ბიტკოინის ფასმა ისტორიაში პირველად გადააჭარბა 100 ათას აშშ დოლარს

ბიტკოინის ფასმა ისტორიაში პირველად გადააჭარბა 100 ათას აშშ დოლარს. ბირჟა Binance-ის მონაცემებით, ბიტკოინის ფასმა 5 დეკემბერს დილით, თბილისის დროით 6:39-ზე 100 ათასი დოლარის ზღვარი გადალახა და ზრდა განაგრძო. დილის 7 საათისთვის ბიტკოინის ფასმა 104 ათას დოლარს მიაღწია. ბიტკოინის ფასის $101000-მდე გაზრდის შესახებ იმავე დროს იტყობინებოდა ვებსაიტი CoinMarketCap, რომელიც 20-ზე მეტი ბირჟის მონაცემებს ითვალისწინებს. ბიტკოინის ფასმა […]
კახა კალაძე – წუხანდელ აქციაზე საზოგადოებამ ვერ ნახა დაშავებული მომიტინგეები და პოლიციელები, ეს მოწმობს იმას, რომ ყველა ქმედება იყო იმ სცენარის ნაწილი, რასაც გარე ძალების მიერ დატრენინგებული ორგანიზატორები გეგმავდნენ

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში წუხელ პირველად გაიმართა აქცია მომიტინგეთა მხრიდან ძალადობისა და ექსტრემისტული დაჯგუფებების მიერ მოწყობილი პროვოკაციების გარეშე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. კახა კალაძის თქმით, მართალია, ძალადობრივი აქციების დროს პოლიტიკოსები ღიად არ ჩანდნენ, თუმცა, ამ ყველაფრის უკან სწორედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები დგანან. „გუშინდელმა დღემ […]
შსს – ინფორმაცია, თითქოს უწყებას სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება და როგორც სამინისტროს, ასევე თითოეული თანამშრომლის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უწყების თანამშრომლები სამსახურს ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება უწყების და თითოეული თანამშრომლის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. რაც შეეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას, შსს-ში აცხადებენ, რომ მან უწყებას სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე პირადი პატაკით […]
დავით კეზერაშვილის ინფორმაციით, თბილისში მდებარე მის სახლში პოლიცია შევიდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ინფორმაციით, თბილისში მდებარე მის სახლში პოლიცია შევიდა. ამის შესახებ კეზერაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. „ისე „გადაფსიხდა“ ე.წ. ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ ამ წუთებში ჩემს სახლში ჩხრეკაზე შედიან. მიდით ბიჭებო, მიაწექით, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!“- წერს კეზერაშვილი.
ამბროლაურის მერია – ამბროლაურის N2 და ლიხეთის საჯარო სკოლების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ამბროლაურის N2 და ლიხეთის საჯარო სკოლების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ორივე სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა შენობის სახურავები, კარ-ფანჯრები, ელ გაყვანილობისა და გათბობის სისტემები, ეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახები. „სკოლები მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ორივე […]
კახა კალაძე – პირდაპირ უნდა ითქვას, რომ უცხოური ძალა აფინანსებდა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას მოსყიდული აგენტურის ხელით

თბილისის მერის შეფასებით, აქციების ძალადობრივი მხარე იმართებოდა იმ ორგანიზაციებიდან და პარტიებიდან, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან. ამის შესახებ კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისივე თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობის წყაროდ ქცეული რადიკალური ორგანიზაციების ფინანსები გამხდარიყო საჯარო. „დღეს უკვე ცხადი გახდა ყველასთვის, რომ აქციის ძალადობრივი მხარე იმართებოდა იმ ორგანიზაციებიდან და […]
ენტონი ბლინკენი – აშშ ეუთო-ს მრავალი წევრის შეშფოთებას იზიარებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი

აშშ ეუთო-ს მრავალი წევრის შეშფოთებას იზიარებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ამას 2014 წლის ავისმომასწავებელი ელფერი დაჰკრავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიასა და რეპრესიებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთი […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 დეკემბერს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში – სიონი, მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ყუდრო, ზურაბები და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 12:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – მუხრანი, ქანდა, ქსანი, […]
ქუთაისის მერიაში ევაკუაცია გამოცხადდა

ქუთაისის მერიაში ევაკუაცია გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ასაფეთქებლის არსებობის შესახებ შევიდა ინფორმაცია.
ნიდერლანდები მოუწოდებს EU-ს, შეაჩეროს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა – საგარეო

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მინისტრი წერს, რომ მომიტინგეების მიმართ ძალადობისა და პოლიტიკოსების დაკავებების გამო, ნიდერლანდები ევროკავშირს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებისკენ მოუწოდებს: “საქართველოში მომიტინგეების და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პოლიტიკოსების დაკავება მიუღებელია. სწორედ ამიტომ, ნიდერლანდები მოუწოდებს ევროკავშირს, შეაჩეროს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები. კარგია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უკვე დააწესეს ინდივიდუალური შესვლის […]