სამხრეთ კორეის მმართველი პარტიის ლიდერმა ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა

სამხრეთ კორეის მმართველი პარტიის, “ხალხის ძალის” ლიდერმა ხან დონ ჰუნმა თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა ქვეყნის პრეზიდენტ იუნ სოკ იოლის. ამით მმართველმა პარტიამ თავისი ხმა შეუერთა ოპოზიციის ანალოგიურ მოწოდებას. სააგენტო KBS-ის ცნობით, პარტიის ხელმძღვანელობის 6 დეკემბერს გამართულ ვადამდელ შეკრებაზე, ხანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი შესაძლოა კვლავ წავიდეს რადიკალურ ზომებზე, თუ თანამდებობაზე დარჩება. მანამდე ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ პარლამენტში შეიტანა […]
ნიკა გვარამიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამართალდამრღვევად ცნო და 12 -დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ნიკა გვარამია 4 დეკემბერს დააკავეს კოალიციის ოფისთან. ნიკა გვარამია მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ისე გადაიყვანეს საქალაქო სასამართლოში, რომ ადვოკატებს არ შეატყობინეს. […]
დღეს, 20:00-ზე დიდი დიღმის მაცხოვრებლები ვატარებთ მშვიდობიან საპროტესტო მსვლელობას – მოქალაქეები

დღეს, 6 დეკემბერს, 20:00-ზე დიდი დიღმის მაცხოვრებლები ვიკრიბებით ბენდუქიძის დასახლებასთან არსებულ ბოლო გაჩერებასთან და ვატარებთ მშვიდობიან საპროტესტო მსვლელობას ანბანის პარკის (გუდვილის) მიმართულებით. მოგვიანებით კი ინდივიდუალურად შევუერთდებით მთავარ აქციას რუსთაველზე. სასურველია ვიქონიოთ ეროვნული სიმბოლიკა და სასტვენები. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოგვყვეთ ავტომობილებითა და მოპედებით. ცვლილებები იწყება თითოეული ოჯახიდან და თითოეული უბნიდან!
“თან არალეგიტიმური რომ გმართავს და თან შეურაცხადი” – ვიდეო

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი: ვისაც გაინტერესებთ შეურაცხადების დიქტატურა. თან არალეგიტიმური რომ გმართავს და თან შეურაცხადი ისე მგონი ამათ იციან სასჯელი არ აცდებათ და შეურაცხადობას ჩალიჩობენ (თან როგორ გინდა არ დაიჯერო). ტყუილად გგონიათ, რომ თქვენს ექსპერტიზას სამხარაულს ჩავატარებინებთ
“პუბლიკას” ჟურნალისტს სცემეს – პოლიცია იდგა და მშვიდად უყურებდა – ვიდეო

ცისფერ გალერეასთან საპროტესტო აქციის გაშუქების დროს „პუბლიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს „ქართული ოცნების” „ტიტუშკა” ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციას მოძალადე არ დაუკავებია. მეტიც, რეაქციაც კი არ ჰქონდა ადამიანის ცემაზე. ხალხი ითხოვდა, რეაქცია ჰქონოდა ადამიანის ცემაზე, პასუხად, ქუჩაში მდგომი პოლიციელი მანქანაში ჩაჯდა – ინფორმაციას და ვიდეოს მედიასაშუალება ავრცელებს. ამ დროისათვის სხვა დეტალები უცნობია.
“ოცნების” ძალადობას ხელოვანები თეატრალურ უნივერსიტეტთან აპროტესტებენ

ქართული ოცნების ძალადობრივ ქმედებებს ხელოვანები თეატრალურ უნივერსიტეტთან აპროტესტებენ. სასწავლო დაწესებულების კართან ივანიშვილის პოლიცია ჩადგა. ადგილზე თეატრალური უნივერსიტეტის მოქმედი და ყოფილი სტუდენტები არიან შეკრებილი. შეკრებილები ითხოვენ გამოვიდეს თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შაუტაშვილი და ღიად დააფიქსიროს საკუთარი აზრი მიმდინარე მოვლენებზე, ასევე მხარდაჭერა გამოუცხადოს რეჟიმის მიერ დატყვევებულ მსახიობს- ანდრო ჭიჭინაძეს და ყველა იმ ხელოვანს, რომლებსაც რობოკოპები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“2 სპეცრაზმელს, რომელიც საჯაროდ გადმოვა ხალხის მხარეს დავასაქმებ ესპანეთში და ვიზრუნებ სანამ საბუთს არ აიღებენ” – ემიგრანტი

2 სპეცრაზმელს, რომელიც საჯაროდ გადმოვა ხალხის მხარეს დავასაქმებ ესპანეთში და ვიზრუნებ მათზე სანამ პირველ საბუთს არ აიღებენ. მომწერეთ ან მე ან Saba Buidze ჩემი შვილია და გაგცემთ დეტალურად ყველაფერზე პასუხს – მესმის რომ თქვენ უკან ოჯახები დგას.
პუბლიკის ჟურნალისტს მინდია გაბაძეს თავს დაესხნენ

ცისფერ გალერეასთან საპროტესტო აქციის გაშუქებისას პუბლიკის ჟურნალისტს მინდია გაბაძეს თავს დაესხნენ. გამოცემა წერს, რომ თავდამსხმელი ქართული ოცნების ტიტუშკაა, რომელიც ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციას მოძალადე არ დაუკავებია.
დიპლომების უცხოეთში აღიარება ეჭვქვეშ დადგება – სისტემა EQAR-ის და ENQA-ს წევრობას კარგავს

უმაღლესი განათლების ექსპერტების განცხადებით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას კარგავს. აღნიშნულ ინფორმაციას უმაღლესი განათლების ექსპერტები, ირინე დარჩიამ, ლიკა ღლონტმა, მარინე ჩიტაშვილი, ქეთი ცოტნიაშვილი ავრცელებენ. განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის ექსპერტთა ჯგუფის შეფასებაში აღნიშნულია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არ არის და […]
ირაკლი კობახიძე – ყველამ იცის, რომ კეზერაშვილი არის ყაჩაღი, პირდაპირი გაგებით – პრაქტიკულად, არ არსებობს საქმე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ქართულ სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში მოუგო

ყველამ იცის, რომ კეზერაშვილი არის ყაჩაღი, პირდაპირი გაგებით – პრაქტიკულად, არ არსებობს საქმე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ქართულ სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში მოუგო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ქართული მართლმსაჯულების ყველა გადაწყვეტილება, რაც არის იმის უტყუარი დასტური, რომ „ჩვენ […]