მოსმენა სენატში: საქართველოს ახლანდელი არალეგიტიმური მთავრობა არის რუსეთის მარიონეტი

“მნიშვნელოვანია გავუშვათ გზავნილი, რომ სენატსა და კონგრესში არის ორპარტიული კონსენსუსი ამ [ძალადობის] საკითხზე საქართველოსთან მიმართებით და რომ არ ვაპირებთ უმოქმედოდ შევეგუოთ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, რომლებიც ქვეყანაში ხდება. ვიმედოვნებ, პრემიერმინისტრი და მმართველი პარტია მიიღებენ ამ გზავნილს” – განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, რომელსაც უძღვებოდა ბენ კარდინი, აშშ-ის სენატის საგარეო […]

“საქართველოს მთავრობა სასტიკად ახშობს პროევროპულ დემონსტრაციებს” – ჯიმ რიში

“ბოლო 1 კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სასტიკად ახშობს პროევროპულ დემონსტრაციებს. უნდა განვიხილოთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ბერკეტი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად და ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც ხალხი შეძლებს თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი”, – თქვა მან სენატში, სადაც “ქართული ოცნებისთვის” მაგნიტსკის სანქციების დაწესების ინიციატივას განიხილავენ

“კობახიძე უნდა გადადგეს, მე უნდა დავნიშნო ახალი არჩევნები” – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს, 2 კვირაში კი ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. “პრემიერი, რომელმაც ვერ გადაწყვიტა კრიზისი და მხოლოდ იცის ხალხის მიმართ მუქარა და რაღაცები და არანაირად პოლიტიკური კომპრომისის ძებნა, უნდა იყოს შეცვლილი და როგორც კი გადადგება ეს პრემიერი, 2 კვირაში მე უნდა დავნიშნო არჩევნები. უნდა იყოს ერთად მოლაპარაკებული, […]

“საქართველოში სიტუაცია საშინელი ხდება” – შაჰინი

“როგორც ვიცით, საქართველოში სიტუაცია საშინელი ხდება. ჩვენ ამ კომიტეტში გვქონდა ხანგრძლივი ვალდებულება ქართველი ხალხის მიმართ და დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს პოლიტიკური ვითარების გაუარესებას. ათასობით ადამიანი ქუჩაშია 7 დღეა და აპროტესტებს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ”, – თქვა შაჰინმა სენატში, სადაც “ქართული ოცნებისთვის” მაგნიტსკის სანქციების დაწესების ინიციატივას განიხილავენ

დაუყოვნებლივ შეჩერდეს ჩვენი თანამემამულეების წამება – მეუფე ზენონი

საქართველოს კონსტიტუციის 8,9,10 მუხლები, აგრეთვე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუცირი შეთანხმების მუხლი 1.1 ავალდებულებენ სახელმწიფოს და ეკლესიას იხელმძღვანელონ და დაიცვან საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ქრისტიანული მოძღვრება. მოგეხსენებათ, საქართველოს სახელმწიფო შეერთებულია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ კონვენციას […]

,, პოლიციის შენობაში ვიდრე გადაგვიყვანდნენ, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოვლენა მოხდა, რომელიც მხოლოდ ფილმებში მინახავს” – რას იხსენებს გიორგი ნაკაშიძე

ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოვლენა მოხდა, რომელიც მხოლოდ ფილმებში მინახავს, – ამის შესახებ მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. „ადამიანის მოსაძებნად შევედი, წამავლეს ხელი და წამიყვანეს, არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია. სამი ადამიანი შემოიყვანეს… არ შეიძლება ადამიანის ასე ცემა და დამცირება, როგორ შეიძლება ასე ერი და ადამიანი გაიმეტო. პოლიციის შენობაში ვიდრე გადაგვიყვანდნენ, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოვლენა მოხდა, […]

ელენე ხოშტარია – ფოიერვერკებიც იქნება, ლაზერებიც, კვერცხებიც და ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ წინააღმდეგობა გავწიოთ, კობახიძის მცდელობას, დისკრედიტაციასა და ტყუილების ლაპარაკს მნიშვნელობა არ აქვს

ქვეყნისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც დაკავებულები არიან, არ უნდა გავჩერდეთ და უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა. ხოშტარიას შეფასებით, ბოლო დღეებში განხორციელებული დაკავებები იმის ნიშანია, რომ ხელისუფლებას აქციებისა და მისი მოქალაქეების ეშინია. “ეს არის უტყუარი ნიშანი იმის, რომ ხელისუფლებას ეშინია აქციების, ეშინია მოქალაქეების, ეშინია ამდენ დღიანი შეუპოვარი […]

პრეზიდენტი – არ არსებობს ქართველი, რომელიც არ გაბრაზდება, როცა გრძნობს, რომ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა ხელიდან ეცლება და რუსეთში ვბრუნდებით, მეც არ მომწონს პიროტექნიკა – რატომ გააბრაზეთ ხალხი?

პიროტექნიკა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს, მესმის, მაგრამ ეს ხომ არ არის პრობლემა? – ჯარები ვნახეთ, როგორ მოდიოდნენ ხალხზე, დასდევდნენ მეტროში , – ამის შესახებ პრეზიდენტის თქმით, დემონსტრაციები არის მშვიდობიანი. „ნანახი მაქვს არაერთი დემონსტრაცია სხვადასხვა ქვეყანაში. აქციის მონაწილეები, რომლებიც არცერთ მანქანას არ ერჩიან, არცერთ მაღაზიის შუშებს არ ამტვრევენ, გამოდიან მშვიდობიანად, ოჯახებით, ცეკვავენ, მღერიან, ვნახეთ ზაფხულის აქციებიც. […]

მთაწმინდის გამგებლის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

მთაწმინდის გამგებლის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. გავრცელდა განცხადება, სადაც გოგოლაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლიციის მხრიდან სასტიკი ძალის გამოყენებას გმობს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბართ ეიდე დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ სასტიკი ძალის გამოყენებას გმობს. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. “ის სცენები, რომლებსაც საქართველოს ქუჩებში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვიხილეთ, შეუთავსებელია ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებზეც საქართველომ აიღო ვალდებულება. ბოლო ცნობები ოპოზიციისა და […]