მოქალაქეები იხსენებენ, რა ნივთები მოჰპარეს ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა

აქციაზე დაკავებული და ნაცემი მოქალაქეები ამბობენ, რომ სპეცრაზმელებმა პირადი ნივთები წაართვეს, რომლებიც მათთვის არავის დაუბრუნებია. უმეტეს შემთხვევაში საუბარია მობილურ ტელეფონებზე. თუმცა დაკარგულ ნივთებს შორისაა ფეხსაცმელი, ქურთუკი, ყურსასმენი, სათვალე და ა.შ. როგორც აქციაზე ნაცემი მოქალაქეები ჰყვებიან, მას შემდეგ, რაც რამდენიმე სპეცრაზმელი ერთ მოქალაქეს სასტიკად გაუსწორდება, მათ პოლიციას აბარებენ. პოლიციელები ადმინისტრაციული წესით აკავებენ და გადაჰყავთ იზოლატორებში, ან […]
“ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე საგანგაშოდ ბევრი დაკავებული მიუთითებს” – იოსელიანი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულების უდიდესი ნაწილი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. “სახალხო დამცველის აპარატი მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული და დაშავებული პირების მონახულებას უწყვეტად განაგრძობს. ამ დროისთვის, ჩემმა რწმუნებულებმა 260 ადამიანი მოინახულეს – სამწუხაროა, რომ აქედან 188 მოქალაქე პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. ჩვენი აპარატის წარმომადგენლებს ვიზიტები ჰქონდათ: თბილისში; ბათუმში; […]
ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ რკინასავით მტკიცეა – აშშ–ის საელჩო

აშშ–ის საელჩო, ახალი ქარდით პასუხობს ქართულ ოცნებას: http:// საელჩო, ასევე აქვეყნებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას: ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატები ოცდათორმეტ წელზე მეტია საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია. ჩვენი პარტნიორობა ემყარება თავისუფლებისა და დემოკრატიის სიყვარულს, ასევე სურვილს, საქართველო ვიხილოთ ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ გვიმუშავია საქართველოს მთავრობებთან და ქართველ ხალხთან ერთად […]
“ვინაა კიმბერლი ლოუ, რომელიც საზმაუმ EU-ში ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენლად წარადგინა” – “მითების დეტექტორი”

მითების დეტექტორი კიმბერლი ლოუს შესახებ, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა EU-ში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენლად წარადგენა, ვრცელ სტატიას აქვეყნებს. · საზმაუს ეთერში ლოუმ განაცხადა, რომ აშშ-ს სურს დაეხმაროს საქართველოს მთავრობას ევროკავშირში შესვლისთვის მუშაობის გაგრძელებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ქმედებები საქართველოს მიმართ უსამართლო იყო. ლოუს კომენტარი სხვა მედიასაშუალებებმა, მათ შორის, პროსახელისუფლებო მედიამ გაავრცელა და ის, საზოგადოებრივი […]
“სიცოცხლე ქურდებს” – გდდ-ს თანამშრომლები “ხარებმა” გორში აქეიფა – მედია

ტვ პირველის ცნობი, დარბევაში მონაწილე გდდ-ს თანამშრომლები “ხარებმა” გორში აქეიფა. “ტვ. პირველმა” მოიპოვა ჩანაწერი, სადაც ისმის, როგორ ყვირიან მთვრალი სამართალდამცველები. “გაუმარჯოს გდდ-ს და სიცოცხლე ქურდებს” – ისმის ჩანაწერში. ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ მოქალაქეების დარბევისა და ანგარიშსწორების ფონზე, პოსტი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, პოლკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშვილმა დატოვა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, გადადგა დარბევის დეპარტამენტის უფროსი და […]
ზვიად შალამბერიძე ზელენსკის მიერ დაწესებულ სანქციებზე – არასდროს გადამიდგამს ნაბიჯები, რომლებიც ზიანს მიაყენებდა უკრაინას – ეს გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ზოგჯერ პოლიტიკური ინტერესები გონიერებას გასცდეს

საქართველოს პარლამენტის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირებას განცხადებით პასუხობს. ზვიად შალამბერიძე უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრისთვის „მადლობის“ ნიშნად, დღეს მისი სახელი და გვარის სანქცირებულთა სიაში აღმოჩენა მოუწია. როგორც შალამბერიძე აცხადებს, ეს ნამდვილად უნიკალური მაგალითია იმისა, […]
მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება და ამ კურსს მტკიცედ მიუყვება

ევროკავშირს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, შესაბამისად განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. მისი თქმით, „საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობისთვის უმტკიცესი საფუძველი შექმნა და […]
მედია – ეუთო-ს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლისას დარბაზი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს დელეგაციამ დატოვა

ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გამოსვლისას ზოგიერთი ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ლავროვის სიტყვით გამოსვლის დაწყებამდე ეუთო-ს პლენარული შეხვედრების დარბაზი დატოვა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გეორგი ტიხის განცხადებით, ლავროვის გამოსვლის წინ დარბაზი დატოვეს საქართველოს, […]
გიორგი გახარია – თუ „ოცნებამ“ შეირჩინა ის, რაც საქართველოს დამართა, მივიღებთ ყველაზე ბნელ, ბოროტ, პროვინციულ ძალას – სასწრაფოდ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაპატიმრებულები და გამოცხადდეს ახალი არჩევნების თარიღი!

თუ „ოცნებამ“ შეირჩინა ის, რაც საქართველოს დამართა ბოლო ორი თვის განმავლობაში, მივიღებთ ყველაზე ბნელ, ბოროტ, პროვინციულ ძალას – ჩვენი მიზანი, ლოზუნგი და მოთხოვნა უნდა იყოს, რომ სასწრაფოდ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაპატიმრებული და სასწრაფოდ გამოცხადდეს ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, მიზნების მისაღწევად უნდა იყვნენ ყველგან […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8274 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8274 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0194 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9767 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9894 ლარს შეადგენდა. […]