“ციხიდან გამოსული უგულავა რომ უკან შეაბრუნა ბიძინამ, იმას ჰგავს გვარამიას დაჭერა” – ჩერგოლეიშვილი

ციხიდან გამოსული უგულავა რომ უკან შეაბრუნა ბიძინამ, იმას ჰგავს გვარამიას დაჭერა, თუ დაიტოვეს. უბრალოდ მაშინ ვერ აწია უგულავას დიდი ხნით დატოვება და ახლა ამას რა ძალა ააწევინებს, არ ვიცი.
“პოლიტიკურ ლიდერებს ათრევენ რეპრესიული ძალები…” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერების და წევრების დაკავებების სერიას და იმ ჩხრეკვებს, რომელსაც პოლიცია რამდენიმე ოპოზიციურ ოფისში მიმდინარეობდა. [სახელწოდება] #ქართულიპროტესტი უნდა გადაკეთდეს რეპრესირებულ საქართველოდ, პოლიტიკურ ლიდერებს ათრევენ რეპრესიული ძალები, პარტიულ შტაბებში ჩხრეკებს ატარებენ და [ნივთებს] იღებენ, ახალგაზრდა აქტივისტების ოფისებს ჩხრეკენ… პრემიერმინისტრი ამას “პრევენციას” უწოდებს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტი პარტნიორ ქვეყნებს „ქართული ოცნების“ მიმართ ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, საქართველოში დაწყებული რეპრესიების გამო ზომების მიიღონ „ქართული ოცნების“ მიმართ. „საქართველოში რეპრესიებია. ჩვენს პარტნიორებს და მათ, ვისაც სურს თავიდან აიცილოს კრიზისის გაღრმავება, დაუყოვნებლივ მოვუწოდებ, დროა ძლიერი ზეწოლის მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას უფსკრულში გადასაჩეხად მიჰყავს. არ დააგვიანოთ“, — წერს ზურაბიშვილი X-ზე. ზურაბიშვილი წერს, რომ პროტესტი საქართველოში ამიერიდან უნდა ეწოდოს რეპრესიები […]
პოლიცია ჩხრეკას ატარებს ილიაუნის ლექტორის სახლშიც

პოლიციელები მოწმის და ადვოკატის გარეშე ჩხრეკას ატარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ საბა ჯაჯანიძის სახლშიც. „საბა ჯაჯანიძის ბინაში გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე (გადაუდებელი აუცილებლობა) ტარდება საგამოძიებო მოქმედება (ბინის ჩხრეკა) მოწმის და ადვოკატის გარეშე. ადვოკატის მოსვლამდე გადავიღე ეს ლაივი. საბა არის ჩემი მეგობრის, ანა კვანჭილაშვილის მეუღლე“, — წერს „ფეისბუქზე“ იურისტი თამარ გურჩიანი. მანამდე ანა კვანჭილაშვილმა დაწერა, რომ დედამისის […]
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ჩხრეკის დროს 5 ადამიანი დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ჩხრეკის დროს 5 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს თამარ კორძაიამ განუცხადა. მისი განცხადებით დაკავებულები ენმ-ის ახალგაზრდული მოძრაობის წევრები არიან: დავით გედენიძე, ვახტანგ გაგნიძე, საბა ბირკაია, ირაკლი არდია და მიხეილ ჯანიკაშვილი. დღეს, 4 დეკემბერს, პოლიციამ ოპოზიციური პარტიების: „გირჩი-დროას“, „ახალის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისები გაჩხრიკა. ჩხრეკის დროს “ახალის” ლიდერი ნიკა გვარამია საკუთარი პარტიის ოფისთან […]
პარტია „გირჩი-დროას“ ოფისი სამართალდამცველებმა დატოვეს

პარტია „გირჩი-დროას“ ოფისი სამართალდამცველებმა დატოვეს. ისინი შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში ჩხრეკას ატარებდნენ. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ აღნიშნა, ოფისიდან ამოღებულ ნივთებს შორისაა კვერცხები, ფოიერვერკი. ის ჩხრეკას დაწყებულ საპროტესტო აქციებს უკავშირებს, თუმცა განმარტავს, რომ ამით მათ ვერ შეაშინებენ და აქციებზე უფრო მეტი ადამიანი გავა. ამ ეტაპზე უცნობია, რას უკავშირდება პარტიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკა. მანამდე, […]
სალომე ზურაბიშვილი – სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს: დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს, ნუ დააგვიანებთ!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში განხორციელებულ დაკავებებს ეხმაურება და საქართველოს პარტნიორებს მმართველ პარტიაზე ზეწოლის მოხდენისკენ მოუწოდებს. „რეპრესიები საქართველოში – სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს და მათ, ვისაც სურთ აღკვეთონ კრიზისის გაღრმავება და არასტაბილურობა, დროა ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს! ნუ დააგვიანებთ“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე […]
იგორ ნარმანია – ივანიშვილი გადავიდა ყველა ძალოვანი სტრუქტურის ბოროტად გამოყენებაზე – მე ვარ ახალგაზრდულის თავმჯდომარე, არც მე მიშვებენ შიგნით, არც ოფისის მეპატრონეს წარუდგინეს ჩხრეკის ორდერი, ყველანაირად უკანონოა ეს პროცესი

ივანიშვილი გადავიდა ყველა ძალოვანი სტრუქტურის ბოროტად გამოყენებაზე. მე ვარ ახალგაზრდულის თავმჯდომარე, არც მე მიშვებენ შიგნით, არც ოფისის მეპატრონეს არ წარუდგინეს ჩხრეკის ორდერი, ამიტომ ყველანაირად უკანონოა ეს პროცესი,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, იგორ ნარმანიამ ოფისის ჩხრეკასთან დაკავშირებით განაცხადა. ნარმანიას განცხადებით, არ იციან, რა მოქმედებას ატარებს პოლიცია ოფისის შიგნით და არიან თუ არა […]
გავრცელებული ინფორმაციით, მწერალთა სახლის დირექტორის, ქეთი დუმბაძის შვილმა მწერალ ტორესა მოსს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

მწერალთა სახლის დირექტორის, ქეთი დუმბაძის შვილმა, ნოდარ მაჭარაშვილმა, მწერალ ტორესა მოსს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში მწერალთა სახლის ყოფილი ხელმძღვანელი ნატაშა ლომოური ავრცელებს. „მწერალთა სახლში მწერლებს დახვდა ქეთი დუმბაძის შვილი, ნოდარ მაჭარაშვილი, დანარჩენი თქვენ ნახეთ! ამ წუთას პენცენტრის ოფისთან სუს-ის 2 მანქანა დგას! ტორესა მოსს დაარტყა და დანარჩენებს საქმეები ურჩია! მასთან ერთად […]
„მრავალეროვანი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადებით, გუშინ ღამით აქციაზე ბლოგერი ელვინ ქარიმოვი დააკავეს, რომლის მიმართაც ფიზიკურ ძალადობასა და ეთნიკურ ნიშნებზე დაფუძნებულ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. ამის შესახებ „მრავალეროვანი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ორგანიზაცია „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს. „ელვინი აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროგრამებში, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების განვითარებასა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დემოკრატიულ ჩართულობას. არსებული ინფორმაციით, დაკავების […]