პრეზიდენტი – პრემიერი, რომელმაც ვერ გადაწყვიტა კრიზისი და მხოლოდ ხალხის მიმართ მუქარა იცის, უნდა იყოს შეცვლილი – როგორც კი გადადგება პრემიერი, ორ კვირაში არჩევნები უნდა დავნიშნო

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უნდა შეიცვალოს პრემიერი, რომელმაც „ვერ გადაწყვიტა კრიზისი“ და მხოლოდ „ხალხის მიმართ მუქარა იცის“. როგორც სალომე ზურაბიშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა, მას შემდეგ, როდესაც პრემიერი გადადგება, ორ კვირაში პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს არჩევნები. “პრემიერი, რომელმაც ვერ გადაწყვიტა კრიზისი და მხოლოდ ხალხის მიმართ მუქარა იცის და არანაირად პოლიტიკური კომპრომისის ძებნა, უნდა იყოს შეცვლილი […]
პეტრე ცისკარიშვილი – რეპრესიები და დარბევა კიდევ უფრო მეტად აბრაზებს ხალხს

სიცივე და ყინვა მეტ ძალასა და მოტივაციას გვაძლევს – რაც შეეხება, რეპრესიებსა და დარბევებს, ეს კიდევ უფრო მეტად აბრაზებს ხალს და ამიტომაც გამოდის ხალხი მიუხედავად ყველა იმ რეპრესიული ინსტრუმენტისა, რაც ბოლო დღეებში აამუშავეს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ყველაფრის შედეგია რომ […]
მეუფე ზენონი – მივმართავ შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ შეჩერდეს წამება, ვალდებული ვართ ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ

ადგილი აქვს ჩვენი თანამემამულეების წინააღმდეგ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, რასაც ადასტურებს არაერთი მსხვერპლი – მივმართავ შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ შეჩერდეს წამება. ვალდებული ვართ ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ ,- ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი (იარაჯული) სოციალურ ქსელში წერს. როგორც მთავარეპისკოპოს აღნიშნავს, საქართველოს სახელმწიფო შეერთებულია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და […]
უფლებები საქართველო: 20 წლის ნაცემი ბიჭის სასამართლოდან კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო

ორგანიზაცია უფლებები საქართველო აცხადებს, რომ 20 წლის ბიჭი, რომელიც დაკავებისას სასტიკად სცემეს, სასამართლოს დარბაზიდან კლინიკაში გადაიყვანეს. იგი 35 საათის განმავლობაში სამედიცინო დახმარებას ითხოვდა. შსს-ს წარმომადგენლებმა 20 წლის ბიჭი 4 დეკემბერს გამთენიას მეტროსადგური ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. როგორც უფლებები საქართველო აცხადებს, ბიჭი იმყოფებოდა მარტო და ელოდებოდა მეგობარს. იგი ჰყვება, რომ იქვე მდგარი პიკაპის ავტომანქანაში მყოფმა […]
სალომე ზურაბიშვილი – საზოგადოებას პირდაპირ ავუხსნი ვრცლად და ნათლად, რა იქნება ჩემი პოზიცია იმის მერე, რაც არალეგიტიმური პარლამენტი არალეგიტიმურ პრეზიდენტს აირჩევს – გაიგებთ დროულად

საზოგადოებას პირდაპირ ავუხსნი ძალიან ვრცლად და ძალიან ნათლად, რა იქნება ჩემი პოზიცია იმის მერე, რაც არალეგიტიმური პარლამენტი აირჩევს არალეგიტიმურ პრეზიდენტს , – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. აღნიშნულის მან უპასუხა კითხვას, რას გულისხმობდა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, სადაც აღნიშნავდა, რომ არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს და მისი მანდატი გრძელდება მანამ, […]
ელენე ხოშტარია – ფოიერვერკებიც იქნება, ლაზერებიც, კვერცხებიც და ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ წინააღმდეგობა გავწიოთ, კობახიძის მცდელობას, დისკრედიტაციასა და ტყუილების ლაპარაკს მნიშვნელობა არ აქვს

ქვეყნისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც დაკავებულები არიან, არ უნდა გავჩერდეთ და უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა. ხოშტარიას შეფასებით, ბოლო დღეებში განხორციელებული დაკავებები იმის ნიშანია, რომ ხელისუფლებას აქციებისა და მისი მოქალაქეების ეშინია. “ეს არის უტყუარი ნიშანი იმის, რომ ხელისუფლებას ეშინია აქციების, ეშინია მოქალაქეების, ეშინია ამდენ დღიანი შეუპოვარი […]
“მივიღეთ შეტყობინება, რომ სამი გამოფენა-გაყიდვა სადაც ვმონაწილეობდით, გაჩერდა“ – სოციალურ საწარმოთა ალიანსი

„მივიღეთ შეტყობინება, რომ სამი გამოფენა-გაყიდვა, სადაც ვმონაწილეობდით გაჩერდა“, – ამის შესახებ სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე კუსიანმა BM.GE-სთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მათ სექტორზე ასახვის შესახებ საუბრისას აღნიშნა. მისივე განმარტებით, ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობები გაჩერებულია, რისი დასტურის აღნიშნული ღონისძიებების გაჩერებაა. „გარდა იმისა, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან გარკვეული წინაღობები გვაქვს, ამ პერიოდში ყველაზე მეტად ყურადღებას გავამახვილებდი ზოგადად […]
“სპეცრაზმი მოგვყვებოდა, 2 წუთით შევეფარეთ და დარეკეს, გავიდნენო” – რა მოხდა “აგროჰაბში”? –

სოციალურ ქსელში, ჯგუფში, დაიტოვე, გიორგი რუსიშვილი, წერს:: ეს დამიდასტურეთ აუცილებლად, ანუ სანაპიროზე გამოვედით ჩამოვიპარეთ და უკვე საპატრულოს მანქანებმა რომ დაგვიწყეს გარშემო ტრიალი აგროჰაბში შევიპარეთ ვიმალებოდით არავის პრობლემა არ ჰქონდა და ცოტახანში დაცვა მოდის და ძალიან მკრიდებით და ბოდიშებით გვეუბნება დარეკეს თუ არაფერს ყიდულობენ გავიდნენო და გარეთ წინ სავსე იყო შესასვლელი და ვიდექით ეგრე გარეთ როცა […]
“თუ ანდრო ჭიჭინაძე ტერორისტია, მაშინ მთელი თეატრი ტერორისტები ვართ – ეს როგორ უნდა გამართლდეს” – დათო დოიაშვილი

რეჟისორი, დავით დოიაშვილი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაკავებაზე მთავარ არხთან, ამბობს: “მოვლენები ისე შეიცვალა, რომ მართლა არ ვიცი, რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ჩემთვისაც ეს არის აბსოლუტურად გამაოგნებელი ამბავი. ცუდ სიზმარშიც არ დამესიზმრება, ალბათ, სკორსეზეც ვერ მისცემდა მაგ როლს ჭიჭინაძეს, რომ ეგ გაემართლებინა და ამათმა როგორ უნდა გაამართლონ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ბინ ლადენია, არ ვიცი, ვერ გეტყვით, […]
მოსმენა სენატში: საქართველოს ახლანდელი არალეგიტიმური მთავრობა არის რუსეთის მარიონეტი

“მნიშვნელოვანია გავუშვათ გზავნილი, რომ სენატსა და კონგრესში არის ორპარტიული კონსენსუსი ამ [ძალადობის] საკითხზე საქართველოსთან მიმართებით და რომ არ ვაპირებთ უმოქმედოდ შევეგუოთ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, რომლებიც ქვეყანაში ხდება. ვიმედოვნებ, პრემიერმინისტრი და მმართველი პარტია მიიღებენ ამ გზავნილს” – განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, რომელსაც უძღვებოდა ბენ კარდინი, აშშ-ის სენატის საგარეო […]