პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე სპეცრაზმი ჩადგა – ადგილზე განლაგებულია სპეცტექნიკაც

პარლამენტის გვერდით არსებულ ქუჩებზე – ჩიტაძეზე და ჭიჭინაძეზე მობილიზებული სამართალდამცველები სპეცდანიშნულების რაზმმა ჩაანაცვლა. სპეცდანიშნულების რაზმის უკან განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანები. სპეცრაზმის რაზმის გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები და შეძახილები მოჰყვა. საპოლიციო ძალები ასევე იმყოფებიან „თავისუფლების მოედანზე”. მათ კორდონი აქვთ გაკეთებული თბილისი გალერის მიმდებარე ტერიტორიაზე.

პარლამენტის ინფორმაციით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი განიხილა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მომხსენებელმა განაცხადა, ეკონომიკური ტენდენციები მიმდინარე წელს გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ბიუჯეტის დაგეგმვის დროს პროგნოზირებდნენ, შესაბამისად, მთავრობა პარლამენტში ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივით შემოვიდა. მისი თქმით, […]

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტზე იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი განიხილა. საკითხი კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. როგორც მან განაცხადა, ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანას ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, თუმცა ეროვნულმა ბანკმა ამასთანავე უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და […]

“მოლოტოვის კოქტეილის” სროლის ბრალდებით დაკავებულ ორ ადამიანს პატიმრობა შეეფარდათ

მოსამართლე ნანა შამათავამ პატიმრობა შეუფარდა, საპროტესტო აქციაზე პოლიციელებისა და სპეცტექნიკისთვის “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს დავით ლომიძესა და თენგო ზასოხაშვილს. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც დაცვის მხარისგან განსხვავებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. ადვოკატების მტკიცებით, არ არსებობდა პატიმრობის საფუძველი, ამას გარდა მტკიცებულებების მოპოვება გამოძიებამ პროცედურის დარღვევით წარმართა, რასაც არ ეთანხმება […]

შსს რუსთაველზე მოქალაქეებს „ზედაპირულად ათვალიერებს“, საია ამბობს, რომ ეს დაშინების მცდელობაა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მეტროს-სადგურ „თავისუფლების მოედანთან“ და „რუსთაველთან“ იმ მოქალაქეებს ჩხრეკენ, რომლებიც, პოლიციის ვარაუდით, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე მიდიან. პოლიცია განმარტავს, რომ ეს არა ჩხრეკა, არამედ „ზედაპირული დათვალიერებაა“ და მათ ამის უფლებას აძლევს „პოლიციის შესახებ კანონის“-ის 22-ე მუხლი: „ჩვენი მოვალეობაა და შეგვიძლია ზედაპირული დათვალიერება. კანონსაწინაღმდეგო ნივთი რომ არ ჰქონდეს. ნებისმიერ პოლიციელს აქვს უფლება გადაამოწმოს […]

სახლის ჩხეკის შემდეგ დააკავეს 19 წლის სტუდენტი ირაკლი მიმინოშვილი, რომელიც კურიერად მუშაობს

თბილისში, 4 დეკემბერს საცხოვრებელი სახლის რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ დააკავეს 19 წლის სტუდენტი, რომელიც კურიერად მუშაობდა. ირაკლი მიმინოშვილი პროევროპულ აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, თუმცა არ არის არც ერთი პოლიტიკური თუ სამოქალაქო ორგანიზაციის წევრი, არ არის აფილირებული არც ერთ აქტივისტურ გაერთიანებასთან. როგორც რადიო თავისუფლებას ირაკლი მიმინოშვილის მეგობრები უყვებიან, პოლიცია ახალგაზრდა კაცის სახლში ჩხრეკისთვის შუადღისას, დაახლოებით 2 საათისთვის შევიდა […]

უკრაინაში ომის შედეგებით დაინტერესებული უცხოელი ტურისტების რიცხვი იზრდება

უცხოელთა რიცხვი, რომლებსაც სურთ უკრაინაში ომის შედეგები საკუთარი თვალით ნახონ სულ უფრო მეტად იზრდება. ინფორმაციას bild აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, უცხოელები ქვეყანაში „ომის ტურიზმის“ ფარგლებში ჩადიან. მოგზაურები, ძირითადად ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან ჩადიან, „შავი ტურიზმის“ ფარგლებში. ეს არის ტურისტული ინდუსტრიის ნიშა, რომელიც მოიცავს მოგზაურობას ტრაგიკული მოვლენების ადგილებში. ასეთ ტურებს უკრაინაში ათამდე კომპანია სთავაზობს მსურველებს. ტურების ღირებულება […]

საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით ჩვენი შეთავაზება კვლავაც რჩება ძალაში – ირაკლი კობახიძე

საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით ჩვენი შეთავაზება კვლავაც რჩება ძალაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საჯარო დისკუსიას სთავაზობს ადამიანების ნებისმიერ ჯგუფს, პირველ რიგში კი გულწრფელ ადამიანებს, რომელთაც აქვთ პროტესტის განცდა. „ჩვენი შეთავაზება კვლავაც რჩება ძალაში. ჩვენ ვთავაზობთ ადამიანების ნებისმიერ ჯგუფს, რომელთაც აქვთ პროტესტის განცდა. მათ […]

„ბოლოდროინდელი მოვლენები ჩვენს მთელს განვლილ გზას და შრომას წყალში ყრის“ – Leavingstone

საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრია საგარეო კურსის ცვლილებას და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას ემიჯნება. “ასეთ პირობებში შეუძლებელია ოპერირების გაგრძელება “- კომპანია Leavingstone -ის გენერალური დირექტორი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ფაქტობრივად სახეზე გვაქვს ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის რადიკალური ცვლილება იმ მიმართულებით, რა მიმართულებაც აბსოლუტურად დამღუპველი იქნება ქვეყნისთვისაც და შემოქმედებითი ინდუსტრიისთვისაც. „უამრავი წელი და უამრავი რესურსი და შრომა ჩაიდო როგორც […]

4 დიდ ქალაქში საპროტესტო აქცია ერთდროულად მიმდინარეობს

პროტესტის მე-7 დღე ქვეყანაში – 4 დიდ ქალაქში საპროტესტო აქცია ერთდროულად მიმდინარეობს. თბილისში მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და ევროპული მომავლის დასაცავად ბრძოლა გააგრძელეს. საპროტესტო აქციები გრძელდება ბათუმშიც, სადაც მოქალაქეები ერას მოედანზე შეიკრიბნენ და ქუჩებში მარში გამართეს. ბათუმისა და თბილისის გარდა, პროტესტის კერა ქუთაისი და ზუგდიდია.