ირაკლი კობახიძე – ნათელია, რომ ქართული სახელმწიფოს დასუსტების მცდელობა ორგანიზებულია, თუმცა, ჩვენ ძლიერად ვდგავართ და მზად ვართ, გავუმკლავდეთ მოვლენათა მსგავს განვითარებას

ნათელია, რომ ქართული სახელმწიფოს დასუსტების მცდელობა ორგანიზებულია, თუმცა, ჩვენ ძლიერად ვდგავართ, ქართული სახელმწიფო ძალიან ძლიერია და მზად ვართ, გავუმკლავდეთ მოვლენათა მსგავს განვითარებას , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ „იუთუბ“ არხთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში იყო 4 რევოლუციის მცდელობა, მაგრამ ყველა მცდელობა ჩავარდა, რადგან სახელმწიფო […]
პროტესტი თეატრებში – კულტურის სფეროს წარმომადგენლები გაიფიცნენ

კულტურის სფეროს წარმომადგენელები გაიფიცნენ – ინფორმაციას ცნობილი მსახიობები სოციალური ქსელით ავრცელებენ. გაფიცულთა შორის არიან: ნინო კასრაძე, კახა კინწურაშვილი, გიორგი ცხადაძე, ვანო თარხნიშვილი, გივიკო ბარათაშვილი, თუთა ოქროპირიძე, თამრი ოხიკიანი, მანუ თავაძე, მარიამ ნადირაძე, ნატუკა კახიძე, ანდრო ჭიჭინაძე, ნატალია გაბისონია.
ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი

ოპოზიციური პარტია „ახლის“ დამფუძნებელი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი. მისი თქმით, ინფორმაცია ნიკა გვარამიას ადგილსამყოფელის შესახებ მათ სახალხო დამცველის აპარატისგან შეიტყვეს. ინფორმაცია დაკავებულის შესახებ მათთვის ამ დრომდე ოფიციალურად არ მიუწვდია შინაგან საქმეთა სამინისტროს. ადვოკატი ამბობს, რომ მათთვის უცნობია, როგორია ნიკა გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა: […]
სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს: დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს, ნუ დააგვიანებთ! – სალომე ზურაბიშვილი

სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს: დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს, ნუ დააგვიანებთ! – სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში განხორციელებულ დაკავებებს ეხმაურება და საქართველოს პარტნიორებს მმართველ პარტიაზე ზეწოლის მოხდენისკენ მოუწოდებს. „რეპრესიები საქართველოში – სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს და მათ, ვისაც სურთ აღკვეთონ კრიზისის გაღრმავება და არასტაბილურობა, დროა ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ […]
პრემიერლიგის გრანდების დიდი ინტერესი ხვიჩას მიმართ და ფედელეს კომენტარი

HITC-ის ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი გრემ ბეილი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ პრემიერლიგის კლუბების სერიოზულ ინტერესზე იტყობინება, რომელთა შორის ქართველ ტალანტს ყველაზე მეტად „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ აკვირდებიან, თუმცა „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამჟამად მის დათმობას არ აპირებს, მომავალში კი თავის ძვირფას ფეხბურთელს 100 მილიონ ევროზე ნაკრებად ვერ შეელევა. „მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა ყოველთვის არ ავლენდა […]
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში რადიკალიზმი შემცირდება“ – ირაკლი კობახიძე

დღეს სახელმწიფო არის უფრო ძლიერი, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში რადიკალიზმი შემცირდება და ეს ასევე დაეტყობა ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წელს შარშანდელთან შედარებით იქნება ეკონომიკური ზრდის ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელი. „ეკონომიკური ზრდა სწრაფი ტემპით გრძელდება, მათ […]
პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პარლამენტთან არიან შეკრებილები, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. შეკრებილებს აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა ქუჩებში სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. პროტესტის მონაწილეები მეშვიდე დღეა აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს. ipn.ge
ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და მეკითხება, ხომ არ ემუქრება მათ დანაზოგებს რაიმე მყისიერი საფრთხე – გიორგი ქადაგიძე

თბილისის ქუჩებში, ბოლო 5 დღის განმავლობაში მიმდინარე დაძაბული მოვლენების გამო, რაც “ქართული ოცნების” განცხადებამ განაპირობა, დღის წესრიგიდან 2028 წლამდე მოხსნას ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი ბევრ ადამიანს აქვს კითხვა, ხომ არ ემუქრება მათ დანაზოგებს საფრთხე – ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე წერს. “90 ათიანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს საბანკო სისტემის ყველაზე დიდი მიღწევა […]
პრემიერი – ბევრი გამოწვევა იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო 4 წლის განმავლობაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ყველა გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება

დიდი მოლოდინით ველით შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ბევრი გამოწვევა იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო 4 წლის განმავლობაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ყველა ეს გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ „იუთუბ“ არხთან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვით. „დიახ, […]
ირაკლი კობახიძე – ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ჭრილში ჩვენი პოლიტიკური ნება ძალიან ნათელია, ეს პრიორიტეტი საქართველოს კონსტიტუციაშიც არის შეტანილი

ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ჭრილში ჩვენი პოლიტიკური ნება ძალიან ნათელია. თან ეს პრიორიტეტი საქართველოს კონსტიტუციაშიც არის შეტანილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ „იუთუბ-არხთან“ ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ხელშესახები შედეგი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნისას მოხდა. „ცალსახად პოლიტიკური იარაღია, რომელსაც ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი და პოლიტიკოსი იყენებს. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის […]