შსს-ს თანახმად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს

შსს-ს განცხადებით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს. “ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ნ.ჯ. ხოლო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები არიან 1999 წელს დაბადებული ა.კ. და წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული ს.ს.” მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით […]

პრემიერი – ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები და როგორც კი შევედით და ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა – კულტურულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით ძალადობის აღკვეთამდე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფომ ძალადობის აღსაკვეთად „კულტურულად იმოქმედა“. როგორც მან აღნიშნა, ძალადობის აღკვეთას რამდენიმე დღე დასჭირდა. „ჩვენ გარკვეული დრო მოვანდომეთ, საბოლოო ჯამში, ძალადობის აღკვეთას. აქაც კულტურულად იმოქმედა სახელმწიფო სისტემამ. ყველა რგოლი გავიარეთ სათანადოდ. ეს იყო კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურები, რაშიც იყო ჩართული შსს, პროკურატურა, სასამართლო ხელისუფლება. რამდენიმე დღე დასჭირდა ძალადობის აღკვეთას, თუმცა, საბოლოო ჯამში, […]

გიორგი ვაშაძე – ბოროტი დიქტატორის მიერ სამართლიან პროტესტში მონაწილე ახალგაზრდების დაკავება ნიშნავს, რომ რეჟიმი შეშინებულია

ბოროტი დიქტატორის მიერ სამართლიან პროტესტში მონაწილე ახალგაზრდების დაკავება ნიშნავს, რომ რეჟიმი შეშინებულია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბრძანებების გამცემმა და შემსრულებლებმაც უნდა იცოდნენ, რომ ხალხის პროტესტს ვერ შეაჩერებენ. „ბრძანების მიმცემმაც და შემსრულებლებმაც უნდა იცოდნენ, რომ ასე ვერ შეაჩერებენ ხალხის პროტესტს და კიდევ უფრო მეტი გაბრაზებული ადამიანი […]

ირაკლი კობახიძე – მინდა მოვუწოდო ახალგაზრდების მშობლებს, საკუთარი შვილები მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას – ვიზრუნებთ, რომ ასეთი კერები მაქსიმალურად მოიშალოს ქვეყანაში

მინდა მოვუწოდო განსაკუთრებით ახალგაზრდების მშობლებს, საკუთარი შვილები მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას – ვიზრუნებთ იმაზე, რომ ასეთი კერები მაქსიმალურად მოიშალოს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ლიბერალური ფაშიზმის უკან თავიდან ბოლომდე უცხოური დაფინანსება დგას. კობახიძის მტკიცებით, განსაკუთრებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი უცხოური ფული დაიხარჯა ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელებაზე […]

ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ შრომის ბიულეტენს

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით შრომის ბიულეტენი პასუხობს შეკითხვაზე: აქვს თუ არა უფლება დამსაქმებელს დაქვითოს ანაზღაურება თუ შრომა არ არის მოცდენილი დასაქმებულის ბრალეულობით? საქართველოს შრომის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, · თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დასაქმებულს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს შრომის ანაზღაურება სრულად მიეცემა. · დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ […]

ირაკლი კობახიძე – გადავიდნენ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე – თუ ვინმეს რაიმე სიის უნდა ეშინოდეს, ესენი რადიკალები არიან – ვიმოქმედებთ – ამას ვპირდებით ყველას

თუ ვინმეს რაიმე სიის უნდა ეშინოდეს, ესენი რადიკალები არიან. ჩვენ ვიმოქმედებთ – ამას ვპირდებით ყველას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე, „მთავარი არხის“ მიერ აქციების დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელების სიის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განაცხადა. აღნიშნულს კობახიძე ფსიქოლოგიურ ძალადობას უწოდებს. „როდესაც ფიზიკურად ვეღარ ძალადობდნენ, როდესაც ამის რესურსი ამოიწურა, გადავიდნენ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რაც ლიბერალური ფაშიზმისთვისაა დამახასიათებელი. დაიწყეს […]

ანა დოლიძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება, 110 მილიონი ლარი ხელოვნებისა და მედიის სფეროს უნდა მოხმარდეს

კიდევ ერთი გამარჯვება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, ეს არავაჟკაცი, გიორგი გვიმრაძე,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს უნდა ემსახურებოდეს. „კიდევ ერთი გამარჯვება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, ეს არავაჟკაცი, გიორგი გვიმრაძე. მას შეგვიძლია დავუძახოთ ჭუჭყი. საზოგადოებრივი მაუწყებელი […]

პარლამენტის IT ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა, ალექსანდრე ძაძამიამ თანამდებობა დატოვა

საქართველოს პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა, ალექსანდრე ძაძამიამ თანამდებობა დატოვა. ალექსანდრე ძაძამია სოციალურ ქსელში წერს: “საკუთარი სინდისის ხმა ყველზე ღირებულია” და აქვეყნებს ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. · გადახედვა პოლიტიკა დეა მეტრეველი მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთი დუმბაძეს გადადგომისკენ მოუწოდებს დეა მეტრეველი მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთი დუმბაძეს გადადგომისკენ […]

ესპანეთმა „კლიმატური შვებულება“ შემოიღო

ესპანეთმა ანაზღაურებადი „კლიმატური შვებულება“ შემოიღო. „ევროპულსის“ ინფორმაციით, შვებულებით სარგებლობა შესაძლებელია ექსტრემალური ამინდის პირობებში. მოსალოდნელი სახიფათო ამინდის შესახებ ოფიციალური გაფრთხილების შემთხვევაში (წყალდიდობა, ქარიშხლები, ექსტრემალური სიცხე), თანამშრომლები ანაზღაურების დაკარგვის გარეშე სახლში დარჩებიან ოთხი დღის განმავლობაში. თუ ოთხი დღე საკმარისი არ არის, დასაქმებულებს შეეძლებათ სამუშაოდ ნახევარ განაკვეთზე დაბრუნება. კანონი მიღებული იქნა ოქტომბრის ბოლოს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, როდესაც სამხრეთ-აღმოსავლეთ […]

ხმაური ხაშურში – მოქალაქეებს საკრებულოს სხდომაზე არ უშვებენ

ამ წუთებში ხაშურში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – ადგილობრივები სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და ხელისუფლების მიერ ევროპული კურსიდან გადახვევას აპროტესტებენ. ამას გარდა, მოქალაქეები ამბობენ, რომ ხაშურის მერმა, თენგიზ ჩიტიაშვილმა მათ “მონები” და “ნაცები” ეძახა, რამაც ხაშურელების გაღიზიანება კიდევ უფრო გაამწვავა, რის გამოც ევროპული მომავლის მცველებს საკრებულოს სხდომაზე შესვლა და დამოუკიდებელი […]