„რა პოლიტიკურ მიზანსაც არ უნდა ისახავდეს ეს სრულიად კომიკური ქმედება, ის აჩვენებს სისტემის მხრიდან ერთგვარი მაჩოს თამაშს“ – ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: „ახლა კეზერაშვილის სახლში რომ შევიდნენ “საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად”, ხომ იციან რომ მაქსიმუმ მკვდარი შავი კატა შეიძლება იპოვონ ბნელ ოთახში. რა პოლიტიკურ მიზანსაც არ უნდა ისახავდეს ეს სრულიად კომიკური ქმედება, შეშინებას, კუნთების თამაშს, თუ კიდევ რამე სხვა უბედურებას, ის აჩვენებს სისტემის მხრიდან ერთგვარი მაჩოს თამაშს, რეალური პოლიტიკური იმპოტენციის ფონზე…“
“მესტიის მერი მიშვებს სამსახურიდან, აქციაზე იდექიო” – მერიის თანამშრომელი

მესტიის მერიის თანამშრომელი, თამუნა ავალიშვილი წერს, რომ მერმა კახა ჟორჯოლიანმა სამსახურიდან “აქციაზე დგომის” გამო, გაათავისუფლა. “მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანი მიშვებს სამსახურიდან. მიზეზი, რაც განმემარტა: აქციაზე ვიდექი სამსახურის პერიოდში დაახლოებით ნახევარი საათი. მადლობა”, – წერს ავალიშვილი.
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს

ტვ პირველის ცნობით, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის სახლში სამართალდამცველები შევარდნენ და დააკავეს. ჯერჯერობით სახვა დეტალები უცნობია.
ნიდერლანდი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მოწოდებით გამოდის

ნიდერლანდი გამოდის საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მოწოდებით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა დაწერა სოციალურ ქსელ X-ში. „პროტესტის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, ასევე საქართველოში პოლიტიკოსების დაკავება მიუღებელია. ამიტომაც ნიდერლანდი მოუწოდებს ევროკავშირს შეჩერდეს საქართველოსთან უვიზო რეჟიმი. მივესალმები ბალტიის ქვეყნების ინიციატივას მოგზაურობაზე ინდივიდუალური აკრძალვის შემოღებაზე“, – წერს ის. ველდკამპის განცხადებით, საქართველოს ხალხის მხარდასაჭერად აუცილებელია ეუთოს […]
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს. მედიაში გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით არის მსახიობი დაკავებული. „ინტერპრესნიუსი“ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს.
გალერი: დროა საქართველოში სანქციები დაუწესდეს ყველას, ვინც რეპრესიებზეა პასუხისმგებელი

რაც შეეხება საქართველოს, დროა სანქციები დაუწესდეს ყველას, ვინც პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებზეა პასუხისმგებელი. სიაში პირველი უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი, “რეორიენტაციის” ნათლიმამა. ევროკავშირის ხელმძღვანელობამ ასევე ყურადღებით უნდა შეისწავლო პრეზიდენტ ზელენსკის სია.
არსებული ინფრომაციით, ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს

არსებული ინფორმაციით, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს. როგორც ცნობილია, იგი საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ანდრო ჭიჭინაძე კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერის, ელენე ხოშტარიას დეიდაშვილია. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციაში მონაწილე სხვა ადამიანებსაც აკავებენ. ფორმულასთან კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა, გიგა ლემონჯავამ ანდრო ჭიჭინაძის დაკავება დაადასტურა. მისივე თქმით, მსახიობი საკუთარ სახლში აიყვანეს და ამ დროს მარტო იყო. ლემონჯავასთვის აყვანის მიზეზი ან ბრალი […]
ლიურმანი: ქართული ოცნება ცდილობს დააშინოს და გატეხოს ყოველდღიური მასობრივი სახალხო პროტესტი

გუშინ წამყვანი ოპოზიციონერების დაკავებები, რომელთა შორის იყო კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია, შეთქმულების თეორიებზე დაფუძნებულია, მათ შორის დასავლელი პარტნიორების შესახებ დეზინფორმაციაზე, ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მორიგი დარღვევაა. ქართული ოცნება ცდილობს დააშინოს და გატეხოს ყოველდღიური მასობრივი სახალხო პროტესტი, მას შემდეგ რაც ევროკავშირიდან ავტორიტარიზმისკენ გადაუხვია.
არსებული ინფორმაციით, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს

არსებული ინფორმაციით, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს. მედიაში გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით არის მსახიობი დაკავებული. „ინტერპრესნიუსი“ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს.
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას. ზელენსკის განცხადებით, სანქციები მიმართულია 19 პირის წინააღმდეგ, რომლებიც „საქართველოს პუტინს აბარებენ“ და რის გამოც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებია. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, სანქციები გამოიყენეს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოს და მისი ხალხის ინტერესებს ყიდის. ზელენსკიმ ევროპას, […]