ზურაბიშვილი: სკოლის მოსწავლეებისთვის არ მომიწოდებია, აქციებზე გამოსულიყვნენ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 2 დეკემბრის პოსტში, სადაც იგი ამბობდა, რომ სკოლებსაც უნდა გამოეხატათ სოლიდარობა პროტესტისთვის, არ მოუწოდებდა სკოლის მოსწავლეებს, აქციებზე გამოსულიყვნენ. „ეს პოსტი იყო აღწერა, რომ სკოლებშიც დაიწყო იგივე, რაც ხდება. ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ მე ვარ დედა და ბებია და შემიძლია მოვუწოდო სკოლის ბავშვებს გამოვიდნენ… გაოგნებული ვარ, საპატრიარქოში რომ ვინმეს შეიძლება […]

„ერთხელ დავწერე, შენი გუნდელი რომ მქვია, მრცხვენია-მეთქი…ახლა მთელ უკრაინას შერცხვა შენი“ – ალადაშვილი კალაძეს

ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, კახა ალადაშვილი კახა კალაძეს მიმართავს: „ერთხელ დავწერე, შენი გუნდელი რომ მქვია, მრცხვენია-მეთქი. ამაზე მეტს მეგონა აღარ გეტყოდი, მაგრამ უკვე მე კი არა, მთელ უკრაინას შერცხვა შენი. ფინანსურზე დიდი და მძიმე სანქცია ესაა. უღალატე ქვეყანას, რომელმაც ყველაფერი მოგცა, მაგრამ ეს კიდევ არაფერია, შენ საკუთარ სამშობლოსაც უღალატე.“ შეგახსენებთ, მაშინ კალაძემ ალადაშვილის განცხადებას […]

თინა ბოკუჩავა – სულ უფრო და უფრო ემსგავსება ივანიშვილის საქართველო პუტინის რუსეთს – არავის ეშინია მისი რეპრესიების

არავის ეშინია ივანიშვილის რეპრესიების -დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ისეთი თავისუფალი იქნება, როგორიც რუსთაველზე მყოფი ახალგაზრდები არიან, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, გუშინდელი „რეიდები“ და დღევანდელი დაჭერები შიშის დანერგვას ემსახურებოდა. “რა თქმა უნდა, არავინ უშინდება ივანიშვილის რეპრესიებს. რეიდები პოლიტიკური პარტიების ოფისებში, სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებში ემსახურებოდა სწორედ შიშის დანერგვას, […]

გიორგი ვაშაძე პოლიციას – შეიძლება ბევრი რამ დაგავალონ, თვითმარქვია რეჟიმი ათას სიგიჟეზე წავიდეს, მაგრამ თქვენზეა შეასრულებთ თუ არა – ადამიანს, რომელიც მშვიდობიანად მოდის, ეუბნებით, რომ ჩანთაში ჩაგახედოთ, რატომ?

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“, სადაც ცოტა ხნის წინ მოქალაქეები გაჩხრიკეს, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მივიდა. ვაშაძემ ადგილზე მობილიზებულ თანამშრომლებს მიმართა და განუცხადა, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ. „კადრებიც ყოფილა, რომ ადამიანებს ჩანთებს უჩხრეკთ და რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? მე ერთ რამეს გეუბნებით – შეიძლება ბევრი რამე დაგავალონ, შეიძლება, ეს თვითმარქვია რეჟიმი ათას […]

ქუთაისში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა – აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიცია არასრულწოვანს აკავებდა

ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხმაური და დაპირისპირებაა. მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქე ცუდად გახდა, რასაც შემდგომში შეკრებილ მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ერთ-ერთმა პირმა გონება დაკარგა. „14 წლის ბავშვს გამოეკიდნენ. არაფერი არ გაუკეთებია, 20 კაცი ახრჩობდა და ბავშვმა გონება დაკარგა“, – განაცხადა აქციის მონაწილემ. სავარაუდოდ, დაკავებულია რამდენიმე პირი.

მეორე ლიგის “სპაერმა” თბილისის “დინამოს” მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ფინალში ეროვნული ლიგა 2-ის „სპაერმა“პენალტების სერიაში თბილისის „დინამო” დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. თბილისის „დინამო“ სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ორჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხას, თითქოს პირველი ტაიმი 0:0 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კომპენსირებულ დროში მეკარე მაქაცარიას შეცდომით ცეცხლაძემ ისარგებლა და „სპაერი“ დააწინაურა. შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „დინამო“ ბევრს უტევდა და მიზანსაც […]

Mercer-ის ანალიტიკოსებმა ექსპატებისთვის საუკეთესო ქალაქად ციურიხი დაასახელეს

Mercer-ის ანალიტიკოსებმა ექსპატებისთვის საუკეთესო ქალაქად ციურიხი დაასახელეს ციურიხმა პირველი ადგილი დაიკავა უცხოელი სპეციალისტებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქების რეიტინგში, რომელიც საკონსულტაციო ჯგუფმა Mercer-მა შეადგინა. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს სახელმწიფო სერვისების გამორჩეული დონე, დაბალი კრიმინალი და აქტიური კულტურული ცხოვრება, თუმცა გააფრთხილეს შვეიცარიის საბანკო დედაქალაქში ცხოვრების მაღალი ღირებულების შესახებ. 39 კრიტერიუმით შერჩეული ქალაქების ტოპ ათეულში შედის შვეიცარიის კიდევ სამი ქალაქი: ჟენევა […]

ბენ კარდინი – მიუღებელია ის, რასაც ამჟამინდელი ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკეთებს – ეს ნათელი მაგალითია იმისა თუ სად შეიძლება „მაგნიტსკის სანქციები“ სასარგებლო იყოს

მიუღებელია ის, რასაც ამჟამინდელი ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკეთებს, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა (დემოკრატიული პარტია) აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მაგნიტსკის აქტის“ შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა. ის იმედოვნებს, რომ „მაგნიტსკის სანქციები“ საქართველოს „სწორ გზაზე დაყენებას ხელს შეუწყობს, რადგან რაც იქ ახლა, ჩვენი საუბრის მომენტში ხდება, მიუღებელია“. „მიუღებელია ის, […]

თავისუფლების მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგდა, მობილიზებულია სპეცტექნიკაც

თავისუფლების მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგდა. თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია სპეციალური დანიშნულების რაზმის რამდენიმე ავტობუსი და მიკროავტობუსი. ასევე, აქ განლაგებულია წყლის ჭავლის 3 მანქანაც. რაც შეეხება უშუალოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან განლაგებულები. სპეციალური დანიშნულების რაზმის პარლამენტის შიდა პერიმეტრში იმყოფებიან.

სამედიცინო საზოგადოების მოთხოვნა დემონსტრანტების მიმართ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებით

2024 წლის 28 ნოემბრიდან – 4 დეკემბრამდე საპროტესტო აქციების პერიოდში, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალოვანი სტრუქტურების მიერ მომწამლავი ნივთიერებების გამოყენების შემდეგ, კლინიკებს ყოველდღიურად სულ უფრო ბევრი ადამიანი აკითხავს, ვინც შესაბამის სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. მწვავედ მიმდინარე სიმპტომების გარდა, შეუძლებელია ამ ტოქსიკური ნივთიერებების შემდგომი შედეგების პროგნოზირება. აღნიშნული საკითხის განვრცობა წარმოადგენს ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობას, რომელიც პარალელურად, მუდმივად, ღიად უნდა […]