სამედიცინო საზოგადოების მოთხოვნა დემონსტრანტების მიმართ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებით

2024 წლის 28 ნოემბრიდან – 4 დეკემბრამდე საპროტესტო აქციების პერიოდში, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალოვანი სტრუქტურების მიერ მომწამლავი ნივთიერებების გამოყენების შემდეგ, კლინიკებს ყოველდღიურად სულ უფრო ბევრი ადამიანი აკითხავს, ვინც შესაბამის სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. მწვავედ მიმდინარე სიმპტომების გარდა, შეუძლებელია ამ ტოქსიკური ნივთიერებების შემდგომი შედეგების პროგნოზირება. აღნიშნული საკითხის განვრცობა წარმოადგენს ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობას, რომელიც პარალელურად, მუდმივად, ღიად უნდა […]

მეტროებში ისევ გრძელდება მოქალაქეების ჩხრეკა, რომელსაც შსს „ზედაპირულ დათვალიერებას“ უწოდებს

მეტროს-სადგურ „რუსთაველსა“ და “თავისუფლების მოედანზე” სამართალდამცავები დღესაც (5 დეკემბერს) ჩხრეკენ მოქალაქეებს, რომლებიც ამ სადგურებში ამოდიან. „ტვ პირველის“ პირდაპირი ეთერის კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავების ხსნიან მოქალაქეების ჩანთებს. სთხოვენ პირადობის მოწმობის წარდგენას და მათ ვინაობას ბლოკნოტებში ინიშნავენ. ერთ-ერთი სამართალდამცავი ჟურნალისტს ეუბნება, რომ ისინი მგზავრებს ჩხრეკენ „პრევენციის მიზნით და ინიშნავენ მათ მონაცემებს“. 4 დეკემბერს, საღამოს, როდესაც სამართალდამცავებმა მეტროს-სადგურების […]

პრეზიდენტი: ნიშანდობლივია, რომ პუტინმა დააფასა ევროინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის 2028 წლამდე შეჩერებაზე, რუსეთში მოიწონეს. „ნიშანდობლივია, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან დააფასა ჯერ პუტინმა, შემდეგ მედვედევმა, პესკოვმა, პუტინმა. რუსეთის ლიდერებმა მოულოცეს პრემიერს ასეთი გადაწყვეტილება, რაც ჩემთვის რევოლუციაა. 30 წელი მივდიოდით ამ მიმართულებით“, — განაცხადა მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. მოქალაქეები უკვე მერვე დღეა, აპროტესტებენ ამ გადაწყვეტილებას.

დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სადაც მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გადაიყვანეს, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ

დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სადაც მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გადაიყვანეს, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ. ადგილზე მისული მსახიობები მის სახელს სკანდირებენ და გულშემატკივრობენ. როგორც მსახიობმა, ირაკლი კვირიკაძემ განაცხადა, მათ წინააღმდეგ ეს არის სისტემის “ბოლო, განწირული მეთოდები”. „ეს არის ახალგაზრდების დაშინება ისე, რომ გარეთ გამოსვლა ვეღარ გაბედონ. ამ შემთხვევაში მაგალითი არის ანდრო, რომ თუ ცნობილი მსახიობი დააკავეს […]

ქუთაისში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხმაური და დაპირისპირებაა. მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქე ცუდად გახდა, რასაც შემდგომში შეკრებილ მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ერთ-ერთმა პირმა გონება დაკარგა. „14 წლის ბავშვს გამოეკიდნენ. არაფერი არ გაუკეთებია, 20 კაცი ახრჩობდა და ბავშვმა გონება დაკარგა“, – განაცხადა აქციის მონაწილემ. სავარაუდოდ, დაკავებულია რამდენიმე პირი.

მეორე ლიგის “სპაერმა” თბილისის “დინამოს” მოუგო და თასის მფლობელი გახდა

საქართველოს თასის ფინალში ეროვნული ლიგა 2-ის „სპაერმა“პენალტების სერიაში თბილისის „დინამო” დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. თბილისის „დინამო“ სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ორჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხას, თითქოს პირველი ტაიმი 0:0 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კომპენსირებულ დროში მეკარე მაქაცარიას შეცდომით ცეცხლაძემ ისარგებლა და „სპაერი“ დააწინაურა. შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „დინამო“ ბევრს უტევდა და მიზანსაც […]

თინათინ ბერძენიშვილი შემოვიდა წინადადებით, მისი ხელფასი არ გაზრდილიყო, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, ვფიქრობ, არასწორი აჟიოტაჟი იყო ატეხილი – ვასილ მაღლაფერიძე

თინათინ ბერძენიშვილი შემოვიდა წინადადებით, მისი ხელფასი არ გაზრდილიყო, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, ვფიქრობ, არასწორი აჟიოტაჟი იყო ატეხილი – ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებელი ნამდვილად შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში. მინდა, ყველა თანამშრომელს მადლობა ვუთხრა პროფესიონალიზმისთვის, რაც კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა ამ მღელვარე პერიოდში, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საბჭოს დღევანდელი სხდომის […]

საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება და მტკიცედ მიუყვება ამ კურსს – მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება და მტკიცედ მიუყვება ამ კურსს – მაკა ბოჭორიშვილი „მსურს ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც შექმნა უმტკიცესი საფუძველი საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობისთვის და დღემდე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება. ევროკავშირს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან […]

SpaceX-ის ღირებულება შესაძლოა $350 მილიარდამდე გაიზარდოს, რითაც ის მსოფლიოში ყველაზე ღირებული სტარტაპი გახდება

SpaceX-ის ღირებულება შესაძლოა $350 მილიარდამდე გაიზარდოს, რითაც ის მსოფლიოში ყველაზე ღირებული სტარტაპი გახდება SpaceX შეიძლება მალე შეფასდეს 350 მილიარდ დოლარად, რაც მას მსოფლიოში ყველაზე ღირებულ სტარტაპად აქცევს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის კოსმოსური კომპანია მორიგი დახურული საინვესტიციო რაუნდისთვის ემზადება. წლის დასაწყისში კომპანია 210 მილიარდ დოლარად, ხოლო ნოემბერში SpaceX-ი $255 მილიარდად იყო შეფასებული. შესაბამისად, თუკი საინვესტიციო რაუნდი მართლაც […]

“არანორმალურები არიან… ყველა ხვდება, როგორ აღმოჩნდა იქ ის მოლოტოვის კოქტეილი” – გახარია

“არანორმალურები არიან… ყველა ხვდება, როგორ აღმოჩნდა იქ ის მოლოტოვის კოქტეილი” – გახარია ესენი არანორმალურები არიან. ხანდახან ვუსმენ და არანორმალურები არიან… ფიზიკურად ძალადობენ ასობით ადამიანზე ყოველ ღამე და “ხლაპუშკები” აღმოაჩინეს, თურმე, საღებავები და კვერცხები ოფისებში. ლამაზად დაალაგეს მოლოტივის კოქტეილი, ყველა ძალიან კარგად ხვდება, როგორ აღმოჩნდა იქ ის მოლოტოვის კოქტეილი. საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა დღეს გვერდით დაუდგეს […]