შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა

შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ლ.ჯ. 1971 წელს დაბადებულ გ.ტ.-ს და 1998 წელს დაბადებულ რ.კ.-ს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც შსს ამბობს, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ „რუსთაველის […]
“სისხლით ქართველი ვარ, ვისაც რუსი ხალხი უყვარს” – კვეკვესკირი ნაკრებზე ნაწყენია

34 წლის ირაკლი კვეკვესკირი რუსეთის პრემიერლიგის კლუბ “ფაკელის” რიგებში მესამე სეზონს ატარებს. ფეხბურთელმა ინტერვიუ რუსულ საიტ sports-ს მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. ამპლუით საყრდენი ნახევარმცველი ოჩამჩირეშია დაბადებული და ორმაგ: საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობას ფლობს. “რასაკვირველია, სისხლით ქართველი ვარ, რუსეთმა კი, ყველაფერი მომცა. რუსი ცოლი მყავს, მეგობრები, ჩემი შვილები აქ დაიბადნენ, აქ ვმუშაობ. ახლა კრიტიკა მოდაშია, […]
AS: “ბარსამ” მსაჯებზე მილიონით მეტი დახარჯვა, ვიდრე აქამდე ვიცოდით

As-ის ინფორმაციით, “ბარსელონამ” ხოსე ნეგრეირას, დაახლოებით 1 მილიონი ევროთი მეტი გადაუხადა, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი. ე.წ. “ნეგრეირას საქმეზე” ახალი დეტალები გასაჯაროვდა. ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის რეპორტის მიხედვით, სამსაჯო კომიტეტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს კატალონიურმა კლუბმა 7,5 მილიონი ევროს ნაცვლად 8,399,599 ევრო გადაუხადა. დოკუმენტში ვკითხულობთ: “ფული გაცემული იყო ჩეკების სახით და ისინი ბანკიდან ნაღდი ფულის ფორმით გამოდიოდა. ეს არაკეთილსინდისიერი […]
ირაკლი კობახიძე – ვფიქრობ, გვაქვს საფუძველი ევროკავშირისგან მოლაპარაკებების გახსნა მოვითხოვოთ, მაგრამ კონკრეტული პოლიტიკოსები, ბიუროკრატები ცდილობენ ეს საკითხიც შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენონ, რაც მიუღებელია

ჩვენ არა თუ შეგვიძლია ვითხოვოთ მოლაპარაკებების გახსნა, ვფიქრობ, გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ მოლაპარაკებების გახსნა მოვითხოვოთ ევროკავშირისგან, მაგრამ ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, ბიუროკრატები, ჩინოვნიკები ცდილობენ, რომ ეს საკითხიც გამოიყენონ შანტაჟის ინსტრუმენტად, რაც მიუღებელია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მას მოლდოვის მაგალითზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არის „ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ევროპაში“. […]
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე პოლიციამ კიდევ 3 მომიტინგე დააკავა

პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 3 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს. მათივე ცნობით, დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული […]
თეატრალური უნივერსიტეტის მოქმედი და ყოფილი სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრას და მისი მხრიდან მიმდინარე პროცესებზე პოზიციის გამოხატვას ითხოვენ

თეატრალური უნივერსიტეტის მოქმედი და ყოფილი სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრას და მისი მხრიდან მიმდინარე პროცესებზე პოზიციის გამოხატვას ითხოვენ. თეატრისა და კინოს წარმომადგენლები უნივერსიტეტის შენობასთან არიან შეკრებილი. ისინი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ და აღნიშნავენ, რომ დაკავებულებს შორისაა უნივერსიტეტის ყოფილი და მოქმედი სტუდენტები, რაზეც რექტორმა პოზიცია უნდა გამოხატოს. მათი მოთხოვნაა, რომ თეატრალური უნივერსიტეტი ყოფილი და მოქმედი […]
თენგო თევზაძე – იქმნება სპეციალური რეესტრი, რომელშიც აისახება ინფორმაცია, როგორც მათ შესახებ, ვისზეც აქციებზე იძალადეს, არამედ მოძალადე პოლიციელების იდენტიფიცირებაც მოხდება

მნიშვნელოვანია ეს რეესტრი, ვინაიდან ჩვენ შევქმნით იმ პირობას, რომ აღნიშნული ინფორმაციების დამუშავების შემდეგ ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდეს. ერთი მხრივ, დაზარებულებს შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ და მეორე მხრივ, მოძალადეების მიმართ, ეს იქნება გამომძიებლები, მოსამართლეები თუ სხვა პირები, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, შესაბამისი სამართლებრივი თუ სხვა სახის რეაგირება დაიწყოს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ ოპოზიციური […]
ვლადიმერ პუტინი მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელარუსში გაემგზავრა, სადაც „საკავშირო სახელმწიფოს“ უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი ბელარუს კოლეგას ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება. უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომა საკავშირო სახელმწიფოს შექმნის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება. რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა […]
“სიცილის შეუკავებლობა” – ვიდეო

ირაკლი კობახიძე: „როდესაც არ იყო ძალადობა, არ იყო არც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქცია. ჩვენ 5 დღეში გავანეიტრალეთ მომიტინგეების ძალადობის რესურსი. რაც შეეხება შსს–ს რესურსს, სამინისტროს რეაგირების რესურსი რევოლუციის მცდელობებზე არის ამოუწურავი, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. შსს-ს რეაგირების რესურსი არის სრულიად ამოუწურავი. ჩვენ შარშანდელი წლის შემდეგ სერიოზულად გავაძლიერეთ მათ შორის ამ მიმართულებით შსს-ს რესურსები და ვერავინ, ვერავითარი […]
„ძალიან გთხოვთ ლაშა ტალახაძეს ბეყეს და უინტელექტოს ნუ ეძახით“ – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი: „ძალიან გთხოვთ ლაშა ტალახაძეს ბეყეს და უინტელექტოს ნუ ეძახით. საერთოდ არაა მასე. მაგ კაცს საბჭოთა კავშირის დროს რომ ეასპარეზა უნიჭიერესი ფარცოვშიკი დადგებოდა მისგან. წაიღებდა აქედან ზოგიერთი გორელი მოჭიდავესავით შავ ხიზილალას და გადაცვლილი მოხარშული ჯინსებით თუ “ჟუაჩკებით” ივაჭრებდა გაჩიანის ბაზრობაზე. რაც შეეხება ახლანდელს, კაცმა ისე ხელსაყრელად გადაახურდავა 3 ოქროს მედალი 30 […]