თამარ კორძაია – ჟურნალისტების მიმართ მიზანმიმართული დევნა ხორციელდება – არსებობს ე.წ. ბუფერული ზონები, სადაც შსს-ს თანამშრომლები დაკავებულ აქციის მონაწილეებს მანქანებში სცემენ

ჟურნალისტების მიმართ მიზანმიმართული დევნა ხორციელდება, ხელისუფლებას არ სურს მათი სისასტიკის რეალური მტკიცებულებები და კადრები არსებობდეს – არსებობს ე.წ. ბუფერული ზონები, სადაც შსს-ს თანამშრომლები დაკავებულ აქციის მონაწილეებს მანქანებში სცემენ, მანქანამდე კი არავის არ უშვებენ, უბრალოდ არ იძლევიან იმის შესაძლებლობას, რომ ობიექტურმა თვალმა დაინახოს სისასტიკე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ, ოპოზიციური […]

კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილი იმართება გარედან – ის არ ეკუთვნის არც საკუთარ ოჯახს, არც საკუთარ თავს, არც ამ ქვეყნის მოსახლეობას, ატარებს უცხო ქვეყნის ინტერესებს – სახე დაკარგული აქვს

სალომე ზურაბიშვილი იმართება გარედან. ის არ ეკუთვნის არც საკუთარ ოჯახს, არც საკუთარ თავს, არც ამ ქვეყნის მოსახლეობას. ის ატარებს უცხო ქვეყნის ინტერესებს. მას რეალურად სახე დაკარგული აქვს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რამდენიმე დღეში [სალომე ზურაბიშვილი] „წავა იქ, სადაც იმსახურებს“. „სალომე ზურაბიშვილიც იმ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელია, იმ სამშობლოთა აგენტურის, […]

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმის პროკურორი ყველა მათგანის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმის პროკურორი ყველა მათგანის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. სახელმწიფო ბრალმდებელი ვაჟა თოდუა აცხადებს, რომ დაკავებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფუძველი არსებობს. პროკურორის მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილ ვიდეოკადრებით ნათლად ჩანს თითოეული ბრალდებულის განხორციელებული ქმედება. მათ შორის თოდუას თქმით, ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებასა და […]

კახა კალაძე – შევდივარ ამ ადამიანის მდგომარეობაში, ზელენსკის ვგულისხმობ – მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, რომელშიც ის იმყოფება

შევდივარ ამ ადამიანის მდგომარეობაში, ის დღეს არ ეკუთვნის საკუთარ თავს, არ ეკუთვნის საკუთარ ოჯახს და რაც ყველაზე მძიმეა, არ ეკუთვნის უკრაინას და უკრაინელ ხალხს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ კიევი უკვე ამზადებს შესაბამის გადაწყვეტილებებს სანქციებთან დაკავშირებით. კალაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინელი ხალხი […]

მარტივი კითხვა მაქვს ადამიანებთან, რომლებიც სახელმწიფოს მიერ კურსის არარსებულ შეცვლას აპროტესტებთ, ვის მხარეს ხართ, ოპოზიციის, რომლისთვისაც საზარბაზნე ხორცი და გამოყენებადი იდიოტები ხართ? ოფისებში თბილად მოკალათებული ადამიანები თქვენი ბედით თამაშობენ

მარტივი კითხვა მაქვს ადამიანებთან, რომლებიც სახელმწიფოს მიერ კურსის არარსებულ შეცვლას აპროტესტებთ, ვის მხარეს ხართ, ოპოზიციის, რომლისთვისაც საზარბაზნე ხორცი და გამოყენებადი იდიოტები ხართ? ოფისებში თბილად მოკალათებული ადამიანები თქვენი ბედით თამაშობენ როცა ხელში მოლოტოვის კოქტეილს ან პიროტექნიკას აიღებ გახსოვდეს, მას არა კონკრეტულ ადამიანს, არამედ საქართველოს, შენს სამშობლოს ესვრი, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში. როგორც ის […]

ირანი კოსმოსში რაკეტის წარმატებით გაშვებას იტყობინება

ირანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოსმოსში წარმატებით გაუშვა რაკეტა. საქმე ეხება რაკეტა-მატარებლის -“სიმორღის” – სტარტს. მან თანამგზავრი უნდა გაიყვანოს დედამიწის ორბიტაზე. სტარტი განხორციელდა იმამ ხომეინის კოსმოდრომიდან, რომელიც სემნანის პროვინციაში მდებარეობს. დასავლეთში ითვლება, რომ “სიმორღის” პროგრამის მიზანია, ისლამურმა რესპუბლიკამ ბალისტიკური რაკეტების გამოყენების შესაძლებლობა გააუმჯობესოს. დამოუკიდებელ წყაროებს რაკეტის წარმატებული გაშვების ფაქტი არ დაუდასტურებიათ.

„საქართველომ თუ გააგრძელა ისეთი ტემპებით ზრდა, რა ტემპითაც იზრდებოდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, მაშინ აბსოლუტურად რეალურია“- გიორგი ქობალია პრემიერის განცხადებაზე

„საქართველომ თუ გააგრძელა ისეთი ტემპებით ზრდა, რა ტემპითაც იზრდებოდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, მაშინ აბსოლუტურად რეალურია“- გიორგი ქობალია პრემიერის განცხადებაზე ,,ქართული ოცნების’’ მთავრობის მიზანია, 4 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა 130 მლრდ ლარამდე გაზარდოს. განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა, რამდენად რეალურია ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი. ჩვენ კითხვით ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას მივმართეთ. მთავრობის […]

გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულისთვის“ იდეალური კანდიდატია – გამოცემა GiveMeSport-ი

გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულისთვის“ იდეალური კანდიდატია – გამოცემა GiveMeSport-ი გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ გადასვლასთან და მის პირველ ნომრად არჩევასთან დაკავშირებით გამოცემა GiveMeSport-ში წერილი გამოქვეყნდა, სადაც ინგლისურ კლუბში მიმდინარე მოვლენები და ქართველი მეკარის შანსებია გაანალიზებული. „„ლივერპული“ ამჟამად პირველი მეკარის, ალისონის გარეშეა, რომელიც ბარძაყის ტრავმის გამო ოქტომბრის დასაწყისიდან ვერ თამაშობს. ის შესანიშნავად შეცვალა კაომინ კელეჰერმა. მან ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის […]

„უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა აღარ არის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან“ – საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა EQAR-ის და ENQA-ს წევრობას კარგავს

„უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა აღარ არის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან“ – საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა EQAR-ის და ENQA-ს წევრობას კარგავს განათლების ექსპერტების განცხადებით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობას კარგავს. უმაღლესი განათლების ოთხმა ექსპერტმა საკითხზე დღეს ბრიფინგი გამართა. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “საქართველოს […]

ქართული დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება საფრთხის ქვეშ დგება – ევროპული ორგანიზაციები ხარისხის ცენტრს წევრობას უწყვეტს

უმაღლესი განათლების ექსპერტები განცხადებას ავრცელებენ საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის სისტემაში შექმნილი პრობლემების შესახებ. მათი ცნობით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავს ხარისხის მართვის ორი ევროპული ორგანიზაციის, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) და უმაღლესი განათლების ხარისხის უზურნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობას. განათლების ექსპერტების შეფასებით უმაღლესი განათლების ხარისხის უზურნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის დაკარგვა და ევროპის ხარისხის […]