სამართალდამცველებმა მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძე დააკავეს

სამართალდამცველებმა მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დაფიონი“ აქვეყნებს. „ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს. პირდაპირ ქუჩიდან აიყვანეს. ამ ეტაპზე სხვა არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“- წერს „დაიფიონი“.

ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს – დაფიონი

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ აცხადებს, რომ მათი ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს. ინფორმაცია ამის შესახებ „დაფიონის“ Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. ინფორმაციის გადამოწმებას ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც ცდილობს. „ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს“, – წერს „დაფიონი“.

მიხეილ ჯანელიძე „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ირაკლი კობახიძესთან და შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამის მიზეზი დებატებთან დაკავშირებით საზოგადოების უარყოფითი რეაქციაა. მისივე განმარტებით, არ სურს, აღნიშნულმა ქმედებამ რაიმე სახის ლეგიტიმაციის შესახებ ეჭვი გააჩინოს. “საზოგადოებაში, რომელიც უკვე 7 დღეა განუწყვეტლივ აფიქსირებს თავის ლეგიტიმურ პროტესტს, […]

ანა საბახტარიშვილმა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა

ანა საბახტარიშვილმა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარის ადგილი დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. „განცხადება რომ არ გააკეთა ორგანიზაციამ, ამიტომ წამოვედი“, – თქვა გადაწყვეტილების შესახებ BM.GE-სთან საუბრისას, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. რაც შეეხება ანა საბახტარიშვილის პოსტს, ის წერს: „დღეიდან ჩემი აქტივობები აღარ ასოცირდება ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან. ორგანიზაცია, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია და […]

“გვარამიას ისე ჩაარტყეს, უგონო მდგომარეობაში ჩატენეს მანქანაში” – ჟორჟოლიანი

ნიკა გვარამია დაიჭირეს. ისე ჩაარტყეს, უგონო მდგომარეობაში ჩატენეს მანქანაში. პოლიციაა შესულია, დაიტოვეს ადმინთან, დროაში, ახლებში, ნაციონალურ მოძრაობაში. სრული აგონიაა.

„გამოდით და გაიფიცეთ“ – შალვა რამიშვილის შვილი

შალვა რამიშვილის შვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და მამას მიმართავს: „პათეტიკური პროპაგანდისთვის ჩვენი გამოყენებაა სიყვარული? არ არსებობს შენში სიყვარული, ეს სიტყვაც კი ბინძურდება შენი პირიდან თქმული. სიყვარული ჩემს ოჯახშია, ჩემს ახლობლებში, იმ ხალხში ვინც გარეთ იბრძვის დღეს. თქვენი სისტემით გაღატაკებული და სულ ამოხდილი ხალხი, უღირსი ხელფასებით რომ უწევთ ოჯახის რჩენა. ძარცვით და ყაჩაღობით რომ ხართ […]

სამართალდამცველები ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის სახლში აპირებენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას

სამართალდამცველები ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში აპირებენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. მანამდე ქრისტინე ბოტკოველი მისი მეგობრის, ილია ღლონტის სახლში მივიდა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა. ქრისტინე ბოტკოველის განმარტებით, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი ჯგუფ “დაიტოვეს” აქტიურობას უკავშირდება. „მოვედი ილია ღლონტის სახლში იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია. ველოდებოდი რა მოხდებოდა, რატომ იყო პოლიცია შესული, უცებ მოვიდნენ ჩემთან, სახელი-გვარი მკითხეს […]

„დროას“ ოფისში მიმდინარე ჩხრეკისას სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს

„დროას“ ოფისში მიმდინარე ჩხრეკისას სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი, „კოალიცია ცვლილების“ კიდევ ერთი წევრი გელა ხასაია დააკავეს. როგორც გელა ხასაიამ დაკავებისას აღნიშნა, მისთვის უცნობია მიზეზი, თუ რის საფუძველზე დააკავა პოლიციამ ის. „არ ვიცი, ჩემთვის ვიდექი“ . აღნიშნა ხასაიამ. ხასაიამდე სამართალდამცველებმა პარტიის ოფისიდან გაიყვანეს და მანქანაში ჩასვეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია. გვარამია „დროას“ ოფისში შესვლას […]

ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლების ადვოკატი – კომიკურია, „ფეისბუქზე“ რეგისტრაციისა და ჯგუფში გაწევრიანებისთვის გადაუდებელი აუცილებლობით, სასამართლოს თანხმობის გარეშე, ადამიანების სახლში ჩხრეკა ჩატარდეს – ეს ყველაფერი დაშინებას ემსახურება

ეს ყველაფერი ემსახურება დაშინებას და უსამართლობას, – ამის შესახებ ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლების, ილია ღლონტის და ქრისტინე ბოტკოველის ადვოკატმა, ანა გახოკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. უფლებადამცველის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები უდანაშაულონი არიან. “ვფიქრობ, ეს ყველაფერი დაშინებას ემსახურება. ალბათ, “ძლიერნი ამა ქვეყნისანი” თვითონ გადაწყვეტენ, ეს დაშინება რამდენად შორს უნდა წავიდეს. ვიცი, რომ ეს ადამიანები არიან უდანაშაულოები. კომიკურია […]

პეტრას აუსტრევიჩუსი – არა ძალადობას, პოლიციის სისასტიკესა და წამებას!

არა ძალადობას, პოლიციის სისასტიკესა და წამებას, – ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს. „ევროპარლამენტარები ქართველ ხალხს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. არა ძალადობას, პოლიციის სისასტიკესა და წამებას“, – წერს პეტრას აუსტრევიჩუსი.