რესპირატორები მაღაზიებში აღარ იყიდება

რესპირატორები და აირწინაღები, რომელსაც ბოლო ექვსი დღეა დემონსტრანტები აქციაზე გაშვებული ცრემლმდენი აირის საწინააღმდეგოდ იყენებენ, დიდ სამშენებლო მაღაზიებში აღარ იყიდება. აირწინაღები აღარ იყდება არც ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო მაღაზიებში.
დამცავი საშუალებები არ იყიდება საქართველოს დიდ სამშენებლო ჰიპერმაკეტებში: „გორგიაში“, „დომინოში“, „ნოვასა“ და „მიჰაუსში“. გასული დღეების განმავლობაში სხვდასხვა სახის აირწინაღები იყიდებოდა ამ ჰიპერმარკეტებში.
ოფიციალური მიზეზი არსებული მარაგების ამოწურვაა. თუმცა ეს ფაქტი დროში ემთხვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს. პოლიციამ პოლიტიკური პარტია „დროას“ ოფისიდან პიროტექნიკა, მეგაფონები და გამათბობლები ამოიღეს.
მასალა განახლდება
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული