სახელმწიფო დეპარტამენტმა კალაძისა და გომელაურის დასანქცირებით უნდა დაიწყოს – ჰელსინკის კომისია

აშშ-ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის“, იგივე “ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო ვილსონი განცხადებით ეხმაურება საქართველოს ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილეების, აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დარბევას. ჯო ვილსონი სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართავს, პერსონალური სანქციები დაუწესოს თბილისის მერს, კახა კალაძეს, შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და ყველა იმ პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საპროტესტო აქციების ძალადობრივად დაშლაში. “საქართველოს დე ფაქტო […]
„რას არ მოვსწრებივარ ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, ოღონდ ასეთი მრავალრიცხოვანი აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით მე არ მახსოვს“ – დავით ზურაბიშვილი

„რას არ მოვსწრებივარ ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, ოღონდ ასეთი მრავალრიცხოვანი აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით მე არ მახსოვს“ – დავით ზურაბიშვილი ყოფილი პარლამენტარი დავით ზურაბიშვილი: „ახლა, რა ხდება ჩემი აზრით. ამ აქციების გამო ბიძინა ივანიშვილს ხუხულასავით ენგრევა სტაბილურობის გარანტის იმიჯი, რაც მნიშვნელოვანია მისი ლეგიტიმაციისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მეტიც, ხელისუფალი, რომელიც სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს, […]
“ამ ფოტოს მერე მაინც, დუმილი რანაირად გამოგდით?” – ნინი შერმადინის კომენტარი მიმდინარე მოვლენებზე

ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ეხმიანება შემთხვევას, პოლიციელების მხრიდან “ტვ პირველის” ჟურნალისტზე, მარიამ გაფრინდაშვილზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას განახორციელებული ძალადობის ფაქტს: “ჟურნალისტები რომ არა, ხელოვანი ადამიანების მოღვაწეობას ხომ აზრი არადროს ექნებოდა, ჟურნწლისტებს რომ არ გაეშუქებინათ თითოეული ჩვენი წარმატებული თუ წარუმატებელი ნაბიჯი ხომ არ გეცოდინებოდათ ჩვენი არსებობა? რამდენჯერ დაგვხმარებიან ჟურნალისტები? მე ვიცნობ მარიამს, მე მადლიერი ვარ […]
“ვდგავართ ნიკოს თაობის გვერდით… სიცოცხლეც არ მინდა ისეთი ხდება”– იზა ომაძე

გარდაცვლილი, ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე რუსთაველზე შეკრებულ აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს. “ვდგავართ ნიკოს თაობის გვერდით, მომავალი მათია, სიკეთემ უნდა გაიმარჯვოს!!! სიცოცხლეც არ მინდა ისეთი ხდება. ღმერთო გადაარჩინე ჩვენი ქვეყანა და ხალხი.”- წერს იზა ომაძე.
„ვერ დაიჭერთ მთელ ქვეყანას!“ – რამაზ გიგაური

ასტროლოგი, რამაზ გიაგური: „ვერ დაიჭერთ მთელ ქვეყანას! ფიზიკურად ვერ დაიჭერთ. თქვენ ხართ ცუგცვანგში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი თქვენი სვლა უფრო აუარესებს თქვენს მდგომარეობას. თქვენც კარგად გრძნობთ ამას. თქვენს მხარეს დგას 5-8 ათასი პოლიციელი-სპეცრაზმელი და ჩვენს მხარეს – საქართველო. ვერ მოგვერევით, რადგან ჩვენ ვართ საქართველო და ჩვენს მხარეს არის სიმართლე!“
სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების გამოცხადება, მოვუწოდებთ ევროპელ მოკავშირეებს, იგივე გააკეთონ – ჰელსინკის კომისია

სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების გამოცხადება, მოვუწოდებთ ევროპელ მოკავშირეებს, იგივე გააკეთონ – ჰელსინკის კომისია სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს ინდივიდუალური სანქციების გამოცხადება თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სხვა ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც რეპრესიების ორკესტრირებაზე არიან პასუხისმგებელი, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ჯო უილსონი წერს, […]
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე ბევრ ომს რუსეთი უწყობს ხელს

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე ბევრ ომს რუსეთი უწყობს ხელს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარე ბევრ ომში რუსეთი არის წარმოდგენილი. ამის შესახებ ბრიტანელმა დიპლომატმა ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ლემიმ ასევე მოუწოდა ალიანსის მოკავშირეებს, სერიოზულად მოეკიდონ თავდაცვით ხარჯებს. „მსოფლიოს […]
სპეცრაზმის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა სამსახური დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმსართველოს უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა სამსახური დატოვა. მიზეზად პატაკში ის „ოჯახურ პირობებს“ ასახელებს. ინფორმაციას თავად შაიშმელაშვილი ავრცელებს ფეისბუკზე. ფეისბუკ-პოსტში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აქვეყნებს. მან გამოაქვეყნდა პატაკი, რომელიც 3 დეკემბრით თარიღდება. „გთხოვთ, ოჯახური პირობების გამო, გამანთავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან“, – სწერს იგი მინისტრ […]
ჯო უილსონი – საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიაზე ყოველგვარ პრეტენზიაზე, არ შეცდეთ: „ქართული ოცნება“ კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს – სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს პერსონალური სანქციების გამოცხადებით

საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიაზე ყოველგვარ პრეტენზიაზე და დაიწყო უდანაშაულო აქტივისტების და ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების დაპატიმრება მათ სახლებსა და სამუშაო ადგილებზე. არ შეცდეთ: „ქართული ოცნება“ კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებაშია აღნიშნული. „აშშ-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯოს ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ უდანაშაულო ქართველების მიმართ ძალადობასა […]
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა დატოვა. მან შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე დაწერილი პატაკი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თავად გამოაქვეყნა. „გთხოვთ, ოჯახური პირობების გამო გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან“, – წერს პატაკში შაიშმელაშვილი. შაიშმელაშვილი “ფეისბუქ” პოსტს, გადადგომის შესახებ განცხადებასთან ერთად, საქართველოსა და ევროკავშირის […]