გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი – ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი ვერდიქტი პოლიტიკურად მოტივირებულია

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი ვერდიქტი პოლიტიკურად მოტივირებულია, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) დეპუტატი, თომას ჰაკერი სოციალურ ქსელში წერს. „ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი ვერდიქტი პოლიტიკურად მოტივირებულია და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მართლმსაჯულების ნაწილია, რომელიც მიზნად ოპოზიციის განადგურებას ისახავს“, – წერს ჰაკერი. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს, ნიკა გვარამიას 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ნაძვის ხე ქალაქებში თვით ომის დროსაც კი ინთება – კალაძე – Netgazeti • კახა კალაძე • ნაძვის ხე • Netgazeti.ge

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი როდის აინთება ნაძვის ხე დედაქალაქში. მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია დედაქალაქში ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებით გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადებები, რადგან ნაძვის ხე ქალაქებში თვით ომის დროსაც კი ინთება და ამის მაგალითს უკრაინა წარმოადგენს. „საახალწლო თემას რაც შეეხება, რამდენიმე დღეში მოგაწვდით უკვე ზუსტ ინფორმაციას, როდის იქნება ნაძვის ხის […]
თამაზ გიორგაძის Raisin-ის შეფასებამ €2 მილიარდს გადააჭარბა

ქართველი ანტრეპრენიორის, თამაზ გიორგაძის მიერ 2012 წელს, გერმანიაში დაფუძნებული ფინტექ-პლატფორმის, Raisin-ის შეფასებამ ორ მილიარდ ევროს გადააჭარბა. გამოდის, რომ გასულ ერთ წელიწადში, Raisin-ის შეფასება, სულ მცირე, გაორმაგდა. ეს ცნობა, თავდაპირველად, გამოცემა Finance FWD-მ გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, Raisin-ის შეფასება ორიდან სამ მილიარდ ევრომდე მერყეობს, მაგრამ კონკრეტულ თანხას კომპანიაში არ ასაჯაროებენ. როგორც ირკვევა, კომპანიის შეფასების გაზრდა უახლესი საინვესტიციო […]
ვეფხია კასრაძე – პროკურორებო, როცა ციხისთვის მიმეტებთ, ჩემს შვილებს მორალურ ზიანს აყენებთ – მე საქართველოს მებრძოლი, 5 შვილის მამა, ცხინვალის თეატრის მსახიობი ვარ, ყოველთვის კაცური ცხოვრებით ვცხოვრობდი

პროკურორებო, როცა ციხისთვის მიმეტებთ, ჩემს სამ მცირეწლოვან შვილს მორალურ ზიანს აყენებთ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალით. მე საქართველოს მებრძოლი, 5 შვილის მამა, ცხინვალის თეატრის მსახიობი კაცი ვარ. ყოველთვის კაცური ცხოვრებით ვცხოვრობდი,- ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ბრალდებულმა ვეფხია კასრაძემ საქმის პროკურორებს. როგორც მან აღნიშნა, ის ომია ვეტერანია და ყოველთვის საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. „54 […]
კახა კალაძე – როცა თავისთვის მდგარ პოლიციელთან მიდიხარ, ესვრი ქვებს, მძიმე საგნებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ამას ხომ ხვდებით რა რეაგირება მოჰყვება? რეაგირება მოქნეული და მოზომილი არ მინახავს

როდესაც, თავისთვის მდგარ პოლიციელთან მიდიხარ, ესვრი ქვებს, სხვადასხვა მძიმე საგანს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ურტყამ ჯოხს, ამას ხომ ხვდებით რა რეაგირება მოჰყვება – პირდაპირ მოსაკლავად იმეტებდნენ [პოლიციელებს] და რა თქმა უნდა, რეაგირება [იქნება], რომელიც მოქნეული და მოზომილი არ მინახავს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, სამართალდამცავების მხრიდან იყო „კონკრეტული ფაქტები, რომლებიც მოკვლევას საჭიროებს“. […]
კახა კალაძე – მივმართავ ახალგაზრდებს, რომ არ მისცეთ ამ ბოროტებს შესაძლებლობა, საკუთარი ზრახვებისთვის გამოგიყენონ

კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ამ ძალადობრივი აქციების უკან პოლიტიკური პარტიები იდგნენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც საგამოძიებო უწყებამ პარტიული ოფისები თუ ბინები გაჩხრიკა და გარკვეული ნივთები ამოიღო, საპროტესტო აქციებს ძალადობრივი ხასიათი აღარ აქვს. „ამ ყველაფრის შემდეგ ძალადობა შეწყდა. გუშინ პირდაპირ ეთერში […]
კახა კალაძე სპეცრაზმელების ფოტოების გავრცელებაზე – ეს ფაშისტების ხელწერაა

ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში სხვადასხვა ფორმით არის წარმოდგენილი, ერთად დგომით უნდა დავამთავროთ, – ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი სოციალურ ქსელში სპეცრაზმელების ვინაობისა და ფოტოების გავრცელების ფაქტებს. კახა კალაძე აცხადებს, რომ ამ ადამიანების მისამართით წარმოუდგენელი ზეწოლა და შეურაცხყოფა ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. „ეს ფაშისტების ხელწერაა. ეს ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში სხვადასხვა ფორმით არის […]
საპროტესტო აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლში შევიდნენ და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს

მოქალაქეებისა და აქტივისტების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას – ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერებასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე ბოლო დღეების განმავლობაში აპროტესტებდნენ, იუსტიციის სახლში შევიდნენ და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს. პროტესტის მონაწილეები ასევე ითხოვენ აქციებზე უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლებასაც. ისინი შენობაში საყვირებითა და ბანერებით იყვნენ შესულები, იუსტიციის სახლის დაცვის სამსახურმა კი მათ […]
კახა კალაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კეზერაშვილი არის ყაჩაღი

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კეზერაშვილი არის ყაჩაღი – ის ძარცვავდა ქართულ ჯარს, შემდეგ უკვე გადავიდა ევროპელი პენსიონერების გაუბედურებაზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძის თქმით, დავით კეზერაშვილის მიერ მითვისებული თანხები „პოლიტიკური პროცესების კრიმინალიზაციას ხმარდებოდა“. „ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ […]
„მრავალწლიანი ცილისწამების და ჩემი დუმილის შემდეგ აღარც მე ვაპირებ ამ მიზანმიმართულად გავრცელებულ სიცრუეზე გაჩუმებას“ – თამთა სანიკიძე ნიკა ვაჩეიშვილს

ჟურნალისტი თამთა სანიკიძე ნიკა ვაჩეიშვილის ფეისბუქ-სტატუსს ეხმაურება და წერს: „მრავალწლიანი ცილისწამების და ჩემი დუმილის შემდეგ აღარც მე ვაპირებ ამ მიზანმიმართულად გავრცელებულ სიცრუეზე გაჩუმებას.. ნათია მურაჩაშვილი, ველოდები შენს გამოხმაურებას.. update: ვესაუბრე ნიკას პირადად ცოტა ხნის წინ.. აქ კი დაწერა, რომ თურმე ვრეკავდი მათთან( კულტურის სამინისტრო).. თუმცა პირადი საუბრისას თქვა, რომ მსგავს ფაქტს პირადად არ შესწრებია და […]