გულწრფელ ახალგაზრდებს მინდა შევთავაზო საჯარო დისკუსიაში ჩართვა, რომლებსაც აქვთ პროტესტის განცდა, ჩაერთონ საჯარო დისკუსიაში, ნებისმიერ ფორმატში – ირაკლი კობახიძე

გულწრფელ ახალგაზრდებს მინდა შევთავაზო საჯარო დისკუსიაში ჩართვა, რომლებსაც აქვთ პროტესტის განცდა, ჩაერთონ საჯარო დისკუსიაში, ნებისმიერ ფორმატში – ირაკლი კობახიძე პირადად მზად ვარ, რომ ნებისმიერ ფორმატში დავუჯდე ათ, თორმეტ ახალგაზრდას და გულწრფელად, გახსნილად ვისაუბროთ ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეიძლება აწუხებდეთ, იქნება ეს ევროინტეგრაციის თემა თუ ნებისმიერი სხვა საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი […]

რა საკითხებზე ესაუბრა ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „დიპლომატმა მთავრობის მეთაურს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება კიდევ ერთხელ მიულოცა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რასაც ადასტურებს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის […]

ევროპარლამენტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება – რობერტა მეცოლა

ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ის ქართველ ხალხს მიმართავს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება. „ქართველ ხალხს: ჩვენ ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, გვესმის თქვენი ხმა. ევროპარლამენტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება“, – წერს მეცოლა.

პროტესტის მონაწილეები მარჯანიშვილის თეატრის მთავარ დარბაზში შეუშვეს – ამ წუთებში მომიტინგეებს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, გოგი მარგველაშვილი სიტყვით მიმართავს

თეატრალური უნივერსიტეტის მოქმედმა და ყოფილმა სტუდენტებმა მარჯანიშვილს თეატრთან გადმოინაცვლეს. პროტესტის მონაწილეები ცოტა ხნის წინ თეატრის მთავარ დარბაზში შეუშვეს. ამ წუთებში მომიტინგეებს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, გოგი მარგველაშვილი სიტყვით მიმართავს. მანამდე თეატრისა და კინოს წარმომადგენლები უნივერსიტეტის შენობასთან იყვნენ შეკრებილი. ისინი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ დაკავებულებს შორის არიან უნივერსიტეტის ყოფილი და მოქმედი სტუდენტები, […]

პეტერ ფიშერი – ის, რომ საქართველოში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა 85%-ზე მეტი დაშავებულია, განგაშის და შეშფოთების წყაროა

საქართველოში გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები -პეტერ ფიშერი, შერაზ გასრი და გარეტ უორდი საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდნენ, – ინფორმაციას საქართველოში გერმანიის ელჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ის, რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა 85%-ზე მეტი დაშავებულია, განგაშის და შეშფოთების წყაროა. მაქსიმალური პატივისცემა ყველას მიმართ, ვინც სარგებლობს უფლებით, გამოხატოს თავისი აზრი დემოკრატიისა და ევროკავშირის სასარგებლოდ“, – […]

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) მორიგი სრულფასოვანი ავტორიზაცია მიიღო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) მორიგი სრულფასოვანი ავტორიზაცია მიიღო. უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ უნივერსიტეტის თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და დაპირდა, რომ უნივერსიტეტი გააგრძელებს წინსვლას და განვითარებას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. IBSU პირველი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელსაც საგანმანათლებლო ბაზარზე 29-წლიანი გამოცდილება აქვს. IBSU სტუდენტებს სთავაზობს 50-მდე აკრედიტებულ ინგლისურენოვან და ქართულენოვან საბაკალავრო, სამაგისტრო და […]

სალომე ზურაბიშვილი – „პროტესტი საქართველოში“ ხდება „ტერორი საქართველოში“ – დაიწყო თვითნებური დაპატიმრებები, საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, პოლიტიკოსებს აპატიმრებენ

„პროტესტი საქართველოში“ ხდება „ტერორი საქართველოში“ – დაიწყო თვითნებური დაპატიმრებები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, ადამიანებს აპატიმრებენ არანაირი სხვა მიზეზით, გარდა იმისა, რომ აქციებზე დაფიქსირდნენ. „საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, პოლიტიკოსებს აპატიმრებენ არანაირი სხვა მიზეზით, გარდა იმისა, რომ აქციებზე დაფიქსირდნენ. ბრალდებული ტერორიზმში, პოტენციური სასჯელი – 9 წელი!“- წერს პრეზიდენტი.

“დამარტყა სახეზე, მერე წაქცეულს წიხლებს მირტყამდნენ” – “პუბლიკის” ჟურნალისტი, რომელსაც ექიმის დახმარება სჭირდება, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

გამოცემა “პუბლიკა” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს უცნობი პირი ცისფერი გალერეის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაეხა. მას წარბი აქვს გატეხილი და თავის ძლიერი ტკივილი აღენიშნება. ჟურნალისტი პოლიციამ თაბუკაშვილზე განყოფილებაში გადაიყვანა. “არც კი ვიღებდი, არც კამერა მქონდა ხელში და არც ტელეფონი, უბრალოდ მასალებს ვტვირთავდი, როდესაც, ჩემთვის უცნობი პირი მოვიდა, თავიდან ძალიან ახლოს მოვიდა, იმდენად ახლოს, რომ მარტო ვიყავით იქ […]

ევროპარლამენტის პრეზიდენტი ქართველ ხალხს: “ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, გვესმის თქვენი”

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. “ახლახან ველაპარაკე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ქართველ ხალხს: ჩვენ ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, გვესმის თქვენი. ევროპარლამენტი რჩება საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული,” – წერს მეცოლა.

“74 წლის ქალს ემუქრებიან, ბებო რომ ცუდად გამიხდეს, არ გაცოცხლებთ ნაბი@ვრებო!” – მარიამ სუხიტაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი მარიამ სუხიტაშვილი: დღეს შევამოწმე ბებიაჩემის ფბ პროფილი, რამდენიმე დღის წინ მასწავლებლების გაფიცვის პოსტი დაწერა და წაშლილი დამხვდა. გადავამოწმე ბებოს რამდენიმე კოლეგის პროფილიც და იქაც იგიგე სიტუაცია. დავურეკე რა ხდება-მეთქი. ჯერ მატყუებდა ქოცმა კომენტარებში ნერვები მომიშალა და წნევამ ამიწიაო და მერე გამოტყდა რომ წააშლევინეს. ორჯერ დაურეკავთ ნაცნობ პოლიციელებს და 74 წლის ქალს ემუქრებიან, ეგეც […]