“გომელაურ-ხარებათი დაწყებული, კობახიძე-კალაძეთი დამთავრებული, ისევე დაყრის, როგორც ასლან აბაშიძემ საკუთარი დაცვის უფროსი“ – ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

“გომელაურ-ხარებათი დაწყებული, კობახიძე-კალაძეთი დამთავრებული, ისევე დაყრის, როგორც ასლან აბაშიძემ საკუთარი დაცვის უფროსი“ – ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 2004 წელს იხსენებს, როდესაც 1991-2004 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველი, ასლან აბაშიძე ქვეყნიდან წავიდა და პარალელს დღევანდელობასთან ავლებს. “2004 წელს ასლანი რომ გაიქცა და მისი სანახების დათვალიერება დავიწყე ორი ნიშანდობლივი რამ ჩამრჩა მეხსიერებაში. […]
მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს

მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს, – ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაითმა დაადასტურა. უაითის თქმით, რუსეთის სახელით გამომსვლელი მებრძოლისა და დვალიშვილის ბრძოლა 18 იანვარს (საქართველოს დროით 19 იანვარს) ინგლევუდში, კალიფორნიაში შედგება. შეგახსენებთ, რომ 33 წლის მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი მიმდინარე […]
აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი კვლავ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ რჩება

აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი კვლავ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ რჩება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაშავებულის მამიდამ, ეკა თირქიამ განუცხადა. მისი თქმით, ბიჭს ხვალ კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდება და ექიმები ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როდის გამოაღვიძონ. ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის […]
4 ოპოციზიური კოალიცია: დღეიდან ამოქმედდება ჩვენი გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი

ოთხი ოპოზიციური კოალიციის ლიდერებმა ერთობლივ ბრიფინგზე თქვეს, რომ დღეიდან ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც საზოგადოებას “მუდმივად მიაწვდის განახლებებს და შეფასებებს პოლიტიკური ოპოზიციისგან, რათა ჰქონდეთ ადეკვატური ინფორმაცია ყველაფერ იმაზე, რაც ხდება”. ბრიფინგზე კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა საზოგადოებას, პოლიციასა და ქართულ ოცნებას მიმართა. მან საჯარო სექტორში დასაქმებულებს დაუმორჩილებლობისკენ, ქართულ ოცნებას კი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნისკენ […]
ზურა დათუნაშვილს დაზიანება აქვს ყელის არეში, შესიებული აქვს თვალი, მანქანაში ჩასმის დროს ურტყამდნენ გვერდებში – ადვოკატი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, ზურა დათუნაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული. ის ამ დროისთვის დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა, ბექა კვინიკაძემ განუცხადა, დათუნაშვილს დაზიანებები აღენიშნება. „ზურა დათუნაშვილს ხილული დაზიანება აქვს ყელის არეში და ასევე, მარცხენა თვალი აქვს შესიებული. მანქანაში ჩასმის დროსაც გვერდებში ურტყამდნენ, მაგრამ ახლა გვერდებში არაფერი აღენიშნებოდა. თვითონ თავს მხნედ გრძნობს. დაკავებულია,173-ე მუხლით, ადმინისტრაციული […]
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით აქციებზე ნაცემმა 319-მა პირმა მიმართა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე 319 განცხადებაა შესული. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით. უწყება ირწმუნება, რომ გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „სამსახურმა, ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და […]
ლაშა ბაქრაძე – რაც უფრო გაიზრდება ძალადობა, მით უფრო სერიოზული იქნება დასავლეთიდან წნეხი და ამ ძალადობაზე არა მარტო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც მოუწევთ პასუხი აგონ

კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლაშა ბაქრაძის განცხადებით, რაც უფრო გაიზრდება საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ძალადობა, მით უფრო სერიოზული იქნება დასავლეთიდან წნეხი. როგორც მან ოპოზიციურ პარტიებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებას მოუწევს არა მარტო ქვეყნის შიგნით აგოს პასუხი, არამედ ქვეყნის გარეთაც. „დასავლეთიდან წნეხი გაიზრდება. ჩვენ ამას ვნახავთ ახლა ეუთოს მინისტერიალზეც, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის ვოიაჟი არ იქნება მისთვის […]
ბარიერგადალახული ოთხი პარტია დღეიდან საინფორმაციო ცენტრს აამოქმედებს, რომლითაც საზოგადოებას მიმდინარე მოვლენებზე ინტენსიურად მიაწვდის ინფორმაციას

ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია დღეს საინფორმაციო ცენტრს აამოქმედებს, რომელიც საზოგადოებას მიმდინარე მოვლენებზე განახლებულ ინფორმაციასა და პოლიტიკური ოპოზიციის შეფასებებს მიაწვდის. აღნიშნულის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, საზოგადოებას ადეკვატური ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ყველაფერ იმაზე, რაც ხდება. „დღეიდან ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მუდმივად მოგაწვდით განახლებებს და შეფასებებს პოლიტიკური ოპოზიციისგან, […]
თეონა აქუბარდია – დასავლელ პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ, რათა სანქციები ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმსა და იმ დამნაშავეებს შეეხოთ, რომლებიც მოქალაქეების წინააღმდეგ სისტემურად უხეშ ძალას იყენებდნენ

ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ სანქციები ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმსა და იმ დამნაშავეებს შეეხოთ, რომლებიც თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ სისტემურად უხეშ ძალას იყენებდნენ – ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არა საქართველოს მოქალაქეები, არამედ სწორედ ივანიშვილის რეჟიმი იყოს დასჯილი – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის სამართლებრივი საქმიანობის ნაწილი საჯარო მოხელეების სამართლებრივი […]
დიდი ბრიტანეთი ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქციის სატელევიზიო და ონლაინ რეკლამას აკრძალავს

2025 წლის ოქტომბრიდან დიდი ბრიტანეთი აკრძალავს ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქციის სატელევიზიო და ონლაინ რეკლამას. ამის შესახებ Independent–ი წერს. აკრძალვა გავრცელდება ყველა საკვებსა და სასმელზე, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც არაჯანსაღი მთავრობის ახალი რეიტინგის სისტემის მიხედვით, რომელიც დაფუძნებულია საკვებში მარილის, ცხიმის, შაქრისა და ცილის შემცველობაზე.