პრეზიდენტი სპეცრაზმელების სიაზე – ეს სია ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რამეთუ ადასტურებს სისტემის რღვევას და აძლიერებს საზოგადოებრივ წნეხს ადამიანებზე, რომლებსაც, იმედი მაქვს, შეიძლება სინდისი აწუხებთ და ჩადენილს განიცდიან

ეს სია ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რამეთუ ადასტურებს სისტემის რღვევას და აძლიერებს საზოგადოებრივ მორალურ წნეხს ადამიანებზე, რომლებსაც, იმედი მაქვს, შეიძლება სინდისი აწუხებთ და ჩადენილს განიცდიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სპეცრაზმელების ვინაობის შესახებ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „ეს წნეხი საზოგადოების ჯანსაღი გამოვლინებაცაა და დიდი ძალა, თუმცა არავითარ შემთხვევაში […]
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ ჯო ბაიდენის მოთხოვნის კენჭისყრაზე დაყენებას არ აპირებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ არ აპირებს კენჭისყრაზე დააყენოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნა უკრაინისთვის დამატებითი 24 მილიარდი დახმარების გამოყოფის შესახებ და რომ კიევისთვის შემდგომი დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიღებს, როდესაც მოვალეობის შესრულებას შეუდგება. ”არ ვაპირებ ამის გაკეთებას”, – განაცხადა ჯონსონმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, დაამატებდა თუ არა უკრაინის დახმარების […]
შსს-მ პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით აქციის კიდევ ერთი პირი დააკავა – ჯამში, „სისხლის სამართლის კოდექსით“ 15 მომიტინგეა დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. მათივე ცნობით, ბრალდებული, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით თავს დაესხა. უწყების ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციაზე […]
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), ლაგურაშვილის, ღვალაძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), ევროპის მოედნის, მეტრო ისნის მიმდებარე […]
საფრანგეთის პრემიერი ბარნიე გადადგება, მის მთავრობას პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა

საფრანგეთის კონსერვატორი პრემიერ-მინისტრი მიშელ ბარნიე გადადგომის თხოვნით მიმართავს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, პრემიერად სამი თვის წინ დანიშნული ბარნიე ამას დღეს, 5 დეკემბერს დილით გააკეთებს. ერთი დღით ადრე, 4 დეკემბერს, საღამოს საფრანგეთის პარლამენტმა, ეროვნულმა კრებამ მიშელ ბარნიეს მთავრობას ხმათა უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 574-დან 331-მა დეპუტატმა. 1962 წლიდან ეს საფრანგეთის პარლამენტის მიერ […]
ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთი თავს ОДКБ-ის გარეთ თვლის – მიმაჩნია, რომ გადავკვეთეთ დაუბრუნებლობის წერტილი

სომხეთი თავს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიღმა თვლის, ორგანიზაციაში დაბრუნება აღარ არის შესაძლებელი, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. „რაც შეეხება (ყაზახეთში ОДКБ-ის სამიტზე მიღებულ) დოკუმენტებს, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვყინავთ ОДКБ-ის მუშაობაში მონაწილეობას, რაც ნიშნავს, რომ არ ვმონაწილეობთ დოკუმენტების შემუშავებაში ან განხილვაში, არ ვაყენებთ რაიმე წინადადებებს, ჩვენ უბრალოდ არ ვიყენებთ ვეტოს. ფაქტობრივად, ჩვენ […]
ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი ვაშინგტონში შეხვდა ტრამპის გუნდის წარმომადგენლებს

უკრაინის დელეგაცია, რომელსაც პრეზიდენტის ოფისის უფროსი ანდრი ერმაკი ხელმძღვანელობდა, ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს. სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა 4 დეკემბერს გაიმართა. უკრაინელები, რომლებიც რუსეთთან ომში აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ, მაიკ უოლცს და კით კელოგს შეხვდნენ. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს მაიკ უოლცი დანიშნოს მრჩევლად ეროვნული […]
მეთიუ მილერი – აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ – გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულებას. „აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა […]
ბლინკენი: აშშ საქართველოსთვის დამატებითი სანქციების დასაწესებლად ემზადება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ შეერთებული შტატები მზადაა საქართველოში ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე პასუხისმგებელ პირებს დამატებითი სანქციები დაუწესოს და პროცესებზე რეაგირებისთვის მის ხელთ არსებულ სხვადასხვა საშუალების გამოსაყენებლად ემზადება: “შეერთებული შტატები საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია 32 წელზე მეტია. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი საერთო სიყვარულს და იმ სურვილს, რომ ვიხილოთ საქართველო ევრო-ატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ […]
გაი ვერჰოფშტადტი საქართველოში არსებულ ვითარებაზე – სასწრაფოდ საჭიროა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა სანქციების დასამტკიცებლად

ბელგიელი ევროპარლამენტარი და ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გაი ვერჰოფშტადტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა სანქციების დასამტკიცებლად. „საქართველოში ოპოზიციის ლიდერებზე ძალადობრივი ზეწოლა ევროკავშირის მოქმედებას მოითხოვს. სასწრაფოდ საჭიროა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა სანქციების დასამტკიცებლად!“- წერს ბელგიელი ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე.