ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის ბრალდებითაა დაკავებული

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის ბრალდებითაა დაკავებული – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. გამოძიების ვერსიით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალად ედება ძალადობა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. “გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს […]

საგანგაშო ცნობებია თვითნებურ დაკავებაზე, ძალადობასა და არასათანადო მოპყრობაზე – ჰიპერი

„საგანგაშო ცნობებია მომიტინგეების თვითნებური დაკავების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ“, – წერს პლატფორმა X-ზე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი, ანიტა ჰიპერი. „მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეწყვიტონ გადაჭარბებული ძალის გამოყენება და უზრუნველყონ შეკრების თავისუფლება. ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული“, – აცხადებს ის. მეშვიდე დღეა რუსთაველის გამზირზე თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები […]

ზურაბიშვილს საკუთარი შვილები გადამალული ჰყავს და სხვის შვილებს ეძახის აქციაზე, სადაც შეიძლება დაზიანდნენ

პარლამენტის წევრი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, მოწოდებები ბავშვების მიმართ, რომ აქციაზე გავიდნენ სამარცხვინოა. ვიქტორ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს საკუთარი შვილები უსაფრთხოდ ჰყავს გადამალული, სხვის შვილებს კი მოუწოდებს აქციაზე გავიდნენ, სადაც შესაძლოა დაზიანდნენ. დეპუტატის თქმით, სალომე ზურაბიშვილს საკუთარმა ამომრჩეველმაც უნდობლობა გამოუცხადა და ახლა მისი პრეზიდენტობის ვადაც გადის. „ის, რაც ჩვენმა […]

ევროკომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს ზედმეტი ძალის გამოყენება

ევროკომისიის სპიკერი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. „შემაშფოთებელია ცნობები შერჩევით დაკავებებზე, ძალადობასა და მომიტინგეებზე შეუსაბამო მოპყრობის შესახებ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს ზედმეტი ძალის გამოყენება და უზრუნველყოს შეკრების თავისუფლება. ძალადობის ყველა ფაქტი უნდა იყოს უმალ გამოძიებული“, – წერს იგი.

გაერო საქართველოში მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია [გაერო] საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. გაეროს პრესსპიკერმა სტეფანი დუჯარიკმა განცხადება დღეს, 4 დეკემბერს გაავრცელა. “შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ხაზს ვუსვამთ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების პატივისცემის მნიშვნელობას. თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ყველა ცნობა გამოძიებულ იქნას დროულად და სრული გამჭვირვალობით. გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა [პოლიტიკურ] აქტორს, თავი […]

EU-ის სპიკერი: მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეწყვიტონ გადაჭარბებული ძალის გამოყენება

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს X-ზე განცხადებით ეხმაურება. “საქართველო: საგანგაშო ცნობებია მომიტინგეების თვითნებური დაკავების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეწყვიტონ გადაჭარბებული ძალის გამოყენება და უზრუნველყონ შეკრების თავისუფლება. ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული”, – წერს ის X-ზე.

გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი თანამდებობას ტოვებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, პოლკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. მან თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით უკვე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს.

მამუკა ხაზარაძე – სახედაკარგულმა პოლიციამ და კრიმინალებმა ერთობლივად მოაწყვეს ოპოზიციაზე თავდასხმა, დარბევა, პოლიტიკოსების მოტაცება – დარჩა ვინმე პოლიციაში, ვისაც ეყოფა ვაჟკაცობა და გაემიჯნება ამ კრიმინალს?

სახედაკარგულმა პოლიციამ და კრიმინალებმა ერთობლივად მოაწყვეს ოპოზიციაზე თავდასხმა, დარბევა, პოლიტიკოსების მოტაცება! , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“ 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ ფიზიკური დაპირისპირებას და დაკავებებს ეხმაურება. მამუკა ხაზარაძე მიმართავს შსს-ს თანამშრომლებს გაემიჯნონ კრიმინალს. „შსს-ს თანამშრომლებს მივმართავ – დარჩა ვინმე პოლიციაში, ვისაც ეყოფა […]

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი – საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს გადამეტებული ძალის გამოყენება და უზრუნველყოს შეკრების თავისუფლება

საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოში მომიტინგეების თვითნებური დაკავების, მათ მიმართ ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ზე წერს. „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს გადამეტებული ძალის გამოყენება და უზრუნველყოს შეკრების თავისუფლება. ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული“, – აცხადებს კაია კალასის პრესსპიკერი.

„ხარებას“ დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გადადგა

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი შაიშმელაშვილი გადადგა. გადადგომის განცხადებაში შაიშმელაშვილი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს სთხოვს, ოჯახური პირობების გამო გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან და დაითხოვოს შს სამინისტროს რიგებიდან. პატაკი ფეისბუქზე თავად თავად შაიშმელაშვილმა, საქართველოს და ევროკავშირის დროშებთან ერთად გამოაქვეყნა.