გვარამიას 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

ნიკა გვარამიას, რომელიც მისი პარტიის (“ახალი”) ჩხრეკისას პოლიციასთან შელაპარაკების შემდეგ ძალადობრივი ფორმებით დააკავეს, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მთავარი არხის ცნობით, გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო. ნიკა გვარამიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
წამყვანი ნიკო ნანიტაშვილი, რომელმაც ძალადობა დაგმო, POSTV-ზე აღარ მუშაობს

მსახიობი და ტელეწამყვანი ნიკო ნანიტაშვილი პროსახელისუფლებო ტელეკომპანია POSTV-ში აღარ მუშაობს. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ამის მიზეზი ნანიტაშვილის პოსტი გახდა, რომლითაც მან პროევროპული აქციის მონაწილეების მიმართ სპეცრაზმის ძალადობა და სასტიკი მოპყრობა გააკრიტიკა. ნანიტაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ მთავრობა უკეთესი მომავლის იმედით შეიცვალა და “არ შეიძლება მთელი ეს წლები ვედაროთ წინა სადისტურ მოპყრობებს და ვარკვიოთ მაშინ უფრო სასტიკად უსწორდებოდნენ ხალხს […]
სოხუმში რუსული დაფინანსების თითქმის სრულად შეწყვეტაზე საუბრობენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ენერგეტიკის პრობლემებზე გამართულ შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციის დაფინანსების თითქმის სრული შეჩერების შესახებ განაცხადა. “სიტუაცია ისეთია, რომ არის სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ჩვენი საჯარო სექტორის მოქალაქეები ხელფასის გარეშე დარჩნენ. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ღია და პატიოსანი ჩვენს მოქალაქეებთან. ყველამ კარგად იცით, რომ პირველი გარკვეული სიგნალები გაჩნდა საჯარო სექტორის […]
„პუბლიკის“ ჟურნალისტს მინდია გაბაძეს თავს დაესხნენ

ცისფერ გალერეასთან გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს მინდია გაბაძეს ნიღბიანი პირი თავს დაესხა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ჟურნალისტი რუსთაველის გამზირზე, ცისფერ გალერეასთან აქციის აშუქებდა. მასთან ნიღბიანი პირი მივიდა და თავს დაესხა. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, თავდასხმის ადგილთან იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელსაც მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ იქ მყოფები მათ რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ, პოლიცია მანქანიდანაც […]
ირაკლი კობახიძე – არაერთხელ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ კანონის მთელი სიმკაცრით ვიმოქმედებდით, მგონი, სერიოზულად ვერ აღიქვეს ეს განაცხადი – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი სრულად აღმოიფხვრას

არაერთხელ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ ვიმოქმედებდით კანონის მთელი სიმკაცრით. მგონი, მაინცდამაინც სერიოზულად ვერ აღიქვეს ჩვენი ეს განაცხადი – ამ ქვეყანაში, არასდროს, არავინ უნდა გაიფიქროს მაიდნის მოწყობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი სრულად აღმოიფხვრას. „ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ გამოვლინდეს უკვე ჩადენილი დანაშაულები, […]
სასამართლომ ნიკა გვარამიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო. “გაუმარჯოს საქართველოს, სიკვდილი მონებს”,- განაცხადა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ ნიკა გვარამიამ. ნიკა გვარამია, პარტია “დროას” ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დააკავეს. ნიკა გვარამია ოფისში შესვლას და ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა,რისი უფლებაც მას […]
პრემიერი – როგორც კი მოვშალეთ ძალადობის კერა და შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში – 5 დღეში გავანეიტრალეთ მომიტინგეების ძალადობის რესურსი, სამინისტროს რეაგირების რესურსი რევოლუციის მცდელობებზე არის ამოუწურავი

როგორც კი ჩვენ მოვშალეთ ძალადობის კერა, როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ 5 დღეში გაანეიტრალა მომიტინგეების ძალადობის რესურსი, ხოლო რაც შეეხება სამინისტროს რეაგირების რესურსს რევოლუციის მცდელობებზე, ეს რესურსი არის ამოუწურავი. „როდესაც არ იყო ძალადობა, არ იყო არც შინაგან საქმეთა სამინისტროს […]
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. დაკავებულები – ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და გიორგი გიორგაძე დუმილის უფლებით სარგებლობენ. ბრალდებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს […]
ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე – ის არის უცხოური აგენტი, რასაც ჩასძახებენ, ის უნდა ამოსძახოს – პირდაპირ ხელყოფენ მის ღირსებას

სალომე ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს, რომ როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს მანდატებზე, ამით უარყოფს დემოკრატიის პრინციპს და საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს და ახლა თავად მოუწოდებს იმავე ოპოზიციას, რომ არ ისარგებლონ მანდატებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კობახიძის შეფასებით, ეს იმის მანიშნებელია, როგორ ხელყოფენ აგენტების ღირსებას პატრონები. „მას აიძულებენ, ილაპარაკონ ისეთი რამ, რისი სრულიად საპირისპიროც […]
ირაკლი კობახიძე – ღირსებით შევინარჩუნეთ მშვიდობა, ღირსებით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა 40 მილიარდით, ღირსებით და ჯიუტი ბრძოლით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ასეთივე ღირსებით განვაგრძობთ ზრუნვას ევროკავშირში ინტეგრაციაზე

ჩვენ ღირსებით შევინარჩუნეთ მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა 4 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. „ღირსებით ამ 4 წლის განმავლობაში გავზარდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 40 მილიარდით, პირველ ადგილზე ვართ ამ 4 წლის მონაცემებით ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც. ჩვენ ღირსებით […]