“დამაკავეს და მცემეს – ჯოჯოხეთს უწყობენ ადამიანებს!” – მსახიობი გიორგი ნაკაშიძე

მსახიობი გიორგი ნაკაშიძე წერს, რომ დაკავებული ჰყავდათ, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“სახლში ვარ უკვე. მეგობრის შვილის გამოსაყვანად შევედი წინა პერიმეტრზე. დამაკავეს სამ კაცთან ერთად, მანქანაში შემტენეს და ფიზიკურად გაგვისწორდნენ, გადამცეს პატრულს, რომელიც სპეცრაზმისგან განსხვავებით კარგად გვექცეოდა მეც და იქ მოყვანილ ადამიანებს, ჯოჯოხეთს უწყობენ ადამიანებს! დიდი მადლობა ყველას, ვისაც გული შეგტკივათ! მიყვარხართ ყველა განურჩევლად სხვადასხვა შეხედულებებისა! ჩვენს მრავალტანჯულ საქართველოს გაუმარჯოს!!”, – წერს ნაკაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს