ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, მათთვის გვარამიას ადგილსამყოფელის შესახებ თავად შს სამინისტროს მხრიდან არ გამხდარა ცნობილი. საძაგლიშვილის ცნობით, გვარამიას დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. “ეს ომონის მხრიდან ცნობილი არ გამხდარა – პოლიციად წოდებულ დაწესებულებას ქმედებები მათ ომონზე უარესად წარმოაჩენს“, – განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

ნიკა მელია – საერთო სახალხო მოძრაობა თავისუფლებისთვის უფრო მეტ ძალას იღებს – ახალი გადაწყვეტილებების მიღება მართებს პოლიტიკურ ჯგუფებს

ახალი გადაწყვეტილებების მიღება მართებს პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთა შორის კორდინციაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან ბარიერგადალახული ოპოზიციური წარმომადგენლების შეხვედრამდე განაცხადა. მისი თქმით, ეს შეხვედრა კონკრეტულ შედეგს გამოიღებს. „სახალხო საერთო მოძრაობა თავისუფლებისთვის უფრო მეტ ძალას იღებს. პრინციპში, ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი და განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, რა თქმა […]

აქციებზე დაკავებულ 7 პირს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ თეიმურაზ კუპატაძის ცნობით, 28 ნოემბრიდან მიმდინარე მანიფესტაციების საქმეზე, 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები „გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა“. კუპატაძის თქმით, მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს. „სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის […]

ადვოკატის ცნობით, გვარამია მარნეულის იზოლატორში გადაიყვანეს

ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამია, რომელიც პოლიციამ პარტია „ახალის“ ოფისის ჩხრეკისას დააკავა, მარნეულის იზოლატორშია გადაყვანილი. „ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამია გადაიყვანეს მარნეულის იზოლატორში. მივალთ მარნეულის იზოლატორში და შევეცდებით, მოვინახულოთ. ამის შესახებ უკვე გვეცოდინება მეტი დეტალები, როგორც მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე საქმესთან დაკავშირებით“, — აცხადებს იგი. ჩხრეკისას, გვარამია პოლიციელებს სთხოვდა, შეეჩერებინათ ჩხრეკა […]

შსს-ს ინფორმაციით, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე შვიდი პირი დააკავეს

აქციებთან დაკავშირებით პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე სულ შვიდი პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ასევე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ექვსი პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, […]

ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების შეხვედრა „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს. „ძლიერი საქართველოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, შეხვედრის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ოპოზიციის გეგმა და მოწოდება. „ეს არის ოპოზიციის ერთობლივი საკოორდინაციო შეხვედრა. ჩვენ განვიხილავთ საერთო სამოქმედო გეგმას შექმნილი ავტოკრატიული, რეპრესიული აპარატის წინააღმდეგ და მის დასამარცხებლად. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, არ ვაპირებთ ამ ქვეყნის დათმობას არალეგიტიმური, თვითმარქვია ხელისუფლებისთვის, რომელმაც […]

აქციაზე დაკავებულების ადვოკატი – დაკავების დროს სპეცრაზმის მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი – უმოწყალოდ სცემეს, ხელებშეკრულს ურტყამდნენ

ადვოკატ დიმიტრი ვარდიაშვილის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულებზე, რომელთაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმასა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას ედავებიან, დაკავებისას სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს. აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ორივე ბრალდებული თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, სწორედ, მაშინ განხორციელდა მათზე ძალადობა. ვარდიაშვილის თქმით, ერთ-ერთ მათგანს – დავით ლომიძეს მხედველობა უჭირს. “დაკავების […]

ყველა კითხულობს, რამდენად უსაფრთხოა ქვეყანაში ჩამოსვლა – ჰოტელიერი

ჰოტელიერი, მაია მურაჩაშვილი BM.GE-სთან ზამთრის ტურისტულ სეზონს აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ ინდივიდუალური ჯავშნები სხვადასხვა პლატფორმებიდან არ შეჩერებულა, თუმცა გაჩერებულია ტურისტული სააგენტოებიდან ჯგუფური ტურები. მისივე ცნობით, ჯავშნები, რომელიც ამ დრომდე გუდაურის სასტუმროში ფიქსირდება, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების დაწყებამდე იყო განხორციელებული. მურაჩაშვილი დასძენს, რომ მათ დაუბრუნებელი გადახდის სისტემა აქვთ, შესაბამისად ჯავშნების გაუქმება არ არის […]

Saxo Bank-მა ციფრული ფულის „ბუმი“, დოლარის ვარდნა და OPEC-ის დასასრული იწინასწარმეტყველა

ციფრული ფულის ბუმი, დოლარის ვარდნა და OPEC-ის დასასრული – დანიურმა Saxo Bank-მა გამოაქვეყნა თავისი ყოველწლიური „შოკის მომგვრელი პროგნოზები“ გლობალური ეკონომიკისთვის, რომელიც ეყრდნობა ნაკლებად სავარაუდო მოვლენებს, მაგრამ მაინც შეიძლება გავლენა იქონიოს ფინანსურ ბაზრებზე. 2025 წლის პროგნოზები რვა ძირითადი პუნქტისგან შეირჩა – დაწყებული ფინანსური ბაზრებისთვის დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შედეგებით და დამთავრებული სტიქიური უბედურების გამო სადაზღვევო კომპანიების […]

მსახიობების ნაწილი გაიფიცა, მათ შორის სპექტაკლებში თამაშზე უარს ამბობს ბათუმის თეატრის 56 თანამშრომელი

კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამის ინფორმაციას ისინი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებენ. ამ ეტაპზე გაფიცვა 10-მდე პირს აქვს გამოცხადებული. გაფიცულთა შორის არიან: ნინო კასრაძე, კახა კინწურაშვილი, გიორგი ცხადაძე, ვანო თარხნიშვილი, გივიკო ბარათაშვილი, ეკა დემეტრაძე, თუთა ოქროპირიძე, თამრი ოხიკიანი, მანუ თავაძე, მარიამ ნადირაძე, ნატუკა კახიძე, ანდრო ჭიჭინაძე, ნატალია გაბისონია. ამასთან, გაფიცულია ბათუმის ილია ჭავჭავაძის […]