ილია ღლონტი მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე – ეს არის ავტორიტარული სახელმწიფოს კიდევ ერთი ნაბიჯი ხალხის დასაშინებლად, რათა ისინი არ გამოვიდნენ ქუჩაში, ამიტომ არ უნდა შეგვეშინდეს!

ეს იყო დაშინება და იმის მცდელობა, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ პროტესტი, – ამის შესახებ „დაიტოვეს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ილია ღლონტმა მას შემდეგ განაცხადა, რაც სამართალდამცავებმა მის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დაასრულეს. როგორც ღლონტმა აღნიშნა, მისი სახლიდან პოლიციამ ამოიღო პირადი მობილური, ტექნიკა და ლეპტოპი. „ეს იყო დაშინება და იმის მცდელობა, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ პროტესტი. მე ყველას მოვუწოდებ, რომ პირიქით, […]

ირანელი ნობელის პრემიის ლაურეატი ნარგეს მოჰამადი ავადმყოფობის გამო დროებით გამოუშვეს ციხიდან

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ირანელი აქტივისტი ქალი ნარგეს მოჰამადი პატიმრობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა 4 დეკემბერს. „სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თეირანის პროკურატურამ ქალბატონი ნარგეს მოჰამადის მიმართ განაჩენის აღსრულება სამი კვირით შეაჩერა და ის ციხიდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზია მისი ფიზიკური მდგომარეობა სიმსივნის ამოკვეთისა და […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8468 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8468 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8468 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8746 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0278 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9894 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0252 ლარს შეადგენდა. […]

ნიკა გვარამია დააკავეს

იგი პოლიციელებმა დააკავეს 4 დეკემბერს 16:45 საათზე შსს-ის მიერ გირჩი-დროას ოფისთან, მას შემდეგ, რაც შსს-ის წარმომადგენლებმა იქ ჩხრეკა დაიწყეს. გვარამია, როგორც იურისტი, ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა. მის დაკავებას წინ უძღოდა პოლიციელებთან შელაპარაკება. გვარამია პოლიციელმა ძალის გამოყენებით დააკავეს. თავდაპირველად. შელაპარაკებისას ის მიწაზე დააგდეს და შემდეგ ჰაერში ატაცებული გაათრიეს მანქანამდე, რომელსაც არ ჰქონდა პოლიციის განმასხვავებელი ნიშნები. გვარამიას შემდეგ […]

„დროას“ ოფისთან, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებს, ხმაურია – სამართალდამცველებმა ნიკა გვარამია დააკავეს

პარტია „დროას“ ოფისთან, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებს, ხმაურია – სამართალდამცველებმა ნიკა გვარამია სავარაუდოდ, დააკავეს. ფაქტს წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა გვარამიას მოთხოვნას, რომ როგორც წარმომადგენელი, ოფისში შეუშვან, რათა ჩხრეკას დააკვირდეს, რის შესაძლებლობასაც მას პოლიციის წარმომადგენლები არ აძლევდნენ. სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია, ადგილზე იმყოფება წარმომადგენელიც და „ხელის […]

2022 წლის ივნისში ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ხელი ჰკრეს ქართველ ხალხს და უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე – ირაკლი კობახიძე

2022 წლის ივნისში ხელი ჰკრეს ქართველ ხალხს, როდესაც არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა იგივე ადამიანებმა, რომლებიც დღეს აპროტესტებენ ჩვენს განცხადებას, მაშინ ეს ყველაფერი დააბრალეს ჩვენს ხელისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა 2022 წლიდან მოვლენების განვითარების ქრონოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წლის ივნისში საქართველოს ევროკავშირის გადაწყვეტილებით […]

გვარამია დააკავეს – პოლიცია ოპოზიციური პარტიების ოფისებს ჩხრეკს

“ახალის” ლიდერი ნიკა გვარამია საკუთარი პარტიის ოფისთან დააკავეს. დაკავებულია “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი, გელა ხასაიაც. ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს. გვარამია პოლიციელებს სთხოვდა, შეეჩერებინათ ჩხრეკა და მიეცათ ოფისში შესვლისა და პროცესზე დასწრების უფლება, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, პოლიციამ ძალის გამოყენებით სცადა გვარამიას ტერიტორიიდან გაყვანა. ფიზიკური დაპირისპირების დროს გვარამიამ, […]

კახა კალაძე – ვადასტურებთ მზაობას, დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ გახსნან მოლაპარაკებები და მაშინვე ვაწერთ ხელს – როგორ შეიძლება საქართველომ გააჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი, როდესაც ბურთი მათ მხარესაა?!

ვადასტურებთ მზაობას, დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ გახსნან მოლაპარაკებები და მაშინვე ვაწერთ ხელს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, „როგორ შეიძლება საქართველოს მთავრობამ გააჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი, როდესაც ბურთი მათ მხარესაა?!“ „თავიდან კეთდებოდა არასწორი ინტერპრეტაციები პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით. ტყუილს ავრცელებდნენ, სიცრუით იყო გაჯერებული ყველა განცხადება ამ რადიკალური […]

„დროას“ ოფისთან, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებს, ხმაურია – სამართალდამცველებმა ნიკა გვარამია სავარაუდოდ, დააკავეს

პარტია „დროას“ ოფისთან, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებს, ხმაურია – სამართალდამცველებმა ნიკა გვარამია სავარაუდოდ, დააკავეს. ფაქტს წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა გვარამიას მოთხოვნას, რომ როგორც წარმომადგენელი, ოფისში შეუშვან, რათა ჩხრეკას დააკვირდეს, რის შესაძლებლობასაც მას პოლიციის წარმომადგენლები არ აძლევდნენ. სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია, ადგილზე იმყოფება წარმომადგენელიც და „ხელის […]

კახა კალაძე – რადიკალი ოპოზიციონერების განცხადებები, რომ თითქოს ძალადობას გმობენ ფარისევლობა და სპეკულაციაა, სინამდვილეში თავად არიან მოძალადეები და ყველაფრის მკადრებლები

რადიკალი ოპოზიციონერების განცხადებები, რომ თითქოს ძალადობას გმობენ, არის ფარისევლობა და სპეკულაცია, სინამდვილეში თავად არიან მოძალადეები და ყველაფრის მკადრებლები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების დროს იკვეთება, როგორც ძალადობრივი ქმედებები, ასევე ვანდალიზმის ფაქტები, რაც მიუღებელია. „სამწუხაროა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ვხედავთ ძალადობრივ აქციებს. არსებობენ კონკრეტული დაჯგუფებები, რომლებიც […]