„სოლიდარული ვარ ყველა პატიმრის მიმართ, როგორც ქრისტიანი“ – თეატრალურის რექტორი მსახიობის დაკავებაზე

თეატრალური უნივერსიტეტის წინ შეკრებილ მსახიობებსა და მოქალაქეებს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი შეხვდა. აქციის მონაწილეები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ითხოვდნენ მასთან შეხვედრას და მისი პოზიციის მოსმენას მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაკავებაზე. თეატრალური უნივერსიტეტის წინ გამოსულმა გიორგი შალუტაშვილმა თქვა, რომ შეეცდება გაერკვეს დეტალებში. მანვე თქვა, რომ ემიჯნება ძალადობას: „პირადად მე, გიორგი შალუტაშვილი, რაც ჩემს ხელში იქნება, კანონი თუ […]

“პუბლიკის” ჟურნალისტს თავს დაესხნენ

ონლაინგამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ რუსთაველის გამზირზე, ეროვნულ გალერეასთან. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგნენ პოლიციელებიც, თუმცა მყისიერი რეაგირება არ მოუხდენიათ. როგორც “პუბლიკის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, მოქალაქეები პოლიციასთან მიდიან და მათთან ახლოს მომხდარ ფაქტზე რეაგირებისთვის მიმართავენ, თუმცა ერთ-ერთი პოლიციელი მანქანიდან არ გადმოდის, მეორე კი მოქალაქეების მოწოდების მიუხედავად, მანქანაში მშვიდად […]

6 წლის შემდეგ პირველად – საქართველოს ძალოსანთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძის გარეშე გაემგზავრა

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ბაჰრეინში გაემგზავრა. გიორგი ასანიძის გუნდის შემადგენლობაში 8 სპორტსმენი გახლავთ. ქართველი ძალოსნები მსოფლიოს ჩემპიონატში ხვალ, 7 დეკემბრიდან ჩაერთვებიან. შემადგენლობა და განრიგი საქართველოს დროის მიხედვით: 7 დეკემბერი 21:00 სთ. 10 დეკემბერი 13:30 სთ. 11 დეკემბერი 16:00 12 დეკემბერი 14:00 სთ. 12 დეკემბერი 18:30 სთ. 13 დეკემბერი 11:00 სთ. 14 დეკემბერი 14:00 სთ. 15 […]

“ერთადერთი გამოსავალია, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები…” – ლელა წურწუმიას კომენტარი აქციიდან

მომღერალი, ლელა წურწუმია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში აქტიურადააა ჩართული, ის ბოლო დღეების განმავლობაში მუდმივად რუსთაველზე იმყოფება. “დამოკიდებულებას ვერ ვხვდები, რატომ იმეტებენ თავიანთ შვილის ტოლ ადამიანებს, რატომ არის საჭირო ამხელა ძალადობა, თუმდაც აი ეს დაჭერილი უდანაშაულო ადამიანები. ესეთი სისასტიკით, როგორც ესენი სცემენ ადამიანებს ეს არის ყოვლად გაუგონარი. არაერთზელ შევხვედრივ პოლიციელებს და ყოველთვის პატივისცემით ვსაუბრობდით, ახლა მგონია რომ […]

რობერტა მეცოლა: ქართველებო, ვხედავთ EU-ის დროშების ფრიალს, ჩვენ გისმენთ თქვენ

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. “ახლა ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. ქართველ ხალხს: ჩვენ ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, ჩვენ გისმენთ თქვენი. ევროპარლამენტი რჩება საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული”, – წერს ის X-ზე. Just spoke with President @Zourabichvili_S. To the people of Georgia: We know your European […]

პაატა ციკოლია თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს – როგორ შეიძლება ბალერინა ნათია ბუნტური პოლიციელზე მოძალადე იყოს? – გაქვთ ნანახი ვიდეო, რის საფუძველზეც მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს?!

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შალუტაშვილის უნივერსიტეტის ყოფილ და მოქმედ სტუდენტებთან შეხვედრას მის მიმართ კრიტიკა და უკმაყოფილება მოჰყვა. ამის მიზეზი მის მიერ გაკეთებული შეფასებები გახდა. მსახიობებმა და რეჟისორებმა შალუტაშვილისგან მოითხოვეს, უნივერსიტეტმა, როგორც ინსტიტუციამ გამოხატოს მკაფიო პოზიცია საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობის ფაქტებზე და დაპატიმრებებზე, მათ შორის კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაკავებაზე. შალუტაშვილმა […]

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა მინისტრი – აფხაზეთს საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადასახდელი თანხა არ აქვს

აფხაზეთს საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი თანამშრომლებისთვის, მათ შორის ძალოვნებისთვის, ანაზღაურების გადასახდელად თანხა არ აქვს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმერ დელბამ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ბადრა გუნბასთან შეხვედრაზე განაცხადა. „დღემდე რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ხელფასი საჯარო სექტორის არც ერთ თანამშრომელს არ აუღია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყურადღებას ვამახვილებ ძალოვან სტრუქტურაზე, სამართალდამცავ ორგანოებზე. […]

ადვოკატი – თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, ეს იყო ალი ბაბაევი, ვინაიდან კადრებში კარგად ჩანს, როგორ იღებს ის რკინის ჯოხს და ცდილობდა, მიმავალი ალეკო ელისაშვილისთვის თავში ჩაერტყა

თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, ეს იყო ალი ბაბაევი, ვინაიდან კადრებში კარგად ჩანს, როგორ იღებს ის რკინის ჯოხს და ცდილობდა, მიმავალი ალეკო ელისაშვილისთვის თავში ჩაერტყა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ალეკო ელისაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია. კერძოდ, ადვოკატი განმარტავს, რომ ალი ბაბაევმა თავდაპირველად ელისაშვილს სიტყვიერი […]

სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა თეატრალური უნივერსიტეტიდან მარჯანიშვილის თეატრის მიმართულებით მსვლელობა გამართეს

სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა თეატრალური უნივერსიტეტიდან მარჯანიშვილის თეატრის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. მანამდე მათ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორთან, გიორგი შალუტაშვილთან გამართეს შეხვედრა და მოქალაქეების და მათ შორის, მსახიობების მიმართ განხორციელებული ძალადობის დაგმობა სთხოვეს. მსვლელობის განმავლობაში ისინი სკანდირდნენ: „თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს!“ „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, „შეწყდეს წამება“. ამასთან, ისინი მსვლელობაში მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, არ აჰყვნენ პროვოკაციებს. ამასთან, როგორც […]

კახა კალაძე – ვერ წარმომიდგენია, როდემდე უნდა ვიყოთ შანტაჟის ქვეშ, ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკების გახსნა-არ გახსნის თემით – არავის მივცემთ შესაძლებლობას, სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს

ვერ წარმომიდგენია, როდემდე უნდა ვიყოთ ასეთი შანტაჟის ქვეშ, ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკების გახსნა-არ გახსნის თემით – საქართველოში „ნაცმაიდანი“ ვერ შედგა და არავის მივცემთ შესაძლებლობას, მოახდინოს სახელმწიფო გადატრიალება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძის თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე ვხედავთ „დადგმულ სპექტაკლებს, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის არ იბრძვის“. „ჩვენ და […]