სალომე ზურაბიშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს იბარებს

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში არსებული კადრები სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას ითხოვს. „არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს, კოკა კაციტაძეს, თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება. ეს ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენა-გამოძიებაზე. ის კადრები, რასაც ეს დღეებია, ვხედავთ, ადასტურებს სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას“, – წერს ზურაბიშვილი.

წყლის დონე „ენგურჰესის“ კაშხალზე კრიტიკულ დონეზე დაბლაა და ოკუპირებული აფხაზეთის ნაწილს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება – მედია

ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგეტიკის სფეროში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ მედიაში ვრცელდება. როგორც რუსული მედია წერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბა ენერგეტიკის სფეროში შექმნილ მდგომარეობას საგანგაშოდ მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ ენერგეტიკის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს. „ენგურჰესის“ კაშხლის წყლის დონე აღწევს სახიფათო დონეს, წყლის შემოდინება დაბალია, მხოლოდ 40 […]

ჰელსინკის კომისია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გმობს

ამერიკის შეერთებული შტატების “ჰელსინკის კომისია” განცხადებას ავრცელებს, სადაც ისინი ამბობენ, რომ დგანან ქართველი ხალხი გვერდით, ვინც ახლა “მშვიდობიანად იცავს საკუთარ დემოკრატიასა და ევროპულ მისწრაფებებს”. სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო და “ქართულ ოცნებას” მწვავედ აკრიტიკებენ. “„ქართული ოცნების“ ნაბიჯი, უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე, არის ღალატი ქართველი ხალხის აშკარა და აბსოლუტური სურვილისადმი, ევროპული ღირებულებებისა […]

პრეზიდენტი: რეპრესიული ძალები პოლიტიკოსებს ათრევენ, იჩხრიკება პარტიის ოფისები და პრემიერი ამას ეძახის “პრევენციას”

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ოპოზიციური პარტიების ოფისების, აქტივისტების სახლების ჩხრეკას, ოპოზიციონერების დაკავებას და “რეპრესიებს” უწოდებს ბოლო რამდენიმე საათში განვითარებულ მოვლენებს. “საქართველოში პროტესტს უნდა დაერქვას რეპრესიები საქართველოში. პოლიტიკურ ლიდერებს რეპრესიული ძალები ათრევენ, პარტიის ოფისებში ჩრეკის ოპერაციები ტარდება, იჩხრიკება ახალგაზრდა მომიტინგეების ოფისები. პრემიერ-მინისტრი ამას ეძახის “პრევენციას”, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე. პრეზიდენტი ასევე მოუწოდებს […]

რესპირატორები მაღაზიებში აღარ იყიდება

რესპირატორები და აირწინაღები, რომელსაც ბოლო ექვსი დღეა დემონსტრანტები აქციაზე გაშვებული ცრემლმდენი აირის საწინააღმდეგოდ იყენებენ, დიდ სამშენებლო მაღაზიებში აღარ იყიდება. აირწინაღები აღარ იყდება არც ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო მაღაზიებში. დამცავი საშუალებები არ იყიდება საქართველოს დიდ სამშენებლო ჰიპერმაკეტებში: „გორგიაში“, „დომინოში“, „ნოვასა“ და „მიჰაუსში“. გასული დღეების განმავლობაში სხვდასხვა სახის აირწინაღები იყიდებოდა ამ ჰიპერმარკეტებში. ოფიციალური მიზეზი არსებული მარაგების ამოწურვაა. თუმცა […]

“აქციაზეც შემოგზავნილების ტრიუკები ასე გამოიყურება” – რას წერს თამუნა გიორგაძე

“აქციაზეც შემოგზავნილების ტრიუკები ასე გამოიყურება” – რას წერს თამუნა გიორგაძე სამოქალაქო აქტივისტი, თამუნა გიორგაძე: ყურადღება

შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე შვიდი პირი დააკავა, დაკავებულთა ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად პიროტექნიკა და „მოლოტოვის კოქტეილები“ ამოიღეს – კუპატაძე

შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე შვიდი პირი დააკავა, დაკავებულთა ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად პიროტექნიკა და „მოლოტოვის კოქტეილები“ ამოიღეს – კუპატაძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე: „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე მიმდინარე […]

სამართალდამცავებმა მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძე სახლიდან ხელბორკილებით გამოიყვანეს

სამართალდამცავებმა მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძე დააკავეს. ის სამართალდამცავებმა საკუთარი სახლიდან ხელბორკილებით რამდენიმე წუთის წინ გამოიყვანეს. მანამდე მის სახლში რამდენიმესაათიანი ჩხრეკა მიმდინარეობდა.

ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, მათთვის გვარამიას ადგილსამყოფელის შესახებ თავად შს სამინისტროს მხრიდან არ გამხდარა ცნობილი. საძაგლიშვილის ცნობით, გვარამიას დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. “ეს ომონის მხრიდან ცნობილი არ გამხდარა – პოლიციად წოდებულ დაწესებულებას ქმედებები მათ ომონზე უარესად წარმოაჩენს“, – განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე – ბიძინა ივანიშვილი არის აგონიაში და ახლა ის ქვეყანაში ატარებს კონსტიტუციურ გადატრიალებას

ბიძინა ივანიშვილი არის აგონიაში და ახლა ის ქვეყანაში ატარებს კონსტიტუციურ გადატრიალებას, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც დღევანდელ დაკავებებს ეხმაურება. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ყოველდღიურად ტერორის მომსწრე ვართ. „ბიძინა ივანიშვილმა მიითვისა ხალხის ხმები, ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია არჩევნებზე, შემდეგ გაწყვიტა ურთიერთობა ევროპასთან, ამას მოჰყვა აშშ-ის გასვლა სტრატეგიული პარტნიორობიდან და ახლა პოლიციის ფორმაში […]