“ვდგავართ ნიკოს თაობის გვერდით… სიცოცხლეც არ მინდა ისეთი ხდება”– იზა ომაძე

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე: “ვდგავართ ნიკოს თაობის გვერდით, მომავალი მათია, სიკეთემ უნდა გაიმარჯვოს!!! სიცოცხლეც არ მინდა ისეთი ხდება. ღმერთო გადაარჩინე ჩვენი ქვეყანა და ხალხი.”
“ესაა თემა! ეს!” – ჩერგოლეიშვილი

ელენე კვანჭილაშვილის დედას და მის მცირეწლოვან შვილიშვილებს, მოტყუებით, გაზიდან ვართო, უკანონოდ შეუვარდა რეპრესიული მანქანა და 80 წლის ქალს შეუქმნა სიკვდილის რისკი. გუშინ საბავშვო ბაღთან აიყვანეს დედა. დღეს სახლში შეუვარდნენ ასაკოვან ქალს და მცირეწლოვან ბავშვებს. ესაა თემა! ეს! მოგვაშორეთ შარლატანი პოლიტიკური იმპოტენტები ტელევიზორებიდან – ნაღდზე ილაპარაკეთ.
მიმდინარეობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას სამსახური უახლოეს პერიოდში გეგმავს, შესაბამისად, ინფორმირებული იქნება ყველა დაინტერესებული პირიც – საგამოძიებო სამსახური პრეზიდენტის მიერ კოკა კაციტაძის დაბარებაზე

მიმდინარეობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას სამსახური უახლოეს პერიოდში გეგმავს, შესაბამისად, ინფორმირებული იქნება ყველა დაინტერესებული პირიც – საგამოძიებო სამსახური პრეზიდენტის მიერ კოკა კაციტაძის დაბარებაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური უწყების ხელმძღვანელის, კოკა კაციტაძის დაბარების თაობაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართვას პასუხობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, „სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ, შესაბამისად, ინფორმირებული იქნება ყველა […]
ტიბო კურტუა გუნდის გამოცვლას არ აპირებს

32 წლის ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა “რეალის” დატოვებას არ გეგმავს, – იტყობინება COPE-ს ჟურნალისტი მიგელ ანხელ დიასი. დიასის ცნობით, კურტუა 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმებული კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივებას აპირებს. მადრიდულმა კლუბმა ტიბოს მიმართ საუდის არაბეთის გუნდების დაინტერესების შესახებ არაფერი იცის, რის თაობაზეც ადრე გავრცელდა ინფორმაცია. ამ სეზონში კურტუამ ლა ლიგის 11 მატჩში 7 გოლი გაუშვა.
გერმანელი ევროპარლამენტარი – ათწლეულების პროგრესი განადგურდება – საქართველოში ოპოზიციის ღია რეპრესიები არის გზა პრორუსული ავტორიტარიზმისკენ

დაუბრუნებლობის წერტილი საქართველოს მთავრობისთვის. ოპოზიციის ღია რეპრესიები არის გზა პრორუსული ავტორიტარიზმისკენ, – ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი, სერგეი ლაგოდინსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი მტკიცებით, საქართველოში ერთადერთ დემოკრატიულ ძალად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ქართველი ხალხი რჩება. „ათწლეულების პროგრესი განადგურდება. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და თავისუფალ ქართველი ხალხი რჩება ერთადერთ დემოკრატიულ ძალად საქართველოში“, – წერს გერმანელი ევროპარლამენტარი.
ქუთაისის მერიასთან აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის ფიტული მიიტანეს

ქუთაისში საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეები კვლავ მერიასთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა მერიასთან გალიაში ჩასმული ბიძინა ივანიშვილის ფიტული წარწერით: ” რაც გინდათ, ის დაუძახეთ”, მიიტანეს როგორც შეკრებილები ამბობენ, არ შეეგუებიან „ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას და ქვეყნის გარუსებას“. ისინი, ასევე, გამოეხმაურნენ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას და განაცხადეს, რომ ეს „ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული […]
შსს-ს ინფორმაციით, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე შვიდი პირი დააკავეს

აქციებთან დაკავშირებით პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე სულ შვიდი პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ასევე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ექვსი პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, […]
აქციაზე დაკავებულ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს, რომელთაც შსს-ს თანამშრომლებზე თავდასხმასა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულებს – დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს, რომელთაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმასა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ მიიღო. შამათავას განმარტებით, სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულების პიროვნება, მათი წარსული, ბრალი და დანაშაულის სახე. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების […]
დიდი იმედი გვაქვს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ყველა ეს გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება – პრემიერი

დიდი მოლოდინით ველოდებით შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ბევრი გამოწვევა იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ყველა ეს გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბ-არხთან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვით. „დიახ, აშშ-ის ამჟამინდელი […]
უკრაინელი უმაღლესი ოფიციალური პირი, აშშ-ში ტრამპის გუნდთან გასაცნობად გაემგზავრა

უკრაინული მედია ციტირებს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებს, რომელმაც თქვა, რომ უმაღლესი თანამდებობის მქონე უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა დაიწყო ვიზიტი შეერთებულ შტატებში, რათა დაამყაროს კონტაქტები პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან, რომელმაც თანამდებობის დაკავების შემდეგ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების პირობა დადო. სააგენტო „ინტერფაქს უკრაინის“ ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ ბრიუსელში ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტის […]