ვოლოდიმირ ზელენსკი – საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს

საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს. „გადაწყვეტილება საქართველოში მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, ვისაც ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს – მნიშვნელოვანია, რომ იგივე პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღონ ჩვენმა პარტნიორებმა მსოფლიოში – ევროპელებმა, ამერიკელებმა და ზოგადად ყველამ, ვინც ქვეყნების დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობას აფასებს. საქართველოს […]
მიუღებელია ის, რასაც ამჟამინდელი ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკეთებს – ბენ კარდინი

მიუღებელია ის, რასაც ამჟამინდელი ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკეთებს – ბენ კარდინი მიუღებელია ის, რასაც ამჟამინდელი ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკეთებს, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა (დემოკრატიული პარტია) აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მაგნიტსკის აქტის“ შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა. ის იმედოვნებს, რომ „მაგნიტსკის სანქციები“ საქართველოს „სწორ გზაზე დაყენებას ხელს […]
მამუკა ხაზარაძე – ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ არა მხოლოდ თბილისში და რუსთაველზე, არამედ ყველა ქალაქში წყდება საქართველოს ბედი!

ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ არა მხოლოდ თბილისში და რუსთაველზე, არამედ ყველა ქალაქში წყდება საქართველოს ბედი! – ამის შესახებ მიმართვას კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მამუკა ხაზარაძე დღეს ქუთაისში მიმდინარე აქციას შეუერთდა “დღეს ქუთაისში მიმდინარე პროტესტს შევუერთდით! ათასობით ადამიანი დგას აქ უკვე ერთი კვირაა და თავისუფლებისთვის იბრძვის. მათთვის ეს ეგზისტენციალური საკითხია […]
სალომე ზურაბიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა ერთგვარად იყო: „გვიშველე“, მაგრამ არ გვიშველა – მჯეროდა, რომ სამი ადამიანი, რომელთაც იმპიჩმენტს არ მისცეს ხმა, არ იყვნენ დამონებულები – დამონდა, რა ვქნა

საკონსტიტუციო ერთგვარად ეს იყო – „გვიშველე საკონსტიტუციო“, მაგრამ არ გვიშველა, ახლა რჩება არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელების განსახილველად არ მიღების შესახებ საუბრისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, მან საკონსტიტუციოს მიმართა იმის მიუხედავად, სჯეროდა თუ არა მისი. „დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ შენ მაინც უნდა მიმართო ყველა […]
სალომე ზურაბიშვილი – რაც არ უნდა მოვისმინო საკუთარ თავზე, უფრო ღირებულია სიტყვისა და გამოთქმის თავისუფლება – თავისუფლება, თავისუფლება და თავისუფლება!

მთავარი ბულინგი [ჩემ მიმართ] არის, რომ ბებერია. მეგონა, რომ ქართულ კულტურაში პირიქით იყო და ხანში შესული ადამიანების მიმართ იყო პატივისცემა – თავისუფლებას ფასი არ აქვს, ყველაფერი უნდა მოითმინო ამის გამო – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც არხის ჟურნალისტებისადმი ბულინგის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, თმენის ვალდებულება აქვს ყველას, […]
სალომე ზურაბიშვილი – საზოგადოებას პირდაპირ ავუხსნი ვრცლად და ნათლად, რა იქნება ჩემი პოზიცია იმის მერე, რაც არალეგიტიმურ პარლამენტი არალეგიტიმურ პრეზიდენტს აირჩევს – გაიგებთ დროულად

საზოგადოებას პირდაპირ ავუხსნი ძალიან ვრცლად და ძალიან ნათლად, რა იქნება ჩემი პოზიცია იმის მერე, რაც არალეგიტიმურ პარლამენტი აირჩევს არალეგიტიმურ პრეზიდენტს , – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. აღნიშნულის მან უპასუხა კითხვას, რას გულისხმობდა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, სადაც აღნიშნავდა, რომ არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს და მისი მანდატი გრძელდება მანამ, […]
პრეზიდენტი – ხომ ყველა ხედავს, ხომ მთელი მსოფლიო გმობს რეპრესიებს? თუნდაც სახალხო დამცველი, რომელიც დიდად დამოუკიდებელი და ოპოზიციური ნამდვილად არ არის – მანაც თქვა, რომ წამების მომენტებია

ჩვენ თუ იზოლაციისკენ მივდივართ, რატომ უნდა გავჩერდე მე? რატომ უნდა მიიღოს ეს პრეზიდენტმა? მე ფიცი დავდე ევროპულ ქვეყანაზე, დემოკრატიულ ქვეყანაზე, თავისუფალ ქვეყანაზე და მის დამოუკიდებლობაზე, მე ფიცი არ მიმიცია იმისთვის, რომ ბოდიში მოვუხადოთ რუსებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პირველი არხთან“ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტი პასუხობს კრიტიკას იმის თაობაზე, თუ რატომ მივიდა აქციაზე და […]
,, ეს თამთა სანიკიძე რეკავდა გაუთავებლად, გინდა თუ არა ელენე ახვლედიანის ტელეფონი მომეცით, უნდა ჩავწეროო” – ნიკა ვაჩეიშვილი

ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი, ნიკა ვაჩეიშვილი სალომე ზურაბიშვილის ინტრვიუს ჟურნალისტ თამთა სანიკიძესთან, რომელიც საზოგაგოებრივ არხზე გავიდა, ასე ეხმაურება: ,,ერთხელ ელენე ახვლედიანის უცნობი ნამუშევრების გადასარევი ალბომი გამოვეცით და გავაპაიარეთ. ეს თამთა სანიკიძე რეკავდა გაუთავებლად, გინდა თუ არა ელენე ახვლედიანის ტელეფონი მომეცით, უნდა ჩავწეროო. აქამდე არ ვყვებოდი ამას. აღარ მაქვს დამალვის სურვილი.“
“მე ვარ ბებია, დედა და ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ შემიძლია მოვუწოდო სკოლებში ბავშვებს, რომ გამოვიდნენ…გაოგნებული ვარ“ – პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის რეპლიკას, რომ პრეზიდენტმა სოციალური ქსელით სკოლებს პროტესტში ჩართვისკენ მოუწოდა უპასუხა. “მოწოდებები საქართველოში ინგლისურად არ კეთდება სოციალურ ქსელში, რომელიც არის უცხოელებისთვის. ეს ყო აღწერა იმის, რომ სკოლებშიც დაიწყო იგივე, რაც სხვაგან ხდებოდა. მე ვარ ბებია, დედა და ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ შემიძლია მოვუწოდო სკოლებში ბავშვებს, რომ გამოვიდნენ. გაოგნებული ვარ, რომ შეიძლება […]
ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში აკრძალულია მომიტინგეების მიერ ისეთი საშუალებების ტარება, რომელიც იძლევა სახის დამალვის შესაძლებლობას, თუ ვინმეს უნდა უჩანდეს სახე, ესენი არიან მოძალადე „ნაცები“

ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში აკრძალულია მომიტინგეების მიერ ისეთი საშუალებების ტარება, რომელიც იძლევა სახის დამალვის შესაძლებლობას, თუ ვინმეს უნდა უჩანდეს სახე, ესენი არიან მოძალადე „ნაცები“ ჩვენ ვიფიქრებთ ყველა მიმართულებით კანონმდებლობის ცვლილებაზე, პირველ რიგში თუ ვინმეს უნდა უჩანდეს სახე, ესენი არიან მოძალადე „ნაცები“, რომლებიც მიდიან მიტინგებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ირაკლი […]