“იმედზე“ გასული ბოდვის გამო დააკავეს ჩვენი წევრები” – საბა ბუაძე

სამართალდამცავებმა ”ძლიერი საქართველოს“ ორი წევრი ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ავრცელებს. იმედზე“ გასული ბოდვის გამო ახლახან დააკავეს ჩვენი წევრები – ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი“, – წერს ბუაძე.

“ქეთი დუმბაძე, შენი კრიმინალი შვილი ვერ გიშველის, შე საცოდავო არსება!” – ცემა მწერალთა სახლში

“მწერალთა სახლში” მწერლებს სცემენ – ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მწერალტა სახლის ხელმძღვანელის, ქეთი დუმბაძის შვილი, ნოდარ მაჭარაშვილი Toresa Mossy-ს ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე: ქეთი დუმბაძის ცნობილმა დამჭრელმა და კრიმინალმა შვილმა, ციხეში რამდენჯერმე ნაჯდომმა, ნოდარ მაჭარაშვილმა თავისი კრიმინალების შპანა დაახვედრა ტორესა მოსს და სცემა. ქეთი დუმბაძე, ვერც შენი კრიმინალი შვილი ვერ გიშველის და ვერც […]

“მომიკითხეთ რუსი ოლიგარქი” – რა კითხვას გაქცა კობახიძე

ირაკლი კობაძიხიძე მისივე ბრიფინგიდან გაიქცა. კრიტიკული მედიის კითხვების ფონზე კობახიძემ დაგეგმილი პრესკონფერენცია დატოვა. კითხვა, რომელსაც გაექცა, დასვა ფორმულას ჟურნალისტმა, ელისო ჯარიაშვილმა: ვინ გასცა ადამიანების სასტიკად ცემის ბრძანება? რა ფასად გაყიდეთ სამშობლო, თუ უფასოდ აკეთებთ ამას? ვისგან იღებთ ახალგაზრდების დასახიჩრების ბრძანებას? გინდათ ვინმე სიკვდილამდე მიიყვანოთ? ქუჩაში რა ხდება, არ უყურებთ? კობახიძე: –მომიკითხეთ კეზერაშვილი. ჟურნალისტი: –მომიკითხეთ ივანიშვილი, […]

რას ამბობს შსს ნიკა გვარამიას დაკავებაზე

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულით დააკავეს. როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა: “ისინი ჩხრეკის მიზნით მოვიდნენ. ჩვენ, ასე ვთქვათ, სამართლებრივი წინააღმდეგობა გავუწიეთ იმიტომ, რომ უბრალოდ სასამართლოს სანქცია მოვითხოვეთ და მათ არ ჰქონდათ ეს დოკუმენტი წარმოსადგენი, როგორც ჩანს. ასევე, ვთხოვეთ ახსნა-განმარტება, რასთან დაკავშირებით შემოდიან ჩხრეკაზე და არის თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა, ნუ ეს […]

ბიზნესები, რომლებიც პროევროპულ პროტესტს მხარს უჭერენ – განცხადებები

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს. გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც სპეცრაზმმა არაერთხელ დაარბია. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სხვადასხვა სექტორში მოღვაწე არაერთი ბიზნეს გაერთიანება და კომპანია გამოეხმაურა, რომლებმაც პროევროპული პოზიცია დააფიქსირეს, მთავრობას კონსტიტუციის 78-ე მუხლი შეახსენეს და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობა დაგმეს. ამასთან, ბიზნესების ნაწილი […]

კვარაცხელია „ნაპოლის“ დატოვებას არ აპირებს – SkySports-ის ჟურნალისტი

კვარაცხელია „ნაპოლის“ დატოვებას არ აპირებს – SkySports-ის ჟურნალისტი SkySports-ის იტალიური ბიუროს ჟურნალისტმა, სატრანსფერო ექსპერტმა ლუკა მარკეტიმ რადიო Marte-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე და „ნაპოლისთან“ კონტრაქტის განახლებაზე ისაუბრა. მარკეტიმ განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი კლუბის დატოვებაზე არ ფიქრობს. „რამდენიმე დღის წინ კრისტიან ძაკარდოს შევხვდი, რომელიც „ნაპოლიში“ კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობდა, მისი თვითდაჯერებულობა დადებითად მენიშნა. სწორედ ამის გამო ვფიქრობ, […]

საჯარო დისკუსია მთლიანად დაამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა, შესაბამისად, ეს არის მათი უარის მიზეზი – ირაკლი კობახიძე

საჯარო დისკუსია მთლიანად დაამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა, შესაბამისად, ეს არის მათი უარის მიზეზი – ირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსია მთლიანად დაამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საჯარო დისკუსიის შემდეგ მთლიანად გამოეცლებოდა […]

მწერალთა სახლში ქეთევან დუმბაძის შვილი ტორესა მოსის ფიზიკურად გაუსწორდა

მწერალთა სახლის დირექტორის, ქეთევან დუმბაძის შვილი, ნოდარ მაჭარაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა მწერალ ტორესა მოსის. შემთხვევა დღეს, 4 დეკემბერს, მწერალთა სახლში იმ დროს მოხდა, როცა იქ მწერლები იყვნენ მისული და მოითხოვდნენ, რომ მწერალთა სახლს შეასრულოს თავისი ინსტიტუციური ვალდებულება, დაუყოვნებლივ გამოხატოს პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნოს შემდეგი განცხადება. ანალოგიური მოთხოვნით მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები მწერალთა […]

ირაკლი კობახიძე მიხეილ ჯანელიძე და თინა ხიდაშელი ორი საშუალო არითმეტიკული „ნაციონალურია“ – მათი უარი საჯარო დისკუსიაზე ნიშნავს, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა და მათ ეშინიათ დისკუსიის

ეს ორი ადამიანი [მიხეილ ჯანელიძე და თინა ხიდაშელი] ორი საშუალო არითმეტიკული „ნაციონალური“ გახლავთ – მათი უარი საჯარო დისკუსიაზე ნიშნავს, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს და მათ ეშინიათ ნებისმიერი საჯარო დისკუსიის სწორედ ამის გამო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საჯარო დისკუსიაზე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მიხეილ ჯანელიძისა და თავდაცვის ყოფილი თინა […]

მიხაილ როთი – მას შემდეგ, რაც მომიტინგეები სასტიკად სცემეს და დააკავეს, ახლა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს აპატიმრებენ – ეს არის ლიბერალური დემოკრატიის ნგრევა მმართველი პარტიის მიერ!

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებას მმართველი პარტიის მიერ ლიბერალური დემოკრატიის ნგრევად აფასებს. „მას შემდეგ, რაც მომიტინგეები სასტიკად სცემეს და დააკავეს, ახლა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს აპატიმრებენ. ეს არის ლიბერალური დემოკრატიის ნგრევა მმართველი პარტიის მიერ!“- წერს როთი X-ის საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, დღეს აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა […]