ რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, სუფთა რეპუტაციის მქონე ათასობით ადამიანის […]

არანაირი რეიტინგი იმაზე არ მეტყველებს, რომ ნაცების „კონსტრუქციულობა“ და ამათი ლეღვის ფოთლობა შედეგს მოიტანს – მამუკა მდინარაძე

ადამიანი რომ ვიღაცას ან რაღაცას უღალატებს, ის მერე ყველაფერს იკადრებს და ყველაფრის კადრების მასტერკლასი ძალიან სამწუხაროდ, დღეს ამ წინა რიგებიდან ვნახეთ – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პარტიები „საქართველოსთვის“ და „ლელო“ლეღვის ფოთლებად გამოიყენება და არანაირი რეიტინგი იმაზე არ მეტყველებს, რომ ნაცების „კონსტრუქციულობა“ და ამათი ლეღვის ფოთლობა […]

კობახიძე: ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა მომიწევს

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ახალი “სტატუსიდან გამომდინარე” საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა მოუწევს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარული სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც პრემიერობის მის კანდიდატურასა და მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. “ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე მომიწევს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა, ბუნებრივია. ეს სტატუსთან არის არსებითად დაკავშირებული. მომიწევს ადგილზე ვითარების გაცნობა”, – თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან. ირაკლი კობახიძე […]

“სტიქიასთან ბრძოლაში არ შეიქმნას დაბრკოლება” – პრეზიდენტმა კობახიძის დანიშვნას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას, “რათა სტიქიასთან საბრძოლველად არ შექიმნას დაბრკოლება, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

იონათამიშვილი კობახიძეზე: შეუძლებელია, მის გვერდით არ გაიზარდო, ის ასხივებს ამას

ეს არის ამაღელვებელი დღე, ვინაიდან საქართველოს ჰყავს ახალი პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძის სახით, რომლის სახელი დაკავშირებულია წარმატებასთან, წინსვლასთან, სიღრმისეულ ცოდნასთან და ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ სიყვარულთან. შესაბამისად, მისი პრემიერად არჩევა თითოეული ჩვენგანისთვის არის დამატებითი პასუხისმგებლობა და მოტივაცია, რომ კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით და ერთგულებით ვიყოთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში… …მე პირადად, მერვე წელია უკვე, ირაკლი კობახიძესთან ერთად ვმუშაობ […]

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნაზე

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას. ადმინისტრაციის განცხადებაში ამის მიზეზად სტიქიასთან ბრძოლაა დასახელებული: “საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას, რათა სტიქიასთან საბრძოლველად არ შექიმნას დაბრკოლება, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება”, – ნათქვამია ადმინისტრაციის 8 თებერვალს, გვიან საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.

„მოუთვინიერებელი ქართული კინო” – რეტროსპექტივა ბერლინის კინოთეატრში

17 და 18 თებერვალს ბერლინის კინოთეატრი „ვოლფი” საქართველოს კინოისტიტუტთან კოლაბორაციით, გამართავს ქართული ფილმების რეტროსპექტივას, რომელშიც ნაჩვენები იქნება 1930 წლიდან 2023 წლამდე გადაღებული 7 ქართული ფილმი. „შეუძლებელია 115-წლიანი საქართველოს კინოისტორია 7 ფილმში ჩაატიო, თუმცა შერჩეული ფილმების ჩვენება მიზნად ისახავს წარმოაჩინოს საქართველოს სხვადასხვა დროის პოლიტიკური, იდეოლოგიური და სოციალური კონტექსტი; დაამტკიცოს, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, ქართული კინო მოუთვინიერებელი დარჩა. […]

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გენერალი სირსკი უხელმძღვანელებს

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური გენერალი ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან გადააყენა. მის ნაცვლად ზელენსკიმ კრიტიკულ პოსტზე სახმელეთო ძალების მეთაური, გენერალი ოლექსანდრ სირსკი დანიშნა. „დღეიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების მართვას ახალი გუნდი იღებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. „გენერალ ზალუჟნის მადლობელი ვარ ორწლიანი თავდაცვისთვის. მადლობელი ვარ ყოველი გამარჯვებისთვის, რომელსაც მივაღწიეთ ერთად და უკრაინელი მეომრების წყალობით… დღეს […]

როგორია „ლალინში“ვალენტინობის დღისთვის მოთხოვნა? – ლიკა დოლიძე დეტალებით

ებრაული ბრენდი „ლალინი“, რომელიც საქართველოში პირველად გასული წლის 20 ივნისს, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ გამოჩნდა და მომხმარებელს თავის მოვლის საშუალებებს სთავაზობს, მზარდი მოთხოვნისა და ვალენტინობის დღესთან დაკავშირებულ შეთავაზებებზე საუბრობს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორმა, ლიკა დოლიძემ BM.GE-სთან განაცხადა, რომ იმისდა მიუხედავად, რომ ერთი წელიც არ არის, რაც საქართველოს ბაზარზე ოპერირება დაიწყეს, მოთხოვნა მათ პროდუქციაზე სტაბილურად მზარდია. რაც შეეხება […]

მელია: სხვადასხვა გზით სიარულმა შეიძლება ჯამურად უფრო მეტი ხმა მოუტანოს ოპოზიციას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ამ ეტაპზე საკუთარ პოლიტიკურ პარტიას აშენებს და გაერთიანებაზე საუბარი ადრეა. TV პირველის ეთერში მელიამ აღნიშნა, რომ თუ იქნება პოლიტიკური აუცილებლობა, “აქ ჩვენი ვალიც იქნება, ვიფიქროთ, დავსხდეთ და კონკრეტული სხვა გადაწყვეტილება მიიღოთ”. მელია ამბობს, რომ ამ ეტაპზე, გაერთიანებაში პირიქით, “შეიძლება, დავინახო გაცილებით მეტი მინუსი, ვიდრე პლუსი, თუმცა, […]