“ერთი “ქოცი” მაღალჩინოსანია… არ დავწერდი ახლა სადისტების მხარეს რომ არ იდგეს” – მამუკა ღლონტი

ერთი “ქოცი” მაღალჩინოსანია. სანამ გაქოცდებოდა, მანამ ვიცნობდი. ერთხელ ფული მთხოვა – ჩემთვის არც ისე ცოტა. „ბავშვებს ვერ ვუშვებ სკოლაშიო. ერთ კვირაში ხელფასს ვიღებ და დაგიბრუნებო“. ნუ, როგორც მოსალოდნელი იყო, არ დამიბრუნა. გამოხდა ხანი, და დედაჩემი გახდა ავად. საავადმყოფოში მეწვინა, რაც მქონდა დანაზოგი, გამითავდა. ვისაც ვალი ჰქონდათ, მივწერე, რა დღეშიც ჩავვარდი – „დედა მიკვდება, ფული გამითავდა“ […]
“ლიონმა” მიქაუტაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

“ლიონი” გიორგი მიქაუტაძეს არც გაანათხოვრებს და არც გაყიდის, ამის შესახებ ინფორმაციას Lyon Foot-ი ავრცელებს. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ Tuttosport-ი წერდა, რომ ქართველი ფორვარდის გადაბირებით “იუვენტუსი” ინტერესდებოდა. მიუხედავად ამისა ფრანგულ კლუბს 23 წლის ფორვარდთან განშორება არ სურს. “მიქაუტაძემ რამდენიმე ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია. “იუვენტუსს” გიორგის დამატება იჯარით და შემდგომ 20 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით სურს, თავდამსხმელი “ვესთ […]
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი კობახიძეს ესაუბრა და საქართველოში ვიზიტს გეგმავს

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი გამოთქვამს მზადყოფნას, „აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ყველა შესაბამის პარტნიორთან, სამოქალაქო საზოგადოების ჩათვლით, მიმდინარე კრიზისის დასაძლევად“ საქართველოში. ევროსაბჭოს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 3 და 4 დეკემბერს ალენ ბერსეტი „ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. დაძაბული ვითარებისა და მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, გენერალურმა მდივანმა გამოხატა ევროსაბჭოს შეშფოთება მზარდი პოლარიზაციისა და პოლიტიკური ჩიხის […]
Amnesty International-ი “გენოციდს” უწოდებს ისრაელის მოქმედებას ღაზის სექტორში

ბრიტანეთში მდებარე უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი აცხადებს, რომ ისრაელმა ჩაიდინა და განაგრძობს გენოციდს ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელების წინააღმდეგ. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ორგანიზაციამ 4 დეკემბერს გამოაქვეყნა. როგორც რადიო თავისუფლების ირანული სამსახური აღნიშნავს, ღაზის სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებების 14 წლის განმავლობაში ეს ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის პირველი ანგარიშია, რომელსაც “ამნესტი ინტერნეიშენლი” საერთაშორისო საზოგადოებისათვის “საგანგაშო სიგნალს” უწოდებს […]
“20-22 წლის ბიჭები თავპირდალეწილები… არასდროს ასეთი რამ არ მინახავს” – ექიმის წერილი

ცუდ ხასიათზე ვარ ! ძალიან გაბრაზებულიც , ნაწყენიც და დათრგუნულიც. ბოლო 36 საათი გავატარე კლინიკაში მორიგეობაზე. არავის ვუსურვებ ნახოს ის კადრები რაც მე ამ მორიგეობაზე ვნახე. აქციიდან მოყვანილი 20-22 წლის ბიჭები უსისხლო უგულო პოლიციელების მიერ თავპირდალეწილები (არაფერს ვამატებ),ზოგი მათგანი ისეთ მდგომარეობაში იყო სული ეწვოდათ ყვიროდნენ გაუგებრად, ტიროდნენ ხელ-ფეხს იქნევდნენ გაუაზრებლად. ათობით ადამიანი ვნახე მორიგეობაზე ამ […]
“ეს ჩემი უბნელები, რომლებიც, რომ გეკითხა, გიჟდებოდნენ ზურაზე, მაგრამ ეხლა ქოცანდარობენ, რა პირით შეხედავენ მამამისს თვალებში!” – ქეთი ენუქიძე

ზურა დათუნაშვილი ჩემი უბნელია… მამამისს არაჩვეულებრივი მეგობარი ჰყავდა, ჩემი კარის მეზობელი – ზურა ბანეთიშვილი, რომელიც 30 წლის ასაკში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა… მთელი უბანი შოკირებული იყო… ყველა გლოვობდა… მესამე ბიჭი რომ ეყოლათ დათუნაშვილებს, მისი სახელი დაარქვეს. ზურა დათუნაშვილი ზურა ბანეთიშვილის მოსახელეა. ჩვენი საკუთარი და ყველასთვის საყვარელი ჩემპიონი. ლომივით გადაფოფრილი მამის მესამე ბიჭი. სიყვარულით და მზრუნველობით […]
სტრასბურგმა “წვრთნების საქმეზე” დავით კეზერაშვილისთვის უფლების დარღვევა დაადგინა

სტრასბურგის სასამართლომ ფორმულას დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ე.წ. წვრთნების საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა, კერძოდ, სასამართლოს მიუკერძოებლობის ნაწილში. გადაწყვეტილების თანახმად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა: კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა ობიექტური [სასამართლოს] მიუკერძოებლობის ნაკლებობაზე. მასალა ახლდება *** ლაპარაკია ე.წ. წვრთნების საქმეზე – პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში […]
აშშ ემზადება მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების, მათ შორის დამატებითი სანქციების გამოსაყებნებლად – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. „ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატები ოცდათორმეტ წელზე მეტია საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია. ჩვენი პარტნიორობა ემყარება თავისუფლებისა და დემოკრატიის სიყვარულს, ასევე სურვილს, საქართველო ვიხილოთ ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ გვიმუშავია საქართველოს მთავრობებთან და ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს ეკონომიკის, განათლების სისტემის განვითარებისთვის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, […]
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე, $104 000–მდე გაიზარდა

ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე, $104 000–მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან (1 იანვარი) ბიტკოინი ჯამში 126%-ით გაძვირდა. ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ დოლარს აღწევს, ხოლო კრიპტოინდუსტრიის საერთო შეფასება 3 ტრილიონ 900 მილიარდი დოლარია. ნოემბერში კრიპტოვალუტამ გაძვირება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელიც დონალდ ტრამპმა მოიგო. მაშინ ბიტკოინის ფასი 68 000 დოლარი იყო. ეს […]
გაერო – ს გენერალური მდივანი საქართველოში მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება შემდგომი ძალადობა გამოიწვიოს

შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ხაზს ვუსვამთ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების პატივისცემის მნიშვნელობას, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა. მისი თქმით, თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ყველა ცნობა დროულად და სრული გამჭვირვალობით იქნას გამოძიებული. „გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა აქტორს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ძალადობა […]