აქციების საქმეების მოსამართლე: “არ ვყოფილვარ რუსთაველზე გუშინ, გუშინწინ… მირჩევენ არ გავიდე, რას ჰგავს რუსთაველი”

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 2 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებულ რევაზ ხაბელაშვილს 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავერბიან. (ადმინისტრაციული სამართარღვევეთა კოდექსის 173-ე მუხლი) მიუხედავად იმისა, სასამართლოში რომ საქმის განხილვის დასასრულს შსს-ს იურისტმა მარიამ დოლიძემ თქვა: “მისივე [დაკავებულის] განმარტებით, რომ სხვა მიზნით იყო მისული ადგილზე, ვთვლი რომ თუ მოსამართლე გამოიყენებს სახდელს ეს სახდელი იყოს მინიმალური, თუ […]

“არ შეგეშინდეთ ახალგაზრდებო, არ დაიღალოთ, გთხოვთ” – დაკავებული ზვიად ცეცხლაძის დედა

ცრემლები არის, მაგრამ არა უშავს, მე მის გვერდით ვიქნები, ტირილს ღიმილიც მოყვება და არ შეგეშინდეთ ახალგაზრდებო, მეც თქვენს გვერდით ვიქნები და არ დაიღალოთ, გთხოვთ. ცოდოები არიან ეს ახალგაზრდები, ისინი დამოუკიდებელ ქვეყანაში დაიბადნენ და ვერ შეეგუებიან რუსეთს. ჩემი შვილი ძალიან აქტიურია, ძალიან სუფთა და განათლებული ბიჭია, ძალიან სუფთა ბიჭია. ჩვენი შვილი სწორ მხარეს დგას და სწორ […]

ორგანიზაცია “ნაბიჯის” ოფისში კრიმინალური პოლიციაა შესული

ორგანიზაცია “ნაბიჯის” ოფისში კრიმინალური პოლიციაა შესული. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. “პირველები” მათთვის კითხვების დასმა სცადა, თუმცა ნიღბიანმა სამართალდამცველებმა პასუხის გაცემა არ ისურვეს. კითხვაზე, რატომ არიან შენიღბულები, ძალოვანები ამბობენ, რომ უბრალოდ “სცივათ”.

“ნაძირლები ხართ ყველა, ვინც ამ ბოროტების მხარეს ხართ! წყეული იყოს თქვენი “პეპლები” – ელისო ჯარიაშვილი

უძველეს ბრძოლას ვუყურებთ ახლა, ბოროტსა და კეთილს შორის! მიმიფურთხებია ასეთი მშვიდობისთვის! საკუთარ მოქალაქეებს ეომება რუსი ოლიგარქი. კი, იქით მხარეს ბოროტები ხართ, ბნელები, უთავმოყვარეოები, უცოდინრები, უნამუსოები, უსამშობლოები, უგულოები, მოღალატე მონები ნიკა გვარამია სასტიკი ფორმით დაიჭირეს, მიათრევდნენ გათიშულს შეუცვივდნენ ყველა საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანს, რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლს. ვინც ახლა დუმს ან რეჟიმს ამართლებს, რეპრესიების თანამონაწილეა. ხვალ თქვენამდეც მოვლენ! […]

,, ეს დანაშაულია” – ეკა ბესელია

ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს: ,,ყველა პროცედურა ირღვევა ყველა დაკავების დროს რასაც ვხედავთ . ამ წესებს კონსტიტუცია ადგენს ! ეს დანაშაულია და უკონტროლოა ეს პროცესი რაც ხდება ….”

რას ედავება შსს გვარამიას და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი და პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. ის ამ დროისთვის დიღმის იზოლატორში გადაჰყავთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გვარამიას მდგომარეობა სტაბილურია და მისი კლინიკაში გადაყვანა არ გახდა საჭირო. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველები, რომლებიც იქცეოდნენ აგრესიულად “დროას” ოფისთან, ნიკა გვარამიას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ამის შემდეგ კი გათიშულ მდგომარეობაში, დააკავეს.

„გირჩი-დროას“ ინფორმაციით, პარტიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ კვერცხები და ფოიერვერკები ამოიღო

ამ ჩხეკას ვუკავშირებ სამოქალაქო წინააღმდეგობას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და ძალებს იკრებს, რომელიც ყოველდღე არის უფრო მასშტაბური, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ პარტია „გირჩი-დროას“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოფისიდან ამოღებულ ნივთებს შორისაა კვერცხები და ფოიერვერკები. „ეს რეჟიმი არის შეშინებული და ახლა ცდილობს, თუ ჩვენი ოფისიდან ამოიღებენ ფოიერვერკებს, ნატრიქლორს, […]

რასა იუკნევიჩიანე საქართველოში განხორციელებულ დაკავებებზე – ბიძინა = ლუკაშენკოს და პუტინს, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე საქართველოში განხორციელებულ დაკავებებს ეხმაურება და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს ადარებს. „ბიძინა = ლუკაშენკოს და პუტინს. საქართველო არადროს იქნება რუსეთი!“ – წერს ევროპარლამენტარი. ცნობისთვის, დღეს აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. უფრო კონკრეტულად, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია […]

ნიკა გვარამია ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. მასთან ამ წუთებში ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი მიდის. ადვოკატისთვის უცნობია, თუ როგორია გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან განხორციელდა თუ არა მასზე ფიზიკური ძალადობა. ცნობისთვის, პარტია „დროას“ ოფისთან, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებდა სამართალდამცველებმა ნიკა გვარამია ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ფაქტს წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა […]