რუსეთში ღვინის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები ევროკავშირის ქვეყნები არიან

ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) ინფორმაციით, რუსეთში ღვინის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები ევროკავშირის ქვეყნები არიან. 2023 წელს რუსეთში 211 მლნ დოლარის ღვინო შევიდა ლიეტუვადან, თითქმის 172 მლნ დოლარით მეორე ადგილზეა იტალია. ყველაზე მსხვილ ექსპორტიორებს ხუთეულში საქართველოსთან ერთად ასევე არიან ევროკავშირის წევრები ლატვია და პოლონეთი, 154 მლნ და 41 მლნ დოლარით.
“ჩემი აზრით, ოსიმენი მომდევნო სეზონში “იუვენტუსში” იქნება” – იტალიელი ჟურნალისტი

“ნაპოლიდან” “გალათასარაიში” განათხოვრებული ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი შესაძლოა, ზაფხულში “იუვენტუსში” გადავიდეს, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ფრანჩესკო ოპინი ავრცელებს. მისი აზრით, ტრანსფერის შანსს კრისტიანო ჯუნტოლის ფაქტორი ზრდის, რომელიც წლების განმავლობაში “პარტენოპეის” სპორტული დირექტორი იყო და ნიგერიელთან კარგი ურთიერთობა აქვს. “ვფიქრობ, “იუვე” ზაფხულში ფორვარდს შეიძენს და მას პირადად ჯუნტოლი შეარჩევს, ის კი არჩევანს ვიქტორზე გააკეთებს. ჩემი აზრით, […]
„აშშ-ს განცხადება არის ნეგატიური სიგნალი საერთაშორისო თანამეგობრობისა და ბიზნესისთვის, რაც გამოიწვევს იმ ინვესტიციების შემცირებას, რომელიც ასე სჭირდება საქართველოს“

„აშშ-ს განცხადება არის ნეგატიური სიგნალი საერთაშორისო თანამეგობრობისა და ბიზნესისთვის, რაც გამოიწვევს იმ ინვესტიციების შემცირებას, რომელიც ასე სჭირდება საქართველოს“ აშშ-ს განცხადება არის ნეგატიური სიგნალი საერთაშორისო თანამეგობრობისა და ბიზნესისთვის, რაც გამოიწვევს იმ ინვესტიციების შემცირებას საქართველოში, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას, – ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ფინანსისტმა თემურ ბასილიამ „კომერსანტთან“ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოსთან […]
დაკავებისას ალეკო ელისაშვილის მიმართ განხორციელდა სერიოზული ძალადობა – ადვოკატი

დაკავებისას ალეკო ელისაშვილის მიმართ განხორციელდა სერიოზული ძალადობა – ცემის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი, სახეზე აქვს დაზიანებები, ჩალურჯებები, სისხლჩაქცევები, შესაძლოა, ნეკნი მოტეხილი ჰქონდეს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, ალეკო ელისაშვილი ძალის გამოყენებით დააკავეს. როგორც უფლებადამცველი ამბობს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დაზიანებები აქვს სახის და ასევე, ზურგის არეში. „გუშინ […]
“მიმართვა ჩემს სპეცრაზმელ ძმას…” – რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი ნაზღაიძე?

გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და თავის ძმას მიმართავს, რომელიც სპეცრაზმში მუშაობს.
მედია აშშ-ის და რუსეთის სამხედრო შტაბების მეთაურთა სატელეფონო საუბრის შესახებ იუწყება

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელ ჩარლზ ბრაუნს. ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია ABC და გამოცემა New York Times-ი იუწყებიან პენტაგონში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. ABC-ს ინფორმაციით, გერასიმოვმა ბრაუნს 27 ნოემბერს დაურეკა და გააფრთხილა, რომ ხმელთაშუა ზღვაში რუსული სამხედრო გემებიდან იგეგმებოდა ზებგერითი რაკეტების გამოცდა და ამერიკულ […]
სამხრეთ კორეის პოლიციამ პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება შესაძლოა აჯანყების მუხლით დაიწყოს

სამხრეთ კორეის პოლიციამ პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო გამოძიება შესაძლო აჯანყებასთან დაკავშირებით დაიწყო, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ შეიტანა საჩივარი იუნისა და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში მონაწილე სხვა საკვანძო ფიგურების წინააღმდეგ. BBC-ი წერს, რომ აჯანყება არის დანაშაული, რომელიც პრეზიდენტის იმუნიტეტს აღემატება და შეიძლება […]
ხობის ცენტრალურ პარკში, საბავშვო ატრაქციონები მოეწყო

ხობის ცენტრალურ პარკში ატრაქციონების მოწყობის პირველი ეტაპი დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტი „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის” ინიციატივის ფარგლებში, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების თანადაფინანსებით ხორციელდება. „ცენტრალურ პარკში საბავშვო ატრაქციონების მოწყობის შესახებ წინადადება „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის” ინიციატივის ფარგლებში მოქალაქეებთან გამართული კონსულტაციის შედეგად შეირჩა. პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 200000 ლარს შეადგენს, ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს“,- აღნიშნულია […]
„ჯავშნები აქტიურად უქმდება“ – როგორ აისახება არსებული ვითარება ტურიზმზე? (bm.ge)

Salt Projects-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ვალერი ჩეხერია ამბობს, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და სწრაფად გადაიდგას ნაბიჯები ევროპულ გზაზე დაბრუნებისთვის, ვინაიდან მისივე თქმით, არსებული ვითარება ნეგატიურად აისახება როგორც მთლიანად ქვეყანაზე, ისე ტურიზმის ინდუსტრიაზე. მან BMGTV-ის გადაცემა “საქმიან დილაში” აღნიშნა, რომ სასტუმროებში ჯავშნები აქტიურად უქმდება. “ტურიზმის განვითარებას სჭირდება ძალიან სტაბილური გარემო. როდესაც საერთაშორისო პრესა აშუქებს, რაც […]
ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ შრომის ბიულეტენს

სადაო საკითხი ეხებოდა უკანონო გათავისუფლებას. გათავისუფლების საფუძვლად დამსაქმებელმა მიუთითა რეორგანიზაცია (სშკ, 47.1.ა), ხოლო გათავისუფლებული დასაქმებული (მოსარჩელე) დავისას მიუთითებდა, რომ რეალურად განხორციელდა საწარმოს გადაცემა (სშკ, 50). დადგინდა, რომ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, შპს „კ–ბა“ გარდაიქმნა ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ად“. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა (დამსაქმებელთა) მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოებების დადასტურება, რომ რეორგანიზაციის შედეგად ლ.შ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა […]