“ჩემი დეიდაშვილი დააკავეს მხეცურად” – ელენე ხოშტარია

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს. მსახიობი საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დააპატიმრეს. როგორც ირკვევა, ის ელენე ხოშტარიას დეიდაშვილია. მსახიობი საკუთარი სახლიდან აიყვანეს, იქამდე მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ელენე ხოშტარია წერს: ჩემი დეიდაშვილი დააკავეს მხეცურად. ყველას გამოვიყვანთ! ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. “დღეს ხელისუფლება გადავიდა კიდევ ახალ ტაქტიკაზე. ეს მეტყველებს იამზე, თუ რამდენად ეშინიათ აქციების. ეშინიათ საქართველოს მოქალაქეების. […]
იუმორისტი ონისე ცხადაძე დააკავეს

იუმორისტი, ონისე ცხადაძე დააკავეს. ინფორმაციას მისი ძმა, ასევე იურმორისტი სანდრო სცადაძე ავრცელებს. როგორც იუმორისტის ძმა წერს, ონისე ცხადაძე ოლიგარქ ივანიშვილის სპეცრაზმმა თერჯოლაში, საცხოვრებელ სახლში დააკავა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
პროკურატურა ელისაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს ბრალი წარუდგინა – უწყების ცნობით, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა 2 დეკემბერს, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე “ოცნების” ერთ-ერთ დამფუძნებელს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ელისაშვილი დაკავებისას, სცემეს. […]
მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიას და რეპრესიებს – ბლინკენი

აშშ ეუთო-ს მრავალი წევრის შეშფოთებას იზიარებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამას 2014 წლის ავისმომასწავებელი ელფერი დაჰკრავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიასა და რეპრესიებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთი […]
ლარი ძალიან იშვიათად უბრუნდება ზუსტად იმ ნიშნულს, საიდანაც დაიწყო ვარდნა, ანუ გაუფასურებული კურსი მაინც დარჩება – ფინანსისტი

ლარი ძალიან იშვიათად უბრუნდება ზუსტად იმ ნიშნულს, საიდანაც დაიწყო ვარდნა, ანუ გაუფასურებული კურსი მაინც დარჩება – ფინანსისტი მკვეთრად გაუფასურებული ლარი საკმაოდ სწრაფად მყარდება. პოლიტიკური მოვლენებისადმის ყველაზე მგრძნობიარე მიმართულება ეტაპობრივად სტაბილურდება, მთავრობაში ითქვა, რომ ეროვნულ ვალუტას არანაირი საფრთხე არ ელის. ამ მოსაზრებას ეკონომისტებიც იზიარებენ და მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური არეულობის დასრულებისთანავე, კურსი ისევ გამყარებისკენ წავა. სავალუტო ბაზარზე […]
აშშ ეუთო-ს მრავალი წევრის შეშფოთებას იზიარებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი – ენტონი ბლინკენი

აშშ ეუთო-ს მრავალი წევრის შეშფოთებას იზიარებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი – ენტონი ბლინკენი აშშ ეუთო-ს მრავალი წევრის შეშფოთებას იზიარებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ამას 2014 წლის ავისმომასწავებელი ელფერი […]
„რა პოლიტიკურ მიზანსაც არ უნდა ისახავდეს ეს სრულიად კომიკური ქმედება, ის აჩვენებს სისტემის მხრიდან ერთგვარი მაჩოს თამაშს“ – ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: „ახლა კეზერაშვილის სახლში რომ შევიდნენ “საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად”, ხომ იციან რომ მაქსიმუმ მკვდარი შავი კატა შეიძლება იპოვონ ბნელ ოთახში. რა პოლიტიკურ მიზანსაც არ უნდა ისახავდეს ეს სრულიად კომიკური ქმედება, შეშინებას, კუნთების თამაშს, თუ კიდევ რამე სხვა უბედურებას, ის აჩვენებს სისტემის მხრიდან ერთგვარი მაჩოს თამაშს, რეალური პოლიტიკური იმპოტენციის ფონზე…“
თინათინ ბერძენიშვილმა მოითხოვა ხელფასი აღარ გაეზარდოს – ვასილ მაღლაფერიძე

თინათინ ბერძენიშვილმა მოითხოვა ხელფასი აღარ გაეზარდოს – ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით თინათინ ბერძენიშვილს ხელფასი აღარ გაეზრდება. 2025 წლის 1 იანვრიდან თინათინ ბერძენიშვილის (დარიცხული) ხელფასი 12 500 ლარიდან 16 250 ლარამდე უნდა გაზრდილიყო. გამოდის რომ მომავალი წლიდან ბერძენიშვილის ხელფასი კვლავ 12 500 ლარი იქნება. როგორც მაღლაფერიძე აცხადებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, […]
“მესტიის მერი მიშვებს სამსახურიდან, აქციაზე იდექიო” – მერიის თანამშრომელი

მესტიის მერიის თანამშრომელი, თამუნა ავალიშვილი წერს, რომ მერმა კახა ჟორჯოლიანმა სამსახურიდან “აქციაზე დგომის” გამო, გაათავისუფლა. “მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანი მიშვებს სამსახურიდან. მიზეზი, რაც განმემარტა: აქციაზე ვიდექი სამსახურის პერიოდში დაახლოებით ნახევარი საათი. მადლობა”, – წერს ავალიშვილი.
„ხარებას თავისი ხალხი ამფეტამინზე ჰყავს, რის გამოც ხშირად ცუდად ხდებიან და საავადმყოფოში გადაჰყავთო“ – ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე: „ახლა მომწერეს, რომ ხარებას თავისი ხალხი ამფეტამინზე ჰყავს, რის გამოც ხშირად ცუდად ხდებიან და საავადმყოფოში გადაჰყავთო. ამაზეც ძაან გამწარებულები არიან შიგნითო. ვინმეს საავამდყოფოებიდან, ექიმებიდან ხომ არ გაქვთ მსგავსი ინფორმაცია. ძალიან გვჭირდება“