5 შვილის მამას, მსახიობს, საციხოდ მიმეტებთ ხალხნო, სირცხვილია – კასრაძე სასამართლოს

საოკუპაციო ხაზთან ვცხოვრობ, 5 შვილის მამა, ცხინვალის თეატრის მსახიობი, საციხოდ მიმეტებთ ხალხნო, სირცხვილია – ამ სიტყვებით მიმართა ბრალდებულმა ვეფხია კასრაძემ სასამართლოს. „54 წლის კაცი ვარ და არასდროს ჩამიდენია ისეთი ქმედება, რომ ბოდიშის მოხდა დამჭირვებოდა, არასდროს დანაშაული არ ჩამიდენია, მე საქართველოს მებრძოლი, 5 შვილის მამა, ცხინვალის თეატრის მსახიობი კაცი ვარ. ყოველთვის კაცური ცხოვრებით ვცხოვრობდი. ქვეყნის საწინააღმდეგო […]

“ნაძვის ხე დაიდგმება და ქალაქი იქნება მორთული” – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე: “საახალწლო თემას რაც შეეხება, რამდენიმე დღეში მოგაწვდით უკვე ზუსტ ინფორმაციას, როდის იქნება ნაძვის ხის ანთება. მას ძალიან ბევრი პატარა ელოდება. ნაძვის ხე დედაქალაქში, რა თქმა უნდა, დაიდგმება, ქალაქი იქნება მორთული და პატარებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი სურვილები ჩაიფიქრონ. მე, ასევე, ვისმენ კონკრეტულ განცხადებებს საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმ რადიკალების მხრიდან, რომ ისინი აპირებენ […]

ალეკო ელისაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას პროკურატურა “ქართული ოცნების” წევრზე, ალი ბაბაევზე, თავდასხმას ედავება. მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა 3 000-ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე. ელისაშვილი 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე, ოპოზიციონერების შეხვედრის პარალელურად “ქორთიარდ მერიოტის” მიმდებარედ მომხდარი შელაპარაკებისას დააკავეს მოჭიდავე, […]

თარჯიმნები მოუწოდებენ ხელისუფლებას, ქვეყანა დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის კურსს

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასა და დემონსტრანტთა წინააღმდეგ ძალადობას განცხადებით გამოეხმაურნენ საქართველოს თარჯიმნები და მთარგმნელები. ისინი წერენ, რომ სახელმწიფო არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებებს: „მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ვემსახურებოდით საქართველოს ევროპულ ღირებულებებთან დაახლოებას უკლებლივ ყველა სფეროში. ჩვენ ხელს ვუწყობდით საქართველოს პარტნიორებთან კომუნიკაციას სამართლის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, თავდაცვის და მრავალ სხვა დარგში. ბოლო […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7753 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7753 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7753 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8274 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0521 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9365 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9767 ლარს შეადგენდა. […]

მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე – მხნედ იყავით, ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა გრძელდება, მათ შორის სამართლებრივი კუთხით

მხნედ იყავით, ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა გრძელდება, მათ შორის სამართლებრივი კუთხით, – ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულმა 19 წლის ზვიად ცეცხლაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოში დემოკრატია დასრულებულია. „საქართველოში დემოკრატია დასრულდა, ეს საზოგადოებას, მათ შორის მეც, გვაძლევს წინააღმდეგობის გაწევის უფლებას, რათა დემოკრატიული სახელმწიფო შენარჩუნდეს…. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ბრძოლას ყოველთვის […]

კახა კალაძე – მადლობას ვუხდი შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც ქვეყანას აარიდეს დიდი უბედურება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” მორიგი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, მადლობას უხდის „შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც ქვეყანას აარიდეს დიდი უბედურება“. „ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში. დადასტურდა, რომ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ჩვენ ვიხილეთ აგრესიული ჯგუფები, რომლებიც იმართებოდნენ იმ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც გარედან ფინანსდებოდნენ. […]

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, „საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და კანონიერების უზრუნველსაყოფად“ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხმად მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუმინეთში საარჩევნო პროცესი სრულად განახლდება და არჩევნების ახალ თარიღს ქვეყნის მთავრობა დანიშნავს. მოსამართლეებმა […]

საია – სამართალდამცავთა უმოქმედობა, არა მარტო, პოლიციელების მხრიდან გამოჩენილი სამსახურეობრივი გულგრილობაა, არამედ, აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები და „ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „პუბლიკას” ჟურნალისტზე, მინდია გაბაძეზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს ეხმიანება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პოლიციელების უმოქმედობა აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები და ე.წ “ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ, რათა ლეგიტიმური პროტესტი ძალადობრივად ჩაახშონ. „მინდია გაბაძეს, ცისფერ გალერეასთან საპროტესტო აქციის გაშუქების დროს, თავს დაესხნენ ფიზიკური პირები, ე.წ. „ტიტუშკები“ და მასზე ფიზიკურად იძალადეს. იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცველები შემთხვევასთან […]

ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვისაა დაკავებული, რაც ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ალეკო ელისაშვილი პოლიციამ 4 დეკემბერს ძალადობრივად დააკავა, რა დროსაც მან დაზიანებები მიიღო. როგორც შსს აცხადებს, […]