4 დიდ ქალაქში საპროტესტო აქცია ერთდროულად მიმდინარეობს

პროტესტის მე-7 დღე ქვეყანაში – 4 დიდ ქალაქში საპროტესტო აქცია ერთდროულად მიმდინარეობს. თბილისში მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და ევროპული მომავლის დასაცავად ბრძოლა გააგრძელეს. საპროტესტო აქციები გრძელდება ბათუმშიც, სადაც მოქალაქეები ერას მოედანზე შეიკრიბნენ და ქუჩებში მარში გამართეს. ბათუმისა და თბილისის გარდა, პროტესტის კერა ქუთაისი და ზუგდიდია.

“წინასწარვე გეტყვით, დღეს დაკავებულ პირებს ბრალდებებად წარუდგენენ შემდეგი შინაარსის ბრალდებებს…” – არჩილ გამზარდია

წინასწარვე გეტყვით, ისევ ტოტალიტარიზმის პრინციპით, დიდი ალბათობით, დღეს დაკავებულ პირებს ბრალდებებად წარუდგენენ შემდეგი შინაარსის ბრალდებებს (რადგანაც იურისტი არ ვარ, მხოლოდ აღმწერ აქცენტებს წარმოვადგენ): * სახელმწიფოს გადატრიალების ან რაიმე მსგავსი ტიპის ბრალდებას. * ე,წ, უკანონო საშუალებების შენახვას. რა მნიშვნელობა აქვს სადმე რამე ნახეს თუ არა. * უცხო ქვეყნის აგენტურის მიმართულებით ბრალდებებს, * შესაძლოა ბრალდებები ფინანსური მაქინაციების […]

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ პოლიცია მოქალაქეებს ჩხრეკს და ნივთებს უმოწმებს

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ ხმაურია. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მეტროდან ამოსული მოქალაქეების ნაწილს ჩხრეკს, ასევე ამოწმებს ჩანთებს და პარკებს, რითაც ისინი გადაადგილდებიან. როგორც პოლიციის წარმომადგენლები მედიასთან აცხადებენ, ახდენენ მოქალაქეთა ზედაპირულ დათვალიერებას, რის უფლებასაც მათ „პოლიციის შესახებ“ კანონი აძლევთ. „ეს ჩხრეკა არ არის, ზედაპირული დათვალიერებაა. ყველა არ მოწმდება. ზედაპირული გადამოწმება, ანუ საწინააღმდეგო ნივთი რომ არ ჰქონდეს. კანონი პოლიციის […]

თინა ბოკუჩავა – ოფისიდან გაიტანეს საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ფიზიოლოგიური ხსნარი და სამედიცინო საშუალებები, მაგრამ რა შემოიტანეს, არ ვიცით – ეჭვი გვაქვს, შემოიტანეს ნივთები, რომლითაც სახელმწიფო გადატრიალებას დაგვაბრალებენ

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში რუსული „ომონი“ შემოიჭრა სასამართლოს განჩინების გარეშე – აქედან გაიტანეს საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ფიზიოლოგიური ხსნარი და სხვა სამედიცინო საშუალებები, მაგრამ რა შემოიტანეს, არ ვიცით – ეჭვი გვაქვს, შემოიტანეს ნივთები, რომლითაც ახლა სახელმწიფო გადატრიალებას დაგვაბრალებენ , – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბოკუჩავა დღეს განვითარებულ […]

ახალი საგარეო მინისტრი ერთ კოლეგას შეხვდა და ორს ესაუბრა – სომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი

„ქართული ოცნების“ ახალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დანიშვნიდან დღემდე მხოლოდ ერთ კოლეგას შეხვდა და ორს ესაუბრა ტელეფონით. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი 4 დეკემბერს მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს. „მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის […]

ადამიანებს მეტროებიდან იტაცებენ და დროშებს ართმევენ – ვიდეო

მედიის წარმომადგენლებს თავისუფლების და რუსთაველის მეტროს დატოვებას სთხოვენ, თუმცა, ტვ პირველის ჟურნალისტი ამბობს, რომ ადგილს არ დატოვებს, რადგან კამერებთან გატაცებებს ერიდებიან. ორივე მეტროსთან საქართველოს დროშიან ადამიანებს დასდევენ, ითხოვენ გაჰყვეს, გაჩხრეკისთვის, ან პირდაპირ იტაცებენ. მოქალაქეებმა, ქალებმა, რამდენიმე ახალგაზრდის გადარჩენა მოახერხეს დაკავებისგან. მოქალაქეები ჰყვებიან, რომ მათ სთხოვენ დროშის მოხსნას. კადრებს ON.GE ავრცელებს: http://

ენტონი ბლინკენი: უკრაინა ნატოსკენ მიმავალ შეუქცევად გზაზეა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში, ნატოს შეხვედრაზე პირობა დადო, რომ უკრაინა ნატოსკენ მიმავალ შეუქცევად გზაზე იმყოფება: „ამ საკითხს პრაქტიკულად ვუდგებით. ჩვენ შევქმენით ნატოს სპეციალური სამეთაურო, რომლის მიზანია ამ გზაზე უკრაინის მოძრაობის დაჩქარება. ჩვენი მსჯელობების ერთ-ერთი თემა იყო ამ სამეთაუროს უზრუნველყოფა ყველა საჭირო რესურსით, მათ შორის პერსონალით. ახლა ქვეყნებმა იკისრეს პასუხისმგებლობა, რომ სამეთაურო სრულად ფუნქციური […]

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს იწურება, მცდელობა, რომ ის რადიკალური ოპოზიციის ლიდერად აქციონ, აბსოლუტურად ჩავარდება

სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს იწურება – მცდელობა, რომ ის რადიკალური ოპოზიციის ლიდერად აქციონ, აბსოლუტურად ჩავარდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბ-არხთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ზურაბიშვილს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების შესაძლებლობა არ გააჩნია. „სალომე ზურაბიშვილი ამჟამად საფრანგეთის მოქალაქე არ არის, თუმცა ადრე იყო. ის ასევე იყო საქართველოში საფრანგეთის […]

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ პოლიცია მოქალაქეებს ჩხრეკს და ნივთებს უმოწმებს – „ზედაპირული დათვალიერების“ საფუძველზე დააკავეს რამდენიმე პირიც, რასაც ხმაური მოჰყვა

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ ხმაურია. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მეტროდან ამოსული მოქალაქეების ნაწილს ჩხრეკს, ასევე ამოწმებს ჩანთებს და პარკებს, რითაც ისინი გადაადგილდებიან. როგორც პოლიციის წარმომადგენლები მედიასთან აცხადებენ, ახდენენ მოქალაქეთა ზედაპირულ დათვალიერებას, რის უფლებასაც მათ „პოლიციის შესახებ“ კანონი აძლევთ. „ეს ჩხრეკა არ არის, ზედაპირული დათვალიერებაა. ყველა არ მოწმდება. ზედაპირული გადამოწმება, ანუ საწინააღმდეგო ნივთი რომ არ ჰქონდეს. კანონი პოლიციის […]

მეტროში პოლიციის რეიდია – აქციაზე წამსვლელებს ჩხრეკენ, აკავებენ

პოლიცია მეტროსადგურ თავისუფლების მოედნიდან და რუსთაველიდან ამოსულ მოქალაქეებს, რომლებიც საპროტესტო აქციისკენ მიემართებიან, ჩხრეკს და აკავებს. ცოტა ხნის წინ ხმაური იყო თავისუფლების მოედნის მეტროსთან, სადაც შემსწრე მოქალაქეებმა დაკავებები გააპროტესტეს.