სალომე ზურაბიშვილი – სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს: დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს, ნუ დააგვიანებთ!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში განხორციელებულ დაკავებებს ეხმაურება და საქართველოს პარტნიორებს მმართველ პარტიაზე ზეწოლის მოხდენისკენ მოუწოდებს. „რეპრესიები საქართველოში – სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს და მათ, ვისაც სურთ აღკვეთონ კრიზისის გაღრმავება და არასტაბილურობა, დროა ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს! ნუ დააგვიანებთ“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე […]
Reuters: მრჩევლებმა ტრამპს წარუდგინეს სამი გეგმა, რომლებიც უკრაინის მხრიდან დათმობებს ითვალისწინებს

დონალდ ტრამპის მრჩევლებმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს რამდენიმე გეგმა შესთავაზეს უკრაინაში ომის დასასრულებლად, იუწყება Reuters-ი. ეს წინადადებები მომდინარეობს ტრამპის სამი მრჩევლისგან, მათ შორის გადამდგარი გენერლის, კიტ კელოგისგან. ყველა ეს წინადადება შეიცავს უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებს, ასევე ნატოში გაწევრიანებაზე უარს. როგორც სააგენტო წერს ტრამპთან დაახლოებულ პირებთან საუბრებისა და გამოთქმული წინადადებების ანალიზის საფუძველზე, არჩეული პრეზიდენტის მრჩევლებს სურთ, მოსკოვი […]
მწერალთა სახლში ქეთი დუმბაძის ნაცვლად მისი შვილი დახვდა მწერლებს – ნოდარ მაჭარაშვილმა ტორესა მოსს აგინა და ჩაარტყა

მწერალთა სახლში ლიტერატორებს დირექტორ ქეთი დუმბაძის ნაცვლად მისი შვილი, ნოდარ მაჭარაშვილი დახვდა. ლიტერატორები დუმბაძისგან საპროტესტო აქციაზე დაკავებული მწერლების მხარდაჭერას ითხოვენ. ნოდარ მაჭარაშვილმა ნესტან ნენე კვინიკაძეს უთხრა, რომ ისინი მის “ოჯახში იჭრებიან.” “პატიმრის დაცვას მასწავლით, მთელი ცხოვრება ციხეში გავატარე?!” – ეუბნება ნოდარ მაჭარაშვილი ნესტან ნენე კვინიკაძეს და არწმუნებს, რომ დედამისს, ქეთი დუმბაძეს, არაფრის გაკეთება არ შეუძლია […]
ჩხრეკა მიმდინარეობს ილიაუნის ასისტენტ-პროფესორის, საბა ჯაჯანიძის ბინაში

ილიაუნის ასისტენტ-პროფესორის, საბა ჯაჯანიძის ბინაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაახლოებით 17 საათიდან ატარებენ ჩხრეკას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასთან არ უშვებდნენ ადვოკატს. ადვოკატი საბა ჯაჯანიძის ბინაში ცოტა ხნის წინ შევიდა. უცნობია, რის საფუძველზე მიმდინარეობს მის ბინაში საგამოძიებო მოქმედებები. საბა ჯაჯანიძის ბინის კართან მისულია მისი დედაც და ითხოვს სახლში შესვლას: „რა გისწავლიათ ჩემს შვილზე მეტი? მე ცუდ […]
პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში 90%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დაგეგმილი იყო – პრემიერი

სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია, რომ ასეთი ტიპის სისტემური ძალადობა იყო დაგეგმილი და სავარაუდოდ ეს იყო დაგეგმილი ჩვენი გათვლებით დეკემბრისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სისტემური, უხეში ძალადობა, რაც ხორციელდება შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, იყო წინასწარ დაგეგმილი. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებაც არსებობდა ასეთ პროცესებთან დაკავშირებით. […]
მთავრობა 2025 წელს ეკონომიკის 6%-იან ზრდას ელის

2025 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 6,0%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,2%-ს შეადგენს, – ამის შესახებ 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტშია ნათქვამია, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წლის ბიუჯეტი მშპ-ის 6%-იანი ზრდის პროგნოზის გათვალისწინებით დაიგეგმა, რის შედეგადაც მისი ასიგნებების მთლიანი ზომა 27.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც მეორე […]
ქვეყანაში შექმნილი ვითარება ტურიზმზე აისახება, ტურები უქმდება – Air France-ის წარმომადგენელი (bm.ge)

ტურიზმის დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, მათ შორის საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის გამო, ტურისტული ჯავშნები უქმდება. საქართველოში Air France-ის წარმომადგენელ კომპანია APG Georgia-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, ევროპიდან ტურისტული ვიზიტები უქმდება, ხოლო საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კითხვებს აქტიურად სვამენ. როგორც APG Georgia-ს დირექტორმა, ია ხომერიკმა BMG-ის განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ […]
პრემიერი – პრაქტიკულად, გაორმაგებულია პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში – ეს ნიშნავს რომ სისტემური, უხეში ძალადობა, შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, წინასწარ დაგეგმილი იყო

პიროტექნიკის გაყიდვის სტატისტიკა ამოვიღეთ და ერთმანეთს შევადარეთ. რამდენი პროცენტით შეიძლება იყოს გაზრდილი [პიროტექნიკის] გაყიდვების მაჩვენებელი? – 90%-ით – პრაქტიკულად, გაორმაგებულია პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „სისტემური ძალადობა იყო დაგეგმილი“. „რეალურად, სახელმწიფო […]
ირაკლი კობახიძე რამდენიმე პარტიის ოფისში პოლიციის შესვლაზე – ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები

მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს, ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები, – ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ოპოზიციურ პარტიებში პოლიციის მიერ ჩატარებულ ჩხრეკას. კობახიძის თქმით, აქციაზე მყოფი მოქალაქეების პიროტექნიკით მომარაგება ხდებოდა შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ. „ასევე, დღეს, ვნახეთ, როდესაც შსს, შესაბამისი უწყებები შევიდნენ პარტიულ ოფისებში, იქიდან ხდება შესაბამისი მასალების ამოღება. მეტიც, ვიდრე საერთოდ შევიდოდნენ, როცა დაიწყო შესაბამისი […]
ირაკლი კობახიძე – საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით ჩვენი შეთავაზება კვლავაც რჩება ძალაში, პირველ რიგში გულწრფელი ადამიანებისთვის, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ გულწრფელი პროტესტი ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით ჩვენი შეთავაზება კვლავაც რჩება ძალაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საჯარო დისკუსიას სთავაზობს ადამიანების ნებისმიერ ჯგუფს, პირველ რიგში კი, „გულწრფელ ადამიანებს, რომელთაც აქვთ პროტესტის განცდა“. „ჩვენი შეთავაზება კვლავაც რჩება ძალაში. ჩვენ ვთავაზობთ ადამიანების ნებისმიერ ჯგუფს, რომელთაც აქვთ პროტესტის განცდა. მათ […]