“დამაკავეს და მცემეს – ჯოჯოხეთს უწყობენ ადამიანებს!” – მსახიობი გიორგი ნაკაშიძე

მსახიობი გიორგი ნაკაშიძე წერს, რომ დაკავებული ჰყავდათ, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. “სახლში ვარ უკვე. მეგობრის შვილის გამოსაყვანად შევედი წინა პერიმეტრზე. დამაკავეს სამ კაცთან ერთად, მანქანაში შემტენეს და ფიზიკურად გაგვისწორდნენ, გადამცეს პატრულს, რომელიც სპეცრაზმისგან განსხვავებით კარგად გვექცეოდა მეც და იქ მოყვანილ ადამიანებს, ჯოჯოხეთს უწყობენ ადამიანებს! დიდი მადლობა ყველას, ვისაც გული შეგტკივათ! მიყვარხართ ყველა განურჩევლად სხვადასხვა შეხედულებებისა! […]

“ზურგის ტრამვა, სახეზე სისხლნაჟღენთები” – რას ამბობს სახალხო დამცველი ალეკო ელისაშვილი

სახალხო დამცველის აპარატმა კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მოინახულა, რომელიც დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მათი ინფორმაციით, ელისაშვილს დაზიანებები სახისა და ზურგის არეში აღენიშნება. დაკავებული ალეკო ელისაშველის მიმართ პოლიციელების მხრიდან მისი დაკავებისას განხორცილდა არაპროპორციული ძალა, ჩვენ ის გუშინვე მოვინახულეთ, მას აღენიშნება დაზიანებები სახის არეში სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით, ამასთან იგი მიუთითებს ცემის შედეგად […]

ნანა მალაშხია მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ნანა მალაშხია, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი. მოსამართლემ მას 500-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა 17 ნოემბერს, 24- საათიანი საპროტესტო აქციის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩების გადაკეტვაში მონაწილეობისთვის. „არ გამჩენია აზრი, რომ მოსამართლე იმყოფებოდა დარბაზში, რადგან მეგონა, რომ იქ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი წარმომადგენელი. რა აზრი აქვს […]

ნოემბერში მწვანილი 85%-ით, ნიორი კი 62%-ით გაძვირდა – რომელია ტოპ 5 გაძვირებული საქონელი?

გასულ თვეში ფასები წლიურად 1.3%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.3 პროცენტი შეადგინა. ნოემბერში გაძვირებული ტოპ 5 პროდუქტი შემდეგია: – მწვანილი – 85% – ნიორი – 62%; – პომიდორი – 49%; – კიტრი – 45%; – წიწაკა – 43%.

ინგლისის ბანკმა 2025 წელს განაკვეთები შესაძლოა ოთხჯერ შეამციროს

ინგლისის ბანკმა 2025 წელს შესაძლოა ოთხჯერ შეამციროს ძირითადი საპროცენტო განაკვეთი თუ მარეგულირებლის პროგნოზები ბრიტანეთის ეკონომიკაზე ახდება – განუცხადა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ენდრიუ ბეილიმ Financial Times-ს. მარეგულირებელი ინფლაციის და, შედეგად, განაკვეთის შემცირების ტემპის რამდენიმე სცენარს განიხილავს, ამასთან მისი თქმით, სესხის აღების ხარჯების თანდათანობითი შემცირების სცენარი საბაზისოა. მან აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოში ინფლაცია ერთი წლის წინ მოსალოდნელზე […]

საქართველო წინა ხელისუფლების შეცდომებს იმკის – ზვიად ციკოლია

სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვეყანაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და Facebook-ის პირად გვერდზე წერს: “წინა ხელისუფლებების შეცდომებს იმკის საქართველო”. ზვიად ციკოლია, რომელმაც საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობის შემდეგ საათების და სხვა აქსესუარებისა თუ სუნამოებს საკუთარი ბრენდი შექმნა, ინსტიტუციების რეფორმირების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც სახელმწიფო ინტერესები, პარტიულზე მაღლა იქნება. “იმედია შემდეგნი გაითვალისწინებენ და შესაბამის რეფორმებს […]

დავით კეზერაშვილი – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩემ მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩემ მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება – სტრასბურგის სასამართლო არ არის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში ეროვნულ დონეზე წარმოდგენილ ბრალდებაზე მსჯელობს და განაჩენს გადასინჯავს, ამიტომ ჩემი ბრალეულობის დადასტურებაზე მითითება არაკეთილსინდისიერი მანიპულაციაა, რამდენადაც სტრასბურგის სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია საქმის არსობრივ მხარეზე,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით […]

მეგან მარკლი ჰოლივუდში გამართულ წვეულებაზე გამოჩნდა – Marao

ოთხშაბათს, სასექსის ჰერცოგინია ბევერლი ჰილზში გამართულ წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ტაილერ პერისთან ერთად გადაიღო სურათები 43 წლის მეგანს უილშირის სასტუმროში ყოფნისას ოსკარ დე ლა რენტას შავი კაბა ეცვა. კაბას მან Logan Hollowell-ის ბრილიანტის ყელსაბამი და ლორეინ შვარცისა და ენგენდერის ბეჭდები შეუხამა – აქსესუარების ჯამური რაოდენობა 20,000 დოლარია. მეგანს ხელზე ასევე ეკეთა 6,360 დოლარის ღირებულების “კარტიეს” სამაჯურიც. […]

“სამწუხაროა, რომ 13 ბიზნესასოციაცია იმაღლებს ხმას და BAG – არა” – ფადი ასლი

იმ 13 ბიზნესასოციაციასა და ორგანიზაციას შორის, რომლებიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან ამოღებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნება, ერთ-ერთი საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატაა. როგორც ICC-ის თავმჯდომარე ფადი ასლი “ანალიტიკასთან” ინტერვიუში აღნიშნავს, ორგანიზაციის 3-დღიანი გაფიცვა სიმბოლური აქტია და მკაფიო მესიჯს უგზავნის პროევროპული დემონსტრაციის მონაწილეებს.