2-3 დღეში ლარის კურსი დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რა ნიშნულიდანაც დაიწყო კურსის გაუფასურება – პრემიერი

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეროვნული ბანკის სწორი რეაგირებით ლარის კურსი სტაბილურდება და ეს დინამიკა გაგრძელდება. „ლარის კურსი ქვემოთ ჩამოვიდა, იყო მცირე, მოკლევადიანი რყევები, თუმცა, ლარის კურსის დასტაბილურება გრძელდება. ეროვნული ბანკის სწორი რეაგირებით, ყოველდღიურად სახეზეა დადებითი დინამიკა. რა თქმა უნდა, ვითარების […]
სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება

სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება. იქ მისული აქციის მონაწილეები შენობაში შევიდნენ. ისინი ამბობენ, რომ იუსტიციის სახლში, ისევე როგორც ქვეყანაში, უნდა შეჩერდეს სამუშაო პროცესი. ერთმანეთის პარალელურად, იუსტიციის რამდენიმე სახლში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ: „გაიფიცეთ, არ აქვს მნიშვნელობა, ვის როგორი პოლიტიკური შეხედულება აქვს, ეს თქვენი უფლება“, […]
პრემიერი – ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქალაქის ქუჩებში ომის იმიტაციის მცდელობა მოაწყვეს, თუმცა წარუმატებლად დასრულდა

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქალაქის ქუჩებში ომის იმიტაციის მცდელობა მოაწყვეს, თუმცა ომის იმიტაცია და საქართველოში „ნაცმაიდნის“ მოწყობის მორიგი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძე მიიჩნევს, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში „მაიდნის“ მოწყობის ოთხი მცდელობა იყო, თუმცა ოთხივე მცდელობას სახელმწიფომ წარმატებით უპასუხა. „საბოლოოდ ყველა დარწმუნდა, რომ ქართული […]
პრემიერი – თავიდან იყო ძალის გადამეტების რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაზეც საზოგადოებას ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია ჰქონდა

თავიდან იყო ძალის გადამეტების რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაზეც საზოგადოებას ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია ჰქონდა, – ეს განცხადება მედიასთან პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძემ მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხდა შსს-ს, პირადად მინისტრს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს და თითოეულ პოლიციელს. კობახიძის თქმით, მათი დამსახურებაა, რომ სახელმწიფომ “მაიდნის” მორიგ მცდელობას პროპორციულად და სათანადოდ უპასუხა. „თავიდან იყო ძალის გადამეტების […]
პრემიერი – მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში დავუჯდე 12 ახალგაზრდას და გულწრფელად, გახსნილად ვისაუბროთ ყველა თემასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეიძლება აწუხებდეთ

მინდა გულწრფელ ახალგაზრდებს შევთავაზო, რომლებსაც პროტესტის განცდა აქვთ, საჯარო დისკუსიაში ნებისმიერ ფორმატში ჩაერთონ. მოვიდნენ, რათა მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსების რესურსი რაიმე ტიპის დისკუსიაში ჩაერთოს, „არის სრულიად შეზღუდული“. „ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე, სხვანაირად შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრული, სრულფასოვანი განვითარება. კიდევ […]
ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილს მთლიანად აყარეს ღირსება, როგორც კი მან დათმო საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორც კი გახდა უცხოელი აგენტი

სალომე ზურაბიშვილს მთლიანად აყარეს ღირსება, როგორც კი მან დათმო საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორც კი გახდა უცხოელი აგენტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს „უკვე სამი პარასკევი აქვს დარჩენილი“. „ეს ქალბატონი აქტუალური აღარაა. დღევანდელ დღეს თუ გამოვაკლებთ, სამი პარასკევი აქვს უკვე დარჩენილი, მას უფლებამოსილების ვადა მალე ამოეწურება. სალომე […]
4 ოპოზიციური კოალიცია: ვმუშაობთ, შევქმნათ ძალადობის ჩამდენებისა და დაზარალებულების რეესტრი

ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, საპროტესტო აქციების დროს სპეც.რაზმელების ძალადობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის “შეიქმნას რეესტრი, რომელშიც იქნება თითოეული დაზარალებული და თითოეული მოძალადე დეტალურად დოკუმენტირებული ყველა მტკიცებულების აღწერით”. მან ამის შესახებ პოლიტიკური პარტიების საერთო ბრიფინგზე ისაუბრა. “ჩვენ ვმუშაობთ და კიდევ უფრო ინტენსიურად გადავდგამთ ნაბიჯებს იმისათვის, რომ შეიქმნას რეესტრი, რომელშიც იქნება თითოეული დაზარალებული და თითოეული […]
“გაიფიცე”– აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლიდან გამოყარეს

სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქციაა. იქ მისული აქციის მონაწილეები შენობაში შევიდნენ. ისინი იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ: „გაიფიცეთ, არ აქვს მნიშვნელობა, ვის როგორი პოლიტიკური შეხედულება აქვს, ეს თქვენი უფლებაა“, – ამბობენ აქციის მონაწილეები. იუსტიციის სახლში შესულ აქციის რამდენიმე მონაწილეს იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა და დაცვის წევრებმა შენობა დაატოვებინეს და შესასვლელი, მცირე ხნით, ყველასთვის გადაკეტეს.
“კულტურის წარმომადგენლები გამოჰყავდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობისას” – კობახიძე

ამ ერთი კვირის განმავლობაში, რომ სწორედ კულტურის სფეროს წარმომადგენლები გამოჰყავდათ წინა პლანზე ამ რევოლუციის მოწყობის მცდელობის დროს. მინდა გაგახსენოთ რობერტ ფიცოს ათწუთიანი ვიდეო, სადაც ის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს თეატრებზე, იმაზე, თუ როგორ ხდება თეატრების ჩართვა ასეთ პროცესებში, სიძულვილის დათესვაში, აგრესიის დათესვაში, თქვენ ხედავდით, რომ ამ კუთხითაც განსაკუთრებით გააქტიურეს ეს მიმართულება ჩვენს ქვეყანაში და კანვასის ტრენინგების […]
“დატოვეთ ევროპა, თქვე რუსეთის აგენტებო!” – ემიგრანტებმა ავსტრიაში საელჩოს კარზე ბანერები გააკრეს

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს კარზე ემიგრანტებმა ბანერები გააკრეს და საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც “ქართული ოცნების” რუსულ პოლიტიკას არ ემიჯნებიან, ევროპის დატოვება მოსთხოვეს. კარზე გამოაკრეს “ქართული ოცნების” საპოლიციო ძალების მიერ ნაცემი ადამიანების ფოტოებიც და დაწერეს – “თქვენ ხართ თანამონაწილეები!”. ბანერებზე ეწერა: “ქართველი ხალხის გადასახადებით ჯალათების ევროპული ცხოვრება არ უნდა ფინანსდებოდეს!!!”; “ვინც დღეს დუმს არის ჯალათი!!! დატოვეთ ევროპა თქვენს […]