ირაკლი კობახიძე – ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ჭრილში ჩვენი პოლიტიკური ნება ძალიან ნათელია, ეს პრიორიტეტი საქართველოს კონსტიტუციაშიც არის შეტანილი

ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ჭრილში ჩვენი პოლიტიკური ნება ძალიან ნათელია. თან ეს პრიორიტეტი საქართველოს კონსტიტუციაშიც არის შეტანილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ „იუთუბ-არხთან“ ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ხელშესახები შედეგი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნისას მოხდა. „ცალსახად პოლიტიკური იარაღია, რომელსაც ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი და პოლიტიკოსი იყენებს. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის […]

ირაკლი კობახიძე – ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი პირდაპირ გვემუქრებოდა ქართული „მაიდნით“, უკვე ძალიან ნათელია, რომ ქართული „მაიდნის” იდეა ჩავარდა, საქართველოში „მაიდანი“ არ იქნება

უკვე ძალიან ნათელია, რომ ქართული „მაიდნის” იდეა ჩავარდა, საქართველოში „მაიდანი“ არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ „იუთუბ“ არხთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს უკვე მეოთხე მცდელობა იყო მათი მხრიდან, ვისაც „მაიდანი” უნდოდა მოეწყო ქვეყანაში. „ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი პირდაპირ გვემუქრებოდა ქართული „მაიდნით”. ამ იდეას განხორციელება არ უწერია! […]

ირაკლი კობახიძე – 2030 წლისთვის ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერ სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რაც ჩვენი საბოლოო ამბიციური მიზანია

ჩვენი დღის წესრიგი ძალიან მკაფიო და თანმიმდევრულია, ჩვენი საბოლოო ამბიციური მიზანია ევროკავშირში გავწევრიანდეთ 2030 წლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბ-არხთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2030 წლისთვის ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერ სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. „ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი საბოლოო მიზანია. ძალიან ხშირად ვეუბნებით ქართველ ხალხსა და […]

ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნების” პირობებში რუსეთის ექსპანსიის მაჩვენებელი ნულია! – თუ ფაქტებს შევადარებთ, რუსული საქმის გამკეთებელი იყო წინა ხელისუფლება

ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში – „ქართული ოცნების” პირობებში – რუსეთის ექსპანსიის მაჩვენებელი ნულია! საუბარია ეკონომიკურ, ტერიტორიულ ან/და პოლიტიკურ ექსპანსიაზე. ეს გახლავთ ფაქტები. თუ ფაქტებს შევადარებთ, რუსული საქმის გამკეთებელი იყო წინა ხელისუფლება , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ „იუთუბ“ არხთან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერის თქმით, ამჟამინდელი ოპოზიციის მმართველობის პერიოდში რუსეთმა შეძლო ეკონომიკური, პოლიტიკური […]

,,საშინლად გაუსწორდნენ ექიმს, რომელიც გაზით მოწამლულებს ეხმარებოდა”

გუშინ აქციაზე საშინლად სცემეს ექიმი, რომელიც გაზით მოწამლულებს ეხმარებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი ლორია ავრცელებს: ,,გუშინ ეს ჟოპნიკები- მამრობითი სქესის და არა კაცები და მითუმეტეს სამართალდამცავები სასტიკად გაუსწორდნენ ჩვემს კოლეგას და მეგორას – ორთოპედ -ტრავმატოლოგს ვატო გვაზავას, რომელიც გაზით დაზიანებულ ბავშვებს ეხმარებოდა! მიუხედევად იმისა რომ დაკავების შემდეგ ეუბნებოდა ამ ცხოველებს რომ ექიმია , მაგრად დაიკიდეს, […]

რუსეთის გემმა ბალტიის ზღვაში ცეცხლი გაუხსნა გერმანიის ვერტმფრენს

ბალტიის ზღვაში რუსული გემიდან ესროლეს ბუნდესვერის შვეულმფრენს. ამის შესახებ მოკლედ ისაუბრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ბრიუსელში ნატოს შეხვედრის მსვლელობისას. სროლა განხორციელდა სასიგნალო რაკეტებით, ვერტმფრენი არ დაზიანებულა. Deutsche Welle-ს ცნობით, ვერტმფრენი სადაზვერვო მისიას ასრულებდა. ბერბოკს არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის გემიდან განხორციელდა სროლა. გაზეთი Berliner Zeitung-ი იტყობინება, რომ ეს იყო სამოქალაქო ტანკერი. გერმანულმა სააგენტო DPA-მ […]

კობახიძის თქმით, პროტესტი „დაგეგმილია“ და არგუმენტად პიროტექნიკის გაყიდვის სტატისტიკა მოაქვს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც პარტიებისა და აქტივისტების ჩხრეკას „არა რეპრესიად, არამედ პრევენციად“ აფასებს, ამბობს, რომ მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციები წინასწარ დაგეგმილია და ერთ-ერთ არგუმენტად პიროტექნიკის გაყიდვის გაზრდილ სტატისტიკას ასახელებს. „ერთო საინტერესო დეტალი შემიძლია გითხრათ, რაც პირდაპირ ადასტურებს, რომ [არეულობა] წინასწარ იყო დაგეგმილი დეკემბრისთვის“, – განაცხადა კობახიძემ, – „გაორმაგებულია პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში“. დემონსტრანტების ნაწილი სპეცრაზმთან დაპირისპირებისას პიროტექნიკას […]

სალომე ზურაბიშვილი შეხვედრაზე იბარებს კოკა კაციტაძეს – “თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება”

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრაზე იბარებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, რადგან თვლის რომ ამ უწყების მხრიდან ეფექტური გამოძიება მიმდინარე პროცესში სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ უწყებასთან დაკავშირებას მისი ადმინისტრაცია ვერ ახერხებს. “არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს, კოკა კაციტაძეს… თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება. […]

თინა ბოკუჩავა – ახალგაზრდებს მხოლოდ იმიტომ აპატიმრებენ, რომ ოფისში ინახავენ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს – ეს არის რუსული სპეცოპერაცია, ასე გამოიყურება საქართველოს გარუსების მცდელობა

ეს არის რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ასე გამოიყურება საქართველოს გარუსების მცდელობა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებას მხოლოდ ის შეუძლია, რომ გაერთიანდეს და „რუსული „ომონი“ თავისი რუსი დამკვეთით ივანიშვილის და პუტინის სახით“ გაისტუმროს. „ეს არის რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. დიახ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ძალიან სწორად დაახასიათა […]

„ძლიერი საქართველო“ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების 25-ეულებს 20:00 საათზე „შეკრების, ერთად დასხდომის და ბრძოლის ერთად გაგრძელების“ წინადადებით მიმართავს

დღეს, 20:00 საათზე, ყველა კოალიციის საარჩევნო სიაში შემავალ ოცდახუთეულებს მოვუწოდებთ „ქორთიარდ მარიოტში“ ერთად შეკრებისკენ, რათა ერთად დავსხდეთ, ვისაუბროთ და ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა, ამ ქვეყნის გადასარჩენად, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმდინარე მოვლენებზე საერთო პოზიცია აქვთ. „ჩვენ სწრაფად შევიკრიბეთ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმ მოვლენების ფონზე, რომლებიც ახლა საქართველოში, […]