კიმბერლი ლოუ ამბობს, რომ მისი ინტერვიუს ნაწილი არასწორად გაახმოვანეს

„ინტერვიუს ნაწილი არასწორად გახმოვანდა“ — ამბობს ამერიკელი პოლიტიკოსი კიმბერლი ლოუ, რომლის, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლის ინტერვიუს ამონარიდები პირველმა არხმა და „იმედმა“ გამოაქვეყნეს. მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ინტერვიუს რა ნაწილებზე საუბრობს, ან ვინ დგას ამ „არასწორი გახმოვანების“ უკან. „ვიდეოს ნაწილი არასწორად იყო გახმოვანებული და მაკავშირებდა მე, კიმბერლი ლოუს, ირანულ რეჟიმთან და სხვა ტყუილებთან. ავტივრთავ […]

ანდრო ჭიჭინაძეს და ონისე ცხადაძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავა, – ინფორმაციას ოლიგარქის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაკავებულთა შორის არიან იუმორისტი ონისე ცხადაძე ედა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. მათ 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, […]

GDBA მზაობას გამოხატავს ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს პირებს, რომლებიც აქციების შედეგად დაზარალდნენ

,,საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია“ მზაობას გამოხატავს ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობისთვის და მედიკამენტების შესაძენად იმ პირებს, რომლებმაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შედეგად დაზიანდნენ. ინფორმაციას ასოციაცია საკუთარი სოციალური ქსელის დახმარებით ავრცელებს. “ა(ა)იპ ,,საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია“ , მის წევრ კომპანიათა ნაწილის მხარდაჭერით, გამოხატავს მზაობას, გაუწიოს ფინანსური მხარდაჭერა სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობისთვის და მედიკამენტების შესაძენად იმ პირებს, რომლებმაც […]

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების საქმეზე 9 პირს ბრალდება წარუდგინეს

პროკურატურის ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების საქმეზე 9 პირს წარუდგინეს ბრალდება. როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, შსს-მ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დააორგანიზეს და მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში, რის შედეგადაც, მათივე თქმით, არაერთმა პირმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 18,229-ე მუხლებით წარედგინათ, […]

„საკმარისია ამდენი ტყუილი“ – ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილის თქმით, „იმედს“ ტოვებს

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედს“ ტოვებს. „ვტოვებ ტელეკომპანია „იმედს“. ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, აქამდე ეს რატომ არ გავაკეთე. თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი“, – წერს იგი ინსტრაგრამზე, სადაც 431 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. „მორჩა, საკმარისია ამდენი ტყუილი!“ – წერს ის. მანამდე რამდენიმე საათით ადრე მან გააზიარა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაკავების კადრები და […]

ჯიჰადისტებმა დაიკავეს სირიის ქალაქი ჰამა

მეამბოხეთა ალიანსი, რომელსაც სათავეში უდგას რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამი“, განაგრძობს პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ჯარების წინააღმდეგ იერიშს სირიის ჩრდილოეთ ნაწილში. ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ მან აიღო ქალაქი ჰამა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება მეამბოხეთა მეთაურზე, ჰასან აბდულა ღანიზე დაყრდნობით. სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი ჰამა მეხუთეა სირიის დასახლებული პუნქტებიდან, რომლებიც ჯიჰადისტებმა აიღეს უკანასკნელი სამი დღის […]

რუსკა მაყაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა

მსახიობმა და ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. „ვტოვებ ტელეკომპანია „იმედს“. ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, აქამდე ეს რატომ, არ გავაკეთე, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი! მორჩა, საკმარისია ამდენი ტყუილი“, — წერს რუსკა მაყაშვილი „ინსტაგრამზე“. მანამდე რუსკა წერდა, რომ დააკავეს მისი მეგობარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ […]

“ვაშინგტონში შევხვდი ტრამპის, გარემოცვის ძალზედ გავლენიან პირებს და საქართველო ვენესუელას შეადარეს” – ნიკა გილაური

ყოფილი მაღალჩინოსანი, ნიკა გილაური: ქართული ოცნების წევრები და მომხრეები ერთმანეთს არწმუნებენ, რომ ტრამპი მოვა და ყველაფერი კარგად იქნება. არალეგიტიმური პრემიერის განცხადებებიც ხომ ეს იყო ამ დღეებში – „როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე“, რომ ქართული ოცნება ელოდება ტრამპის ინაუგურაციას და ახალ ადმინისტრაციასთან გადატვირთავენ ურთიერთობებს. ამ განცხადებების საპასუხოდ გუშინწინ კონგრესმენმა ჯო ვილსონმა (რომელიც კონგრესში პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი […]

“ვტოვებ “იმედს”, მორჩა, საკმარისია ამდენი ტყუილი!” – რუსკა მაყაშვილი

ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი პროპაგანდისტულ “იმედს” ტოვებს. ამის შესახებ ის ინსტაგრამზე წერს. “ვტოვებ ტელეკომპანია “იმედს”. ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, აქამდე ეს რატომ არ გავაკეთე! თუმცა, ყველაფერს აქვს საზღვარი. მორჩა, საკმარისია ამდენი ტყუილი!” – წერს ის.

“არაზუსტად იყო ნათარგმნი… არსად მითქვამს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ვმუშაობ” – კიმბერლი ლოუ

სოციალურ ქსელში წერს ამერიკელი კიმბერლი ლოუ, რომელთანაც ინტერვიუ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩაწერა და მათი თქმით, ის ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლად განიხილება, ავრცელებს ვიდეოს და წერს: “3 დეკემბერს, მე, კიმბერლი ლოუს, ინტერვიუ მქონდა ჟურნალისტთან საქართველოში. ამ ვიდეოს ნაწილი გავრცელდა საქართველოს, ევროპის, რუსეთის, თურქეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების უმეტეს ნაწილზე. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ამერიკა შენ გვერდით […]