პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების ფაქტებზე პროკურატურამ 9 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმე ეხება რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც, უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მიიღეს მონაწილეობა. “საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების […]
ჩრდილოეთ კალიფორნიის სანაპიროსთან 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ჩრდილოეთ კალიფორნიის სანაპიროსთან 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 10:44 საათზე ფერნდეილიდან, კალიფორნიის შტატი, 60 მილის დაშორებით მოხდა. ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება ჩრდილოეთ კალიფორნიისა და ორეგონის შტატის სანაპირო ზოლის ნაწილებისთვის გამოცხადდა.
ნათია მეზვრიშვილი – ცალსახა და აშკარაა რეპრესიები, ივანიშვილმა თავზე ხელი აიღო – ეს არის ის მეთოდები, რასაც ჩვენ უკვე ვხედავთ დიქტატორული რეჟიმის ქვეყნებში

ეს არის ის მეთოდები, რასაც ჩვენ უკვე ვხედავთ დიქტატორული რეჟიმის ქვეყნებში – ივანიშვილი გადაიქცა ზონდერად , – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ „ოცნებას“ არანაირი მორალური უფლება არ აქვს იმისი, რომ შეედაროს „ნაციონალურ მოძრაობას“, მითუმეტეს დადებით კონტექსტში. „ეს არის რეპრესიები – ძალიან ცალსახა და […]
ზურაბიშვილი: რაც არ უნდა მოვისმინო ჩემზე, მაინც ვთვლი, სიტყვის თავისუფლება უფრო ღირებულია

ეს ბულინგი არ მგონია იყოს, ესაა გამოხატვის უფლება. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჟურნალისტებს აქვთ ეთიკის ვალდებულება და საზოგადოებას არ აქვს. საზოგადოება შეიძლება პროტესტით გამოვიდეს, შეიძლება, იჩხუბოს, შეიძლება ინერვიულოს, გაბრაზდეს. ეს საზოგადოებაა. […] თუ ბულინგზე ვილაპარაკებთ, ყველას აქვს მოთმინების ვალდებულება. მე მგონია, რომ ჩემზე რაც იქნა ნათქვამი ბოლო 6 წლის თუ 13 წლის მანძილზე, ყველაფერი მაქვს მოსმენილი, […]
ლავროვი ეუთოს შეხვედრაზე გააკრიტიკეს

მალტაში ეუთოს დღევანდელი შეხვედრა, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მინისტრთა ყოველწლიური თავშეყრა იყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ბრიტანელ კოლეგასთან ერთად, რუსი საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინაში წარმოებული ომის გამო გააკრიტიკა. შეხვედრა უმეტესწილად უკრაინის თემებს ეხება. უკრაინელმა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ აღნიშნა, რომ “ამ წუთებში, უკრაინა საკუთარი არსებობის უფლებისთვის იბრძვის”. ეს საგარეო გასვლა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყანაში ლავროვის […]
ვიდეო: “აღარავის აღარ ეშინია ამ ქვეყანაში, ადამიანებმა დაიჯერეს საკუთარი თავისა და სიმართლის“ – კახა კინწურაშვილი

კახა კინწურაშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება და მედიასთან საუბრობს. მსახიობის თქმით, აღარავის აღარ ეშინია ამ ქვეყანაში, ადამიანებმა დაიჯერეს საკუთარი თავისა და სიმართლის. “ერთი კვირაა ადამიანები ძალადობას უყურებენ სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის დაშინების მეთოდი. მათ კულტურის წარმომადგენლების დაშინებაც სურთ. გვეუბნებიან რომ დაგვიჭერენ. მგონია, რომ აღარავის აღარ ეშინია ამ ქვეყანაში, ადამიანებმა დაიჯერეს საკუთარი თავისა და სიმართლის“, – […]
სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღები, დიდი ოდენობით თანხა, მეხსიერების ბარათები და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და იმერეთის რეგიონში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავეს. დაკავებული არიან: 1996 წელს დაბადებული ო.ც., 1990 წელს დაბადებული გ.მ., 1975 წელს დაბადებული ჯ.ა., 1996 წელს დაბადებული ა.ჭ. და უცხო ქვეყნის […]
მივმართავ შესაბამის უწყებებს, დაუყონებლივ შეჩერდეს წამება — მთავარეპისკოპოსი ზენონი

მთავარეპისკოპოსი ზენონი აცხადებს სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაჩერონ წამება და აღნიშნავს, რომ „ვალდებულნი ვართ, ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ“. „ამ დროისათვის გავრცელებული არაერთი ინფორმაციით ადგილი აქვს ჩვენი თანამემამულების წინააღმდეგ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, რასაც ადასტურებს არაერთი მსხვერპლი. საქართველოს კონსტიტუციის 8,9,10 მუხლები, აგრეთვე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუცირი შეთანხმების მუხლი 1.1 ავალდებულებენ სახელმწიფოს და ეკლესიას […]
რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება

რუსთაველის გამზირზე აქცია კვლავ გრძელდება. მოქალაქეები შეკრებილები არიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე. პროტესტის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის შენობის წინ გამაგრებულ ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ. პარლამენტის შენობის ამავე პერიმეტრის შიდა ნაწილში სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული, ისინი ასევე მობილიზებული არიან თავისუფლების მოედანზე. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟიც. აქციაზე, მოქალაქეებთან ერთად იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის […]
პრეზიდენტი – პრემიერი, რომელმაც ვერ გადაწყვიტა კრიზისი და მხოლოდ ხალხის მიმართ მუქარა იცის, უნდა იყოს შეცვლილი – როგორც კი გადადგება პრემიერი, 2 კვირაში არჩევნები უნდა დავნიშნო

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უნდა შეიცვალოს პრემიერი, რომელმაც „ვერ გადაწყვიტა კრიზისი“ და მხოლოდ „ხალხის მიმართ მუქარა იცის“. როგორც სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, მას შემდეგ, როდესაც პრემიერი გადადგება, 2 კვირაში პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს არჩევნები. “პრემიერი, რომელმაც ვერ გადაწყვიტა კრიზისი და მხოლოდ იცის ხალხის მიმართ მუქარა და რაღაცები და არანაირად პოლიტიკური კომპრომისის ძებნა, უნდა […]